ყველაზე აბსურდული ფაქტები, რომლითაც ფილმები რეალობას ებრძვიან

მექსიკის ჰაერი ყვითელი არ არის

ბევრ ფილმში მექსიკა ყვითელი ფილტრითაა ნაჩვენები, რათა ამით მაყურებელს მიანიშნონ რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცხელა, თუმცა ადამიანებმა იმის დაჯერება დაიწყეს, რომ მექსიკა მართლაც ყვითელი ქვეყანაა, რაც ტყუილია.

 

რეგულარული აპარტამენტი ნიუ–იორკში უფრო უარესია, ვიდრე ამას ფილმებში ვხედავთ

ადამიანები, რომლებიც რეგულარულ სამსახურებში მუშაობენ, რეალურად ვერ შეწვდებიან სახლს ორი დიდი ოთახით მანჰეტენზე. აპარტამენტები, რომლების ქირაობაც მათ შეუძლიათ უფრო მეტად პატარა სტუდიის ტიპისაა, რომელიც მოიცავს საძინებელს, სამზარეულოს და სააბაზანოს ერთდროულად.

 

ადამიანები როგორც წესი სავინტილაციო შახტებში ვერ ეტევიან

ისინი ზედმეტად პატარა და მტვრიანია იმისათვის, რომ ადამიანი შეეტიოს მათში ან მის წონას გაუძლონ. ამიტომაც, დიდი სავინტილაციო გასასვლელი რომც იპოვოთ, მაინც ძირს ჩავარდებით.

 

დარტყმით ადამიანის გათიშვა ბევრად უფრო მტკივნეულია

ვინმესთვის თავში ძლიერი დარტყმის მიყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა და ტვინის დაზიანებაც კი. თუკი ადამიანი 5 წუთზე მეტხანს გაითიშება, აუცილებელია გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება..

 

ამერიკულ სკოლებში ყოველ კვირას წვეულებებს არ აწყობენ

ბევრ ამერიკულ თინეიჯერულ ფილმში ნაჩვენებია სახლის წვეულებები, რომლებსაც ყოველკვირას მთელი სკოლა ესწრება, თუმცა ეს რეალობა არ არის. თუკი ასეთი წვეულება ზოგჯერ მაინც ეწყობა, მას ნამდვილად არ ესწრება მთელი სკოლა და მხოლოდ მეგობრების წრე იკრიბება.

 

ყველა ამერიკელი ნამდვილად არ გიჟდება საკუთარ სკოლასა და მის გუნდებზე

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს ნამდვილად აინტერესებს სკოლის ივენთები და სპორტული გუნდების ღონისძიებები, მათი უმრავლესობა მაინც ის ადამიანები არიან, ვინც გასამხნევებელი გუნდის რიგებში ან თვითონ სპორტის გუნდებში ირიცხებიან.

 

ბარმენები ნამდვილად არ უსმენენ მთელი დღის განმავლობაში მათი კლიენტების დრამატულ ისტორიებს

მათ ასევე ნამდვილად არ ახსოვთ ყველა “რეგულარული კლიენტის საყვარელი სასმელი” და არც გამუდმებით ჭიქას არ აპრიალებენ ნაჭრით.

 

აფრიკა ცივილიზებული მხარეა

ბევრ ფილმში აფრიკა ნაჩვენებია როგორც ადგილი ცივილიზაციის გარეშე, სადაც ადამიანები ნადირობენ ცხოველებზე და არ იციან რა არის ინტერნეტი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. რათქმაუნდა, აქ არის ადგილები სადაც წყლის ნაკლებობა აქვთ და საცხოვრებელი პირობები ცუდი დონისაა, მაგრამ აფრიკა ნამდვილად არ არის არაცივილიზირებული მხარე და ეს უკვე დიდი ხანია ასეა.

თუმცა, ფილმებში მაინც ხშირად ანახებენ აფრიკის სხვადასხვა ლოკაციებს, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული.


Loading...

  კომენტარები