მთავარი რჩევები ერთ დღეს ბოტანიკოსი მეგობარი მესტუმრა და გაგიჟდა, სასწრაფოდ გამატანინა ეს ყვავილები აივანზე

ერთ დღეს ბოტანიკოსი მეგობარი მესტუმრა და გაგიჟდა, სასწრაფოდ გამატანინა ეს ყვავილები აივანზე

by Keti

ოთახის მცენარეები ნებისმიერ ბინას უხდება. როცა ზამთარია და ფანჯრიდან შიშველი ხეები ჩანს, ამ დროს ოთახის მწვანე მცენარე თვალს ახარებს. ძალიან სასიამოვნოა ირგვლივ ბევრი სიმწვანე და ყვავილების ნაზი არომატი.

ოთახის მცენარეების სამყარო

თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა მცენარე, რომელიც ყვავილის მაღაზიებში იყიდება, არ უნდა შეიტანოთ სახლში. დღეს მოგიყვებით მავნე სახლის მცენარეებზე და მათ სასარგებლო ალტერნატივებზე.

1. ლაქიანი დიფენბახია

ეს მცენარე წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. მას შესანიშნავი, დიდი, ღია მწვანე ფერის ფოთლები აქვს. ბრწყინვალე შეხედულების მიუხედავად, დიფენბახია საშიშ მცენარეებს ეკუთვნის, რადგან მისი წვენი შხამიანია. კანზე მოხვედრისას ის იწვევს ძლიერ გაღიზიანებას. პირის ღრუში მოხვედრისას კი – ენისა და სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეს.

შედეგად, ადამიანი კარგავს მეტყველების უნარს. სწორედ ამ მიზეზით, ლაქოვან დიფენბახიას ხალხში ,,მუნჯ ჯოხს” ეძახიან.

2. უკუღმა-კონუსური პრაიმულა

პრაიმულა გასაყიდად ზამთრის ბოლოს გამოაქვთ, რადგან ამ დროს იწყებს აყვავებას. ბევრი დიასახლისი ყიდულობს ამ ყვავილს ოთახის მოსართავად. ასევე ხშირად ყიდულობენ მას 8 მარტის სასაჩუქრედ. იყავით ფრთხილად ასეთი საჩუქრის მიღებისას, რადგან პრაიმულა ხშირად იწვევს ძლიერ ალერგიას, განსაკუთრებით, ალერგიულ ადამიანებში.

3. მონსტერა

ეს სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეების შვილია. უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია, ბუნებამ ის შესანიშნავი ფოთლოვანი სტრუქტურით შეამკო. მაგრამ ფრთხილად იყავი, ეს მცენარე საშინელი ენერგეტიკული ვამპირია, მას შეუძლია ადამიანის ცხოვრება დაარღვიოს და მოწამლოს მისი აურა.

ეს ყოვწელივე, ცხადია, ცრურწმენაა, მაგრამ ნახევრად ბნელ ოთახში მონსტერას ნამდვილად საშიში შესახედაობა აქვს. რაც მთავარია, მის წვენს ძლიერ გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს და ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ძლიერ სისხლდენას. ამიტომ ფრთხილად იყავი, თუ მისი ყიდვა გსურს, მით უფრო, შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში.

4. ბენჯამინის ფიკუსი

ეს სუბტროპიკული მცენარე ძალიან პოპულარულია. შესაძლოა შეგხვდეთ თითქმის ყველა მეორე ბინაში. საქმე იმაშია, რომ ფიკუსი კარგად ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდისაგან. ეს არის აირი, რომელიც ხშირად იწვევს გულისრევას და თავის ტკივილს.

ფიკუსი შედის ჰაერის გამწმენდი მცენარეების ათეულში. ამასთან მცენარის მოვლა მარტივია, არ ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს განვითარებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ფიკუსი არ უნდა იქონიონ მათ, ვისაც ძლიერი ალერგიული რეაქციები აქვს. მცენარე გამოყოფს რძისმაგვარ სპეციფიურ წვენს, რომელიც შეიცავს კაუჩუკის მაღალ პროცენტს. ეს ნივთიერება კი ალერგიის პროვოცირებას იწვევს.

5. აზალია

კატებისა და ძაღლების პატრონები ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკვირველი სილამაზის ყვავილის მიმართ. მცენარეების მოყვარულები ახარებენ აზალიას მიუხედავად იმისა, რომ ის რთული მოსავლელია. წარმოჩობით აზალია ჩინეთიდან და იაპონიიდან არის. ამ ყვავილს მეფური შეხედულება აქვს, თუმცა მისი ფოთლები შეიცავს 2 საკმაოდ შხამიან ნივთიერებას: გლიკოზიდს და ანდრომედოტოქსინს. ორგანიზმში მოხვედრისას, ისინი ხშირად იწვევენ დაბლას ან სიკვდილსაც კი. ეს მცენარე არ უნდა იქონიოთ ცხოველის ყოლის შემთხვევაში.

ოთახის ყვავილების სამყარო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მასში ნებისმიერი გემოვნებისა და ფერის ყვავილია. მთავარია შეიტყოთ რაც შეიძლება მეტი იმ ყვავილების შესახებ, რომელთა შეძენასაც აპირებთ. ამასთან აუცილებლად დააზუსტეთ იმ მცენარის სახელი, რომელსაც გჩუქნიან. ამ ინფორმაციამ შეიძლება გადაარჩინოს შენი, შენი ბავშვის ან შინაური ცხოველის სიცოცხლე.

მრავალი საშიში ყვავილის არსებობის მიუხედავად, მრავალი სასარგებლო მცენარეც გვხვდება, რომლებიც ესტეთიურად დაგატკბობენ და დაგეხმარებიან ზოგიერთი დაავადების მკურნალობაშიც. აი, ასეთი მცენარის რამდენიმე მაგალითი:

სამკურნალო მცენარეები

1. ბეგონია

რთულია, იპოვო უფრო ლამაზი და გავრცელებული მცენარე. არსებობს მისი ათასობით სახეობა, ამიტომ დაწვრილებით ვერ აღვწერთ ამ ყვავილს. ბეგონიას ყველა სახეობას ნაზი და დახვეწილი შესახედაობა აქვს.

ბეგონიას ფოთლები შეიცავს მჟაუნ მჟავას დიდ რაოდენობას, რომელიც ფლობს ჭრილობის შემახორცებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს. ბეგონიას წვენს იყენებენ წყლულების, ნაკბენების, დამწვრობის მკურნალობისას. ის ასევე წარმატებით მკურნალობს სტრეპტოკოკებს.

2. აგლაონემა

ასეთი უჩვეულო სახელწოდების მქონე მცენარე არცთუ ისე ლამაზია. სამაგიეროდ, ამტანია. მას ცოტა სინათლე აკმაყოფილებს. აგლაონემას დიდი სარგებლობა მოაქვს, ის კლავს სტრეპტოკოკურ ინფექციებს და ასუფთავებს ჰაერს ბენზოლისგან.

3. ლავანდა

ლავანდის ყვავილები კოსმეტიკის ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ეს მცენარე გამოყოფს, წარმატებით კლავს მრავალი დაავადების გამომწვევ ბაქტერიას. ამასთან ლავანდა ფლობს უჩვეულო ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

დაე, შენი მოგზაურობა ოთახის მცენარეების სამყაროში, ამ სტატიით არ შემოიფარგლოს, რადგან არსებობს უჩვეულო და ლამაზი სახლის მცენარეების დიდი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ მორთონ შენი ბინა და მთელი ოჯახი დამუხტონ დადებითი ენერგიით.

აუცილებელია, ყველაფერში ვიცოდეთ ზომიერება და არ დავივიწყოთ, რომ მრავალი მცენარე სახიფათოა ჯანმრთელობისთვისა და ენერგიისთვის.

თქვენ თუ გაქვთ ოთახის მცენარეები სახლში? მოგვიყევით კომენტარებში! ეს საჭირო სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: