მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ცხელი ბუტერბროდები? 8 სახის საინტერესო შემოთავაზება

როგორ მოვამზადოთ ცხელი ბუტერბროდები? 8 სახის საინტერესო შემოთავაზება

by guramus

ცხელი ბუტერბროდი გემრიელი, სწრაფი და ნოყიერი საუზმეა. ის სამსახურში წასაღებადაც გამოგადგებათ და პიკნიკებზეც. ბუტერბროდების მომზადება შეიძლება ღუმელშიც და ტაფაზეც. მთავარი ინგრედიენტებია წინა დღის ბატონი პური, კვერცხი და ყველი. დანარჩენი გემოვნების ამბავია.

ცხელი ბუტერბროდების მომზადება

დღეს გთავაზობთ ცხელი ბუტერბროდების მომზადების ახლებურ მეთოდს. თქვენ წინაშე 8 შემოწმებული რეცეპტია, რომელთა მიხედვით კეთება მინიმალურ დროს დაგაკარგინებთ.

ცხელი ბუტერბროდები ძეხვით

ინგრედიენტები

  • 200 გ მოხარშული ძეხვი, ლორი ან სოსისი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 8-10 ნაჭერი ბატონი პური
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერი ძეხვი კუბებად და შეურიე გახეხილ ყველს, არაჟანს და კვერცხს. მოაყარე მარილი და პილპილი, ბატონი პურის ყოველ ნაჭერს დაადე ძეხვისა და ყველის მასა. ბუტერბროდები შიგთავსიანი მხრით ქვემოთ დაალაგე ცხელ ზეთიან ტაფაზე. შეწვი ორივე მხრიდან.

ცხელი ბუტერბროდები ხაჭოთი

ინგრედიენტები

  • 1 ბატონი პური
  • 100 გ ხაჭო
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 100 გ მოხარშული ძეხვი
  • 1 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ძეხვი და ყველი მსხვილ სახეხზე გახეხე, შეურიე ის ხაჭოს, კვერცხს, დაჭრილ ნიორს და მწვანილს. მოაყარე მარილი და პილპილი. პურის ყოველ ნაჭერს წაუსვი ეს შიგთავსი, დაალაგე ბუტერბროდები საცხობზე და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7 წუთით.

ცხელი ბუტერბროდები ფარშითა და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 4 ნაჭერი ბატონი პური
  • 70 გ უცხიმო ხორცის ფარში
  • 20 გ ბრინზა ყველი
  • 2 ჩ.კ. კეტჩუპი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 10 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ფარში შეწვი ზეთში მომზადებამდე.
  2.  ბატონი პურის 2 ნაჭერს წაუსვი კარაქი. დარჩენილ 2 ნაჭერს ამოაცალე გული.
  3. საცხობზე დადე 2 ნაჭერი ბატონი კარაქიანი მხრით ქვემოთ. ზემოდან კეტჩუპი წაუსვი, ნაპირებზე დაადე ყველი. ზემოდან მოათავსე პურის ქერქი-ჩარჩო.
  4. ფარშში დაამატე სოიოს სოუსი, მარილი, პილპილი. შემდეგ ფარში მოათავსე ბუტერბროდზე, ზემოდან კი კვერცხი დაახალე.
  5. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით.

ცხელი ბუტერბროდები ქამა სოკოთი

ინგრედიენტები

  • 170 გ ქამა სოკო
  • 14 ნაჭერი პური
  • 1 ხახვი
  • 70 გ მაგარი ყველი
  • 80 გ მაიონეზი
  • 10 გ კარაქი

მომზადება

წვრილად დაჭერი სოკო და ხახვი, შეურიე გახეხილი ყველი, კვერცხი და მაიონეზი. ნარევი წაუსვი პურს და ბუტერბროდები კარაქწასმულ საცხობზე დაალაგე. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით.

ცხელი ბუტერბროდები კარტოფილითა და სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 1 ბატონი პური
  • 1 უმი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ბოსტნეული გაფცქვენი და გარეცხე. კარტოფილი, ხახვი და ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე, სტაფილო კი – წვრილზე. შეურიე ყველაფერი კვერცხთან ერთად და მოაყარე საკმაზი. პურის თითოეულ ნაჭერზე დაადე შიგთავსი. ბუტერბროდები პირქვე დაალაგე ზეთიან ცხელ ტაფაზე და შეწვი ორივე მხრიდან თავდახურულში.

ცხელი ბუტერბროდები კვერცხითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 4 პურის ნაჭერი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 80 გ ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 15 გ კარაქი
  • 2 ს. კ. მაიონეზი
  • მწვანე ხახვი, კამა, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

კვერცხი და ყველი გახეხე სახეხზე. შეურიე დაჭრილი მწვანილი, ნიორი და მაიონეზი. მოაყარე მარილი და პილპილი. პურის ნაჭრებს ორივე მხრიდან წაუსვი კარაქი. შიგთავსი დაადე მარტო ერთ მხარეს. გამოაცხე 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 6 წუთით.

ცხელი ბუტერბროდები ყაბაყით

ინგრედიენტები

  • 3 ახალგაზრდა ყაბაყი
  • 1 ბატონი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს. კ. მანის ბურღული
  • 70 გ ბრინზა ან სულგუნი
  • 1 კონა კამა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ყაბაყი გარეცხე, გახეხე, მოაყარე მარილი და დატოვე 10 წუთით. შემდეგ გაწურე. შეურიე გახეხილი ხახვი, ბრინზა, კვერცხი, მანი და მწვანილი. მოაყარე მარილი და პილპილი. პურის ნაჭრებზე წაუსვი შიგთავსი და შეწვი ზეთიან ტაფაში ორივე მხრიდან. ტაფას არ დაახურო.

ცხელი ბუტერბროდები ქათმის ხორცითა და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ქათმის ფილე
  • 2 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ ყველი
  • 8 ნაჭერი პური
  • 20 გ კარაქი

მომზადება

ქათმის ფილე მოხარშე მარილწყალში. გააციე და დაჭერი. წიწაკა დაჭერი ნახევარრგოლებად, პომიდორი კი – რგოლებად. ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე. პურის ნაჭრებს ორივე მხრიდან წაუსვი კარაქი და მოათავსე საცხობზე. შემდეგ შიგთავსი დაადე ფენებად: ყველი, ქათმის ფილე, წიწაკა, ყველი, პამიდორი, ყველი. გამოაცხე 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთით.

სასარგებლო და მსუყე საუზმე ყველას ესიამოვნება. რაც მთავარია, ის მზადდება სწრაფად ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამოყენებით.

მოგეწონათ რეცეპტები? გაუზიარეთ სხვებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: