მთავარი რჩევები როგორ მოვიპოვოთ ფოტოგრაფიული მეხსიერება? ეს 3 საიდუმლო ტექნიკით მიიღწევა

როგორ მოვიპოვოთ ფოტოგრაფიული მეხსიერება? ეს 3 საიდუმლო ტექნიკით მიიღწევა

by Keti

ფოტოგრაფიული მეხსიერება საკამათო საკითხია. ზოგი ადამიანი ირწმუნება, რომ ეს ილუზიაა, ზოგს კი მისი ნამდვილობის სჯერა. დოკუმენტით დადასტურებული იყო, რომ ასეთი მეხსიერება ერთ ადამიანს ჰქონდა, რომელიც უკვე გარდაცვლილია. მისი სახელი ელიზაბეტია, ის ჰარვარდის სტუდენტი იყო.

მისი ტესტირება 1970 წელს მოხდა, ჩარლზ სტრომაიერ III-ის მიერ. აღმოჩნდა, რომ ელიზაბეტის ტვინი ერთად შეეძლო 3 სხვადასხვა მოცულობის სურათის გაერთიანება, რაც სტერეოგრამის სახელითაა ცნობილი.

შემდეგ მეცნიერებმა იკვე ოფიციალურად დაამტკიცეს, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება რეალური ფენომენია. ელიზაბეტის გონების მოპოვება წარმოუდგენელია, თუმცა ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით ფოტოგრაფიული მეხსიერება მიღწევადი რამ არის.

,,შესაძლებლობა, დაიმახსოვრო ინფორმაცია ან ვიზუალური მასალა დეტალებში” – ოქსფორდის ლექსიკონი

როგორ მივაღწიოთ ფოტოგრაფიულ მეხსიერებას 3 საშუალებით

1. ადგილმდებარეობების მეთოდი

ამ მეთოდით შენ ახდენ საგნების ასოცირებას იმ ადგილებთან, რომლებიც შენთვის ნაცნობია. ეს შეიძლება იყოს სახლი, სამეზობლო, სამუშაო ადგილი, ან სხეულის ნაწილები.

პირველ რიგში, იმახსოვრებ სურათებს ან ნაცნობ ლოკაციებს ლოგიკური მიმდევრობით. რაც უფრო ნაცნობია ადგილი, მით მარტივია ინფორმაციის ასოცირება. რაც მთავარია, კადრები უნდა იყოს მკაფიო და აშკარა.

მაგალითად, იმახსოვრებ საკვები პროდუქტების სიას:

  • პური
  • შოკოლადი
  • თაფლი
  • ჩაი
  • კარაქი
  • კვერცხი

წარმოიდგინე ეს ნივთები შენს სამზარეულოში. ახლა საკუთარი თავის წარმოდგენა დაიწყე სამზარეულოში. პური და შოკოლადი მაგიდაზე აწყვია, თაფლი და ჩაი კარადაში, კარაქი და კვერცხი კი – მაცივარში.

სიის გახსენებისას, წარმოიდგინე თავი ამ ადგილებში – სხვა სიტყვებით, შედი წარმოსახვით რუტინაში. წარმოიდგინე, რომ უნდა ისაუზმო კარაქიანი პურით და კვერცხით, შემდეგ დესერტი უნდა დააყოლო შოკოლადის სახით. სულ ბოლოს კი გსურს მიირთვა ტკბილი ჩაი თაფლით.

მაგიდა, კარადა და მაცივარი – სიაში ჩამოთვლილი ნივთები უკავშირდება ამ ადგილებს.

მაგიდა – პური და შოკოლადი

კარადა – თაფლი და ჩაი

მაცივარი – კარაქი და კვერცხი

ეს რუტინა იმდენ ხანს იმეორე, სანამ ყველა საგანს მიმდევრობით არ დაიმახსოვრებ.

2. რიცხობრივი მახსოვრობა

ეს მეთოდიც ადგილმდებარეობების მეთოდის მსგავსია, თუმცა აქ გამოყენებულია რიცხვობრივი რითმები.

გავრცელებული რიცხვობრივი რითმები:

  1. = იარაღი
  2. = ზოოპარკი
  3. = ხე
  4. = კარი
  5. = სკა
  6. = აგურები
  7. = სამოთხე
  8. = თეფში
  9. = ღვინო
  10. = ქათამი

თუ 10ზე მეტი სიმბოლო გჭირდებათ, აქ არის სია, სადაც 1000ს იპოვით. ამ შემთხვევაში რიცხვობრივ რითმებს აკავშირებ იმ რაღაცასთან, რაც გინდა, რომ დაიმახსოვრო.

მაგალითად, ზემო მაგალითში გვქონდა პური, შოკოლადი, თაფლი, კვერცხი, ჩაი და კარაქი.

მიჰყევი კავშირების მაგალითს:

  • (1-იარაღი): პური – წარმოიდგინე იარაღი ესვრის პურს
  • (2-ზოოპარკი): შოკოლადი – წარმოიდგინე ზოოპარკის ცხოველები დაფარულნი არიან შოკოლადით
  • (3-ხე): თაფლი – წარმოიდგინე თაფლი იღვენთება ხიდან
  • (4-კარი): ჩაი – წარმოიდგინე კარი, რომელიც ჩაის პაკეტებისგანაა დამზადებული
  • (5-სკა): კარაქი – წარმოიდგინე კარაქისგან გაკეთებული სკა
  • (6-აგური): კვერცხი – წარმოიდგინე კვერცხისგან დამზადებული აგურები

ეს ტექნიკა წინა მეთოდს ჰგავს ასოციაციური თამაშით. განსხვავება ისაა, რომ შენ ინფორმაციურ მახსოვრობას რიცხვობრივი რითმებით იმტკიცებ.

3. სამხედრო მეთოდი

ეს მეთოდი შედარებით რთულია, ამიტომ ყოველდღე მოგიწევთ მასში ვარჯიში. 1 დღის ჩაგდებაც 1 კვირით დაგხევთ უკან.

ნაბიჯი 1: უნდა მოხვდე უფანჯრო, ბნელ ოთახში. სიბნელეს კი ოთახში არსებული მხოლოდ ერთი სანათის დახმარებით უნდა გაუმკლავდე.

ნაბიჯი 2: შეარჩიე პოზიცია, საიდანაც ადგომის გარეშე შეძლებ სანათის ჩაქრობასა და ანთებას. შემდეგ აიღე ფურცელი და გამოჭერი მართკუთხა ფიგურა.

ნაბიჯი 3: ახლა, აიღე ის ტექსტური მასალა, რისი დამახსოვრებაც გინდა. დაფარე ის ფურცლით. დაუფარავი დატოვე მხოლოდ ერთი პარაგრაფი.

შემდეგ შეარჩიე მხედველობითი დისტანცია დასამახსოვრებელი ტექსტის მიმართ.

ნაბიჯი 4: შემდეგ ჩააქრე შუქი და მოძებნე ის სიბნელეში. ჩართე სინათლე 1 წამით, შემდეგ ისევ გამორთე.

ამის კეთებით  თვალში შეიქმნი ვიზუალურ ანაბეჭდს შენს წინ არსებული მატერიის მიმართ.

ნაბიჯი 5: როცა ანაბეჭდი გაქრება, ისევ ჩართე შუქი და დააკვირდი საგანს.

ნაბიჯი 6: გაიმეორე პროცესი, სანამ პარაგრაფის ყველა სიტყვას არ დაიმახსოვრებ.

ამ მეთოდში სწრაფი წარმატების მიღწევა რთულია – ალბათ, თვეზე მეტი დაგჭირდებათ. მაგრამ თუ ყოველდღე ივარჯიშებთ, თუნდაც დღეში 15 წუთი, საოცრად გაიუმჯობსებთ მეხსიერებას.

დასკვნა:

გარდა ამ სავარჯიშოებისა, საჭიროა ტვინის კვება, ვარჯიში, ძილი და გონებრივი სამუშაოები.

ინტელექტი ცოლია, წარმოსახვა – ქალბატონია, მეხსიერება კი მსახური. – ვიქტორ ჰიუგო

როგორც ყველაფერს მეხსიერების გავარჯიშებასაც დრო სჭირდება. ეს ვარჯიშები, მოთმინება, მდგრადობა და შრომისმოყვარება ძალას მოგცემთ, შეიძინოთ დიდებული მეხსიერება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: