მთავარი საკითხავი ჯეკ ლონდონი – “ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს”.

ჯეკ ლონდონი – “ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს”.

by guramus

ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია. ამ შესანიშნავი მწერლისა და პიროვნების დასახასიათებლად ყველაზე მეტად თვით მისი კრედო შეიძლება გამოდგეს.

თავაზიანობის წესების შესწავლას მთელი სიცოცხლე დასჭირდება ხოლმე.

თუკი ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავს შენთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო!

ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.

უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!…

ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.

სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!…

თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული.

მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!…

ყველაფერი მოირყევა ამქვეყანაზე, სიყვარული კი არა, სიყვარულს გზას ვერ აუბნებ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.

გონებას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სიყვარულთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, სწორად მსჯელობს თუ არა საყვარელი არსება, სიყვარული გონებაზე მაღლა დგას.

ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს.

ადამიანი ხომ ვერასოდეს ვერ მიაღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…

სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: