მთავარი ჯანმრთელობა ჟასმინის მწვანე ჩაის 12 გასაოცარი სარგებლობა – ეს ჯანმრთელობის ელექსირია

ჟასმინის მწვანე ჩაის 12 გასაოცარი სარგებლობა – ეს ჯანმრთელობის ელექსირია

by Keti

ჟასმინის ყვავილი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ვიზუალურად მომხიბვლელი მცენარე. არაჩვეულებრივი სილამაზისა და არომატის გამო, მას ნაყინებისა და ჩაის მოსამზადებლადაც იყენებენ.

მწვანე ჩაისთან შერევისას, ის ჯადოსნური სასმელი ხდება – ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საშუალება, რომელიც ბევრ დაავადებას აგვაცილებს თავიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ჟასმინის მწვანე ჩაის მიღების უპირატესობის 12 მიზეზს.

1. გვმუხტავს ენერგიით

ჟასმინის ჩაი ბუნებრივი ჩაის ფოთლებისგან მზადდება და მასში ბუნებრივად არის კოფეინი, დანამატების გარეშე. ერთი ჭიქა მწვანე ჟასმინის ჩაი 35 მგ კოფეინს შეიცავს, 1ერთი ჭიქა ყავა კი – 95 მგ-ს.

თუ ყავას ჟასმინის ჩაით ჩაანაცვლებთ, კოფეინის დღიური ნორმა მეტად გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

2. გვეხმარება წონის კლებაში

წონის დაკლება რთულია, მაგრამ ჟასმინის მწვანე ჩაი ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში გვეხმარება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული უკეთ ამუშავებს საკვებს და წვავს არასაჭირო ცხიმებს.

კვლევის მიხედვით, დღეში 4 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა წონის კლების პროცესს მკვეთრად აჩქარებს და არეგულირებს სისხლის სისტოლურ წნევას. ჟასმინის ჩაის თუ შაქრის გარეშე მიიღებთ, შეგიძლიათ არც იფიქროთ მის კალორიულობაზე, რადგან ძალიან უმნიშვნელო მაჩვენებელია.

3. ებრძვის კიბოს განვითარებას

თანამედროვე სოციუმში კიბოს საკმაოდ მაღალი პრევალენტობა აქვს გავრცელების კუთხით, ამიტომაც დიდი აქცენტი მის პრევენციაზე კეთდება. კვლევებმა აჩვენა, რომ:

  • სადამკვირვებლო კვლევების მეტა-ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ქალებს, რომლებიც ყოველდღე სვამენ მწვანე ჩაის, მკერდის კიბოს განვითარების რისკი 20-30%ით ნაკლები აქვთ.
  • მამაკაცებში კი პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 48%ით შემცირებულია.
  • 29 კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის ყოველდღე მიღება 42%ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების ალბათობას.

ჟასმინის მწვანე ჩაი შეიცავს პოლიფენოლურ ნაერთებს, რაც კიბოს პრევენციაში გვეხმარება. მასში შემავალი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები კი საკვები მინარევებით შექმნილ თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს.

4. იცავს გულს

ჯანმრთელი გული ნიშნავს ხაგრძლივ ცხოვრებას. რამდენიმე ჭიქა ჟასმინის ჩაი გულს საშიში დაავადებებისგან იცავს. კვლევა აჩვენებს, რომ მწვანე ჩაი ამცირებს გულისთვის საფრთხისშემცველ ფაქტორებს. ეს ეხება ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდი დონეს სხეულში, რომელსაც ჟასმინის ჩაი ანტიოქსიდანტების მოქმედებით ებრძვის.

5. გვეხმარება სტრესის შემცირებაში

ყნოსვითი შეგრძნება მკვეთრ კავშირშია რელაქსაციასთან. ჟასმინის ჩაის სასიამოვნო არომატი აქვს და ის პირდაპირ მოქმედებს განწყობის გაუმჯობესებაზე. მისი სურნელი პარასიმპათიკური მოქმედებისაა, შედეგან სხეული ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

6. ებრძვის მეორე ტიპის დიაბეტს

მეორე ტიპის დიაბეტი გამოწვეულია ორგანიზმში ინსულინის წარმოების უუნარობით. ჟასმინის ჩაი კი ახდენს ამ ტიპის დიაბეტის პრევენციას.

მწვანე ჩაის ფოთლები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში.

7. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას

ჟასმინის ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ეხმარება იმუნურ სისტემას. როცა იმუნიტეტი ძლიერია, ჩვენ დაცულები ვართ გაციებისა და გრიპისგან.

ჯანსაღი იმუნური სისტემა ებრძვის ბევრ დაავადებასა და ინფექციას. ჟასმინის ჩაის რეგულარული დალევა იმუნიტეტს ამაღლებს და ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით.

8. ამსუბუქებს ტკივილებს

ჟასმინის მწვანე ჩაი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ამცირებს სახსრებისა და ართრიტისგან გამოწვეულ ტკივილებს. ის შეიცავს ეპიგალოკატექინის გალატს, რომელიც უკუჩვენებების გარეშე ბლოკავს რევმატოიდული ართრიტისგან გამოწვეულ მტკივნეულ ანთებებს.

9. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

ჟასმინის ჩაის ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და კანს გულმოდგინედ ასუფთავებს. პოლიფენოლური ექსტრაქტები ანელებს დაბერების პროცესს, ებრძვის ნაოჭებს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს.

უკეთესი ეფექტისთვის მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა ჩაი.

10. მას არომათერაპიაში იყენებენ

ჟასმინი შეიცავს სამედიცინო საშუალებებსაც, რასაც არომათერაპიაში იყენებენ. კვლევის თანახმად ჟასმინის ინჰალაცია ანელებს გულისცემას. როცა კვლევის მონაწილეები ჟასმინის ეთერზეთს ისუნთქავდნენ, მათი გულისცემა და სისხლის წნევა დაბალანსდა.

ჟასმინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გვეხმარება მოდუნებაში.

11. არეგულირებს სისხლის ცირკულაციას

დამტკიცდა, რომ ჟასმინის მწვანე ჩაი არეგულირებს სისხლის ცირკულაციას და სისხლის წნევას. მწვანე ჩაიში შემავალი პოლიფენოლები აფერხებს არტერიების დაბლოკვას, თრომბოზს, ტვინის დაზიანებას და სისხლის შედედებას.

12. ახდენს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებების პრევენციას

კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადება სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც იწვევს მუცლის შებერვასა და მსხვილი ნაწლავის ტკივილს. ეს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებაა.

ჟასმინის ჩაი ამცირებს ამ მდგომარეობის სიმპტომებს. ადრეულ სტადიაზე კი ახდენს მის პრევენციას.

დასკვნა

ჩაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი სასმელია ანტიკური დროიდან. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, ჩაი სამკურნალოდაც გამოიყენება.

ჟასმინის მწვანე ჩაი ახდენს დაავადებების პრევენციას, ადუნებს ორგანიზმს, ეხმარება ნერვულ სისტემას და არეგულირებს ზოგად ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქვს არაჩვეულებრივი გემო.

დასხედით, მოდუნდით და დაიწყეთ ჟასმინის ცხელი ჩაის დალევა. მისი არომატი და სასიამოვნო გემო სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: