მთავარი გასართობი ის ფიქრობდა, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ექიმმა მას კონსულტაციაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია უთხრა

ის ფიქრობდა, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ექიმმა მას კონსულტაციაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია უთხრა

by guramus

ალბათ, ახალდაქორწინებული წყვილისთვის ყველაზე სასიხარულო სიახლე ისაა, რომ მალე მშობლები გახდებიან. უეჭველად, ზოგიერთი ცრემლსაც კი ვერ შეიკავებს. იმის შეგრძნება, რომ მალე ახალი წევრი შეემატება ოჯახს, ნამდვილი ბედნიერებაა. თუმცა, ცხოვრებას იუმორის კარგი გრძნობა აქვს და ზოგჯერ სიურპრიზებითაც ანებივრებს რჩეულებს.

ალექსა და ანტონინ კონოვები ჩეხეთში ცხოვრობენ. მათ მანამდეც ყავდათ შვილი, მაგრამ ახალმა ამბავმა ძალიან გაახარა ორივე. წყვილი ხომ თავის პატარა შვილს საჩუქარს გაუკეთებდა.

ექიმთან პირველი ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ ალექსას მუცელში არა ერთი, არამედ ორი ჩანასახი ჰქონდა. წყვილი ტყუპს ელოდებოდა. ამ ფაქტმა ისინი ძალიან გაახარა, ალექსას და ანტონინს ძალიან უნდოდათ 3 შვილის ყოლა.

თუმცა სიურპრიზი ამით არ დასრულებულა. წყვილი მეორე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაოცდა. მუცელში მესამე ჩანასახი გამოჩნდა. მომდევნო ვიზიტისას მეოთხემ იჩინა თავი, ხოლო ბოლოს მეხუთეც შეემატათ. წყვილი აღელვებული და ცოტათი შეშინებული იყო, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ.

2013 წლის ზაფხულში ალექსა და ანტონინი გახდნენ პირველი ჩეხი მშობლები, რომლებსაც 5 ტყუპი ეყოლათ. ეს ფაქტი ჩეხეთისთვის ისტორიული იყო. მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. მთავარი კი ის არის, რომ 5-ვე პატარა ნამდვილი სიყვარულის ნაყოფი იყო. ალექსას და ანტონინის ბედნიერების შედეგი.

დღეს წყვილი ბედნიერად ზრდის ალექსს, დენიელს, მაიკლს, მარტინს, ტერეზკას და მათ პირველ შვილს, ვერონიკას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: