მთავარი ტესტები ტესტი: რას ამბობს თქვენზე თქვენი დაბადების დღის ხე?

ტესტი: რას ამბობს თქვენზე თქვენი დაბადების დღის ხე?

by guramus

წლის ყოველ თვეს თავისი ხე აქვს, რომელიც ბევრს გვიყვება ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებზე. გაიგეთ რომელი ხე გფარველობთ თქვენ:

 

იანვარი – ვაშლის ხე

კეთილი, მსუბუქი და არაჩვეულებრივი გემოვნების პატრონი ხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოუსმინოთ და საქმიანი რჩევა მისცეთ. ამასთან იშვიათად საუბრობთ, მაგრამ მკაფიოდ. მოგწონთ ადამიანების დიდ კამპანიაში ყოფნა და გართობა. ამიტომაც, მარტო იშვიათად რჩებით, რადგანაც ადამიანები გენდობიან და თქვეთან ერთად დროის გატარება სურთ.

 

თებერვალი – ტირიფი

ყველა გამოწვევის გადალახვა შეგიძლიათ, რომელსაც ბედი გიწყობთ. სირთულეები თქვენს ცხოვრებაში არც ისე ცოტა იყო, მაგრამ გამკლავება შეძელით და არც სამყაროზე გაბოროტებულხართ. ოპტიმისტი ხართ და გჯერათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებს თქვენში გარშემომყოფებს. ცდილობენ თქვენნაირები გახდნენ და შეგედარონ.

 

მარტი – ნეკერჩხალი

არ გიყვართ თვალთმაქცობა და რასაც ფიქრობთ, ყველაფერს პირდაპირ ამბობთ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ მოსწონს, მაგრამ ბევრი ადამიანი შემდეგ გიგებთ, რომ მათთვის ცუდი სულაც არ გინდოდათ. უბრალოდ თვალთმაქცობა თქვენი არაა. ამასთან, მუდამ მტკიცედ დგახართ იმ აზრზე, რისიც გჯერათ. და თუ ვინმე თქვენს ნდობას იმსახურებს, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში  დაეხმაროთ.

 

აპრილი – თელა

როგორც სჩანს, არ არსებობს ისეთი რამ, რაც თქვენ არ გამოგივათ, რადგანაც ყველაფრის ოსტატი ხართ. ამასთან, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ და ცდილობთ ადამიანებს დაეხმაროთ. მაგრამ, ბევრი თქვენი სიკეთით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გაგიცრუათ იმედი, არ გაბოროტებულხართ და სუფთა სულის შენარჩუნება მოახერხეთ.

 

მაისი – ლეღვი

ამბიციური ადამიანი ხართ, რომელსაც ყოველთვის მასშტაბური გეგმები აქვს. არ გეშინიათ სირთულეების, ყოველთვის ცდილობთ მათ გადალახვას და თვლით, რომ დაბრკოლებები გეძლევათ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გახდეთ. მიეჩვიეთ ყველაფერში პირველობას და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს ფაქტი ადამიანებში გაღიზიანებას არ იწვევს. პირიქით, ისინი ცდილობენ თქვენგან მაგალითი აიღონ.

 

ივნისი – ალუბალი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფრის ბოლომდე მიყვანასაა მიჩვეული. ამასთან, თქვენ უბრალოდ არ აკეთებთ რამეს, პროცესში გულს დებთ და მიღებულ შედეგებს საგულდაგულოდ აანალიზებთ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურის გარდა ვერაფერს ხედავთ. პირიქით, დასვენება და მოდუნება შეგიძლიათ. გარშემომყოფები მშვენიერ მოსაუბრედ გთვლიან.

 

ივლისი – ნიგოზი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყურადღების მიპყრობა უყვარს. მოგწონთ ცხოვრება ყველა მიმართულებით, ასხივებთ ოპტიმიზმს და ადამიანების წინამძღოლობაც შეგიძლიათ. ისინი თავის მხრივ, გენდობიან და ძალიან კეთილ ადამიანად გთვლიან.

 

აგვისტო – მუხა

თვლით, რომ ცუდი ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ ყველას თავისი მიდგომა სჭირდება. ამასთან, თავად მუდამ პოზიტიური და გულგახსნილინხართ. ამის გამო ადამიანებს იზიდავთ და გაბოროტებულებიც კი თქვენ გვერდით უკეთესები ხდებიან. გინდათ, რომ გარშემო ყველა ბედნიერი გახადოთ, ამიტომაც ისინიც ცდილობენ დაახლოებას.

 

სექტემბერი – პალმა

ძალიან ორგანიზებული ადამიანი ხართ და ეს გეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ საქმეში. იცით, რომ შედეგზე მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს, ამიტომაც მიჩვეული ხართ ყველაფერი დაგეგმოთ და სირთულეებს არ შეუშინდეთ. გიყვართ საკუთარი თავი, ენდობით მხოლოდ არამხოლოდ გონებას, ინტუიციასაც და თითქმის არასდროს არ გაქვთ კონფლიქტი ადამიანებთან.

 

ოქტომბერი – ზეთისხილის ხე

უშიშარი ადამიანი ხართ, რომელსაც არ ეშინია გამოსცადოს რაიმე ახალი და გარისკოს. მოგწონთ მოგზაურობა, ცოდნის მიღება, ახალი შეგრძნებები. სრულიად გამართლებულად თვლით, რომ ცხოვრებისგან ყველაფრის მიღებაა საჭირო, მაგრამ განუკითხავს ვერავინ გიწოდებთ. საკუთარი ენერგიით გარშემო ყველას ავსებთ და ეხმარებით, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ.

 

ნოემბერი – ფორთოხლის ხე

პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ ცდილობს სხვებს დაეხმაროს. თქვენთვის მატერიალური საკითხი მეორე ადგილზე დგას. გაცილებით მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ საკუთარი თავი და არავინ ჩააგდოთ გასაჭირში. ადამიანები თქვენი სიკეთით აღფრთოვანებული არიან და ამიტომაც მათ იზიდავთ.

 

დეკემბერი – ნაძვი

ვნებიანი ადამიანი ხართ, რომლის შიგნითაც ცეცხლი გიზგიზებს. ვერ იტანთ უსამართლობას და მას ებრძვით. მთლიანად უძღვნით საკუთარ თავს საყვარელ საქმეს. პრინციპში, ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. თქვენნაირი ადამიანებისგან კარგი ლიდერები დგებიან, რომლებიც მზად არიან ადამიანებს წინამძღოლობა გაუწიონ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: