ხდება ხოლმე, რომ სხეულის ფორმაში. მოყვანა გსურთ: სწორად იკვებებით, ბევრ წყალს სვამთ, უარს ამბობთ ტრანსპორტის ხშირ გამოყენებაზე, რათა უფრო მეტი იაროთ, ოფლიანდებით სპორტულ დარბაზში, ხედავთ მინუს კილოგრამს სასწორზე, მაგრამ სარკესთან. მიახლოებისას ცელულიტს ამჩნევთ და ფარ-ხმალს ყრით. ამის გამო, ბევრ ქალს კომპლექსი უვითარდება.
“ფორთოხლის ქერქის გაჩენა” ბევრ რამესთანაა დაკავშირებული: ცხოვრების მჯდომარე სტილთან, ლიმფური შეთხელების დაყოვნებასთნ, გაზიანი სასმელების ხშირ მოხმარებასთან, ცხიმიან საკვებთან და ტკბილეულთან. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩაღრმავებები ფეხებსა და თეძოებზე ვერ გაქრება.
რა თქმა უნდა, თავი ხელში უნდა აიყვანოთ და კვების საგულდაგულო კონტროლი დაიწყოთ, მიმართოთ აქტიურ ცხოვრების წესს და ისარგებლოთ ნატურალური, სახლის სკრაბებით, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რომელი პროდუქტები უნდა განდევნოთ რაციონიდან, რათა ცელულიტს საშუალება არ მიეცეს თვითშეფასება დაგიდაბლოთ.
პროდუქტები, რომლებისგანაც ჩნდება ცელულიტი
ეცადეთ უარი თქვათ ღვიძლის და თირკმლის მავნებელ პროდუქტებზე: ნაღების კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, ცხიმიანი შემწვარი ხორცი, რძის პროდუქტები მაღალი პროცენტი ცხიმით, შებოლილი, კონსერვები, შაქრის შემცვლელები, კოფეინი, ტკბილეული, გამომცხვარი, ალკოჰოლი, შავი ჩაი და გაზიანი სასმელები. დიახ, სია ვრცელია, მაგრამ რაზე არ წახვალ სილამაზის გამო!
თაფლი, ნედლი ხილი და ბოსტნეული – სწორედ ასეთი პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს თქვენი რაციონის დიდი ნაწილი. ისაუზმეთ სრულმარცვლოვანი ფაფებით. წასახემსებლად გამოგადგებათ თხილი და მცირე ცხიმიანობის რძის პროდუქტები.
ცელულიტის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე მარილია, ამიტომაც დიეტოლოგები რეკომენდაციას გვიწევენ მასზე უარი ვთქვათ. მიირთვით ქორფა სეზონური პროდუქტები და დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი 1.5-2 ლ. დღეში.
ასევე, დახმარებას გაგიწევთ ანტიცელულიტური დიეტა. ის მთელ თვეზეა გათვლილი. სწორედ ამდენი დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი კვების წესისგან გამოწვეული სასიამოვნო ცვლილებები შენიშნოთ.
ანტიცელულიტური დიეტა 1 თვეზე
თვის მანძილზე შემდეგი წესი უნდა დაიცვათ: თვის კენტ რიცხვებში მხოლოდ ნედლი ხილი (ბანანის გარდა) და ბოსტნეული მიირთვით, ლიწ რიცხვებში კი დაუმატეთ გაწერილ მენიუს ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის), რძის პროდუქტები, თევზი და თეთრი ხორცი, ბოსტნრული შეგიძლიათ გამოაცხოთ ან ორთქლზე მოამზადოთ.
- საუზმე: ხილი.
- ლანჩი: თხილი.
- სადილი: სალათი ნედლი ბოსტნეულით ზეითუნის ზეთით ან ლიმნის წვენით. შეგიძლიათ კერძს სეზამის ან გოგრის მარცვლები მოაყაროთ, ასევე ხორბლის.
- ლანჩი: თხილი.
- ვახშამი: სალათი საყვარელი ხილისგან თაფლით.
ეფექტის გაძლიერებისთვის დაამზადეთ სპეციალური ანტიცელულიტური სკრაბი სახლის პირობებში: ერთ ჭურჭელში აურიეთ 1ს.კ. შაქარი და თაფლი, ნახევარი ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. ვიტამინი E და სამყურას ექსტრაქტი, 5 წვეთი პიტნის ზეთ და 1 ლაიმის წვენი.
წრიული მოძრაობებით დაიდეთ მიღებული მასა ფეხის კანზე, ამოძრავეთ ქვევიდან ზევით, მთელ ზედაპირზე. მოკლედ, ქუსლიდან თეძომდე.
არ დაიდოთ მუხლზე. ეფექტის გაძლიერებისთვის ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ ზეთს 2-3 წვეთი ფორთოხლის ვენი დაუმატეთ და ფეხზე დაიწვეთეთ.