მთავარი კულინარია თევზის სალათების 4 რეცეპტი საზაფხულო სადილისთვის

თევზის სალათების 4 რეცეპტი საზაფხულო სადილისთვის

by guramus

წარმოგიდგენთ ბალანსირებულ და მსუბუქ წასახემსებელ საშუალებას ზაფხულის დღეებისთვის!

თევზი და ზღვის პროდუქტები იდეალურია ზაფხულის სეზონზე და აუცილებელია ისინი რაციონში ჩართოთ. მათში შემავალი ელემენტები ღირსეულად ცვლის მძიმე ცილას – ხორცს, კვერცხს და ყველს.

მწვანე სალათა კრევეტებით, მანგოთი და ავოკადოთი

მომზადების დრო: 20 წთ

ინგრედიენტები:

კრევეტები 16/10

ავოკადო 70 გ

მანგო 70 გ

კინოა 15 გ

ფუნჩოზა 5 გ

კოჭას ფესვი 3 გ

ლაიმის წვენი 10 გ

თაფლი 10 გ

სოიოს სოუსი 10 გ

ფორთოხლის წვენი 10 გ

ნიორი 5 გ

ქონდარი 1 გ

ზეითუნის ზეთი 30 გ

მომზადება:

კრევეტები გაყინეთ და გაასუფთავეთ.

კინოა მოხარშეთ მდუღარე წყალში პროპორციით 2:1 (წყალი/მარცვალი)

სოუსისთვის ჯამში აურიეთ ლაიმის წვენი, ფორთოხლის წვენი, თაფლი, სოიოს სოუსი, გახეხილი კოჭას ფესვი, ზეითუნის ზეთი.

ფუნჩოზა შეწვით 200 გრადუს ტემპერატურაზე 5-10 წამი და ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რათა ცხიმი გამოიწოვოს.

ავოკადო და მანგო გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით მსხვილ კუბიკებად.

ჯამში აურიეთ წინასწარ დაჭრილი ავოკადო, მანგო, კინოა, მოასხით სოუსი და გადაიტანეთ თეფშზე.

შეწვით კრევეტები ზეითუნის ზეთში და დაუმატეთ ქონდარი და ნიორი.

სალათის ზევიდან კრევეტები მოათავსეთ და შემწვარი ფუნჩოზათი მორთეთ.

თინუსის ტარტარი წიწიბურას პოპკორნით

მომზადების დრო: 15 წთ

ინგრედიენტები:

თინუსის ფილე 100 გ

ავოკადო 30 გ

ბალი 30 გ

მწვანე წიწიბურა 10 გ

კაკლის სოუსი 20 გ

ლაიმის წვენი 3 გ

მდოგვი ვასაბი 2 გ

მარილი 1 გ

ბანანის ფურცელი 20 გ

მომზადება:

წიწიბურა მოხარშეთ, რათა მთლიანად გაიხსნას, გააშრეთ 2 დღის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე, შეწვით მცენარეულ ზეთში 200 გრადუსზე 7 წამით, რათა პოპკორნივით გაიშალოს.

თინუსის ფილე, გასუფთავებული ავოკადო და ბალი საშუალო კუბიკებად დაჭერით.

ჯამში აურიეთ კაკლის სოუსი, ლაიმის წვენი, ვასაბი და მარილი. დაუმატეთ წინასწარ დაჭრილი თინუკი, ავოკადო და ბალი, ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ.

ბანანის ფოთლისგან ორი შეფუთვა გააკეთეთ, შეგიძლიათ დაამაგროთ სტეპლერით.

ტარტარი ბანანის ფოთოლში ჩასვით, ზევიდან წიწიბურას პოპკორნი მოაყარეთ და ყინულებში ჩასვით.

სევიჩე კინოათი და გრეიფრუტით

მომზადების დრო: 20 წთ

ინგრედიენტები:

მთლიანი სიბასი 1ც (300-400 გ)

კინოა 10 გ

გრეიფრუტი 1 шт

თაილანდური თევზის სოუსი 10გ

კოჭას ფესვი 5 გ

ლაიმის წვენი 5 გ

ლიმნის წვენი 5 გ

პიტნა 2 გ

შაქარი 40 გ

მომზადება:

სოუსის მოსამზადებლად გახეხეთ კოჭას ფესვი წვრილ სახეხზე, აურიეთ ლაიმის წვენთან, ლიმნის წვენთან, შაქართან და წვრილად დაჭრილ პიტნასთან. დააყენეთ 3-4 სთ, გაცერით.

კინოა მდუღარეში მოხარშეთ პროპორციით 2:1 (წყალი/მარცვლეული)

გრეიფრუტი გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით 3 სეგმენტად.

სიბასი გაასუფთავეთ, გამოშიგნეთ, გარეცხეთ და ქერქის და ძვლების გარეშე ფილეზე მოათავსეთ.

ფილე საშუალო კუბიკებად დაჭერით, აურიეთ წვრილად დაჭრილ გრეიფრუტთან, კინოასთან და მზა სოუსთან.

თეფშზე პიტნის ნაჭრებით და გრეიფრუტით მორთეთ.

სალათი რვაფეხათი, კარტოფილით და დიდი კამით

მომზადების დრო: 20 წთ

ინგრედიენტები:

მოხარშული რვაფეხა 50 გ

მინი-კარტოფილი 70 გ

დიდი კამა 30 გ

ბოკოლი 20 გ

ნიახურის ღერო 30 გ

ხმელი ტომატი 10 გ

ჯონჯოლი 5 გ

ოხრახუში 5 გ

ტაილანდური სოუსი “ტკბილი ჩილი” 20 გ

ლაიმის წვენი 7 გ

ზეითუნის ზეთი 20 გ

დიჟონური მდოგვი 10 გ

მომზადება:

სოუსისთვის ჯამში აურიეთ ლაიმის წვენი, ტაილანდური სოუსი, დიჟონური მდოგვი და ზეითუნის ზეთი.
მინი-კარტოფილი მოხარშეთ, ქერქისგან გაწმინდეთ და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

ნიახურის ღერო, დიდი კამა და ბოლოკი თხელ ნაჭრებად დაჭერით.

მოხარშული რვაფეხაც მრგვა ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე შეწვით.

ჯამში აურიეთ წინასწარ დაჭრილი ინგრედიენტები, შემწვარი კარტოფილი და რვაფეხა, მოასხით სოუსი და დადეთ თეფშზე.

მორთეთ სალათი ჯონჯოლით, წვრილად დაჭრილი ხმელი ტომატით და ნედლი ოხრახუშის ფოთლებით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: