მთავარი რჩევები 15 ერთი შეხედვით უცნაური ლაიფჰაკი, რომელიც სინამდვილეში ძალიან გამოგადგებათ

15 ერთი შეხედვით უცნაური ლაიფჰაკი, რომელიც სინამდვილეში ძალიან გამოგადგებათ

by Keti

დღესდღეობით, ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა ლაიფჰაკებით და ეს გასაგებიც არის, რადგან ასე ადამიანები ფულსა და დროს ზოგავენ. თავდაპირველად ბევრი რამ უცნაურად გვეჩვენება, მაგრამ ისინი რეალურად მუშაობს. წარმოგედგინათ, რომ ოდესმე ტანსაცმელს ვინმე ძმრით გააუთოებდა?

ჩვენ შევაგროვეთ პატარა იდეები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და სახლის სწრაფად დასუფთავებაში მოგეხმარებათ.

1. გამწმენდი საშუალების დამზოგავი ლაიფჰაკი

თუ თხევადი საპონი გაგითავდათ, ან უბრალოდ ფულის დაზოგვა გსურთ, ეს მეთოდი ზედმეტ დროსა და ფულს არ დაგახარჯინებთ. გახვრიტეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ჩატენეთ შიგნით გახეხილი საპონი ან სხვა საწმენდი საშუალება. გაწმინდეთ შემდეგ რაც გსურთ – ტექნიკა ან საკუთარი სხეულიც კი.

2. კოკა კოლა ისევე ეფექტურად გაწმენდს უნიტაზს, როგორც მისი სპეციალური საწმენდი

კოკა კოლა და მისი მსგავსი სასმელები, რომლებიც ლიმონის მჟავას შეიცავს, იდეალური ბუნებრივი მწმენდავია. განსაკუთრებით უხდება აბაზანასა და უნიტაზს.

3. მიცელარული სითხე კარგად წმენდს ფეხსაცმლის ლანჩებს

სილამაზის ეს პროდუქტი დაგეხმარებათ ძველი ფეხსაცმელის განახლებაში, ეს ეხება ტყავსაც. მოათავსეთ სითხე ბამბის დისკზე, მოაშორეთ ჭუჭყი ფეხსაცმელს და შემდეგ წყლით გარეცხეთ.

4. სამზარეულოს საჭრელი დაფის გათეთრება და დეზინფექცია

მანამდე

შემდეგ

შეურიეთ ინგრედიენტები: 3-4 ს.კ. სოდა, 1 ს.კ. საწმენდი საშუალება და 1-2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი. წაუსვით ნარევი ზედაპირს და დაიცადეთ რამდენიმე საათი (შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ).

5. კბილის პასტას შეუძლია ტუალეტის სპეციალური ტაბლეტების ჩანაცვლება

თუ არ გსურთ ზედმეტი ფულის გადახდა უნიტაზის ტაბლეტებში, გამოიყენეთ კბილის პასტა. ერთი შეფუთვა 3 თვე მაინც გეყოფათ, ტუალეტიდან პიტნის სურნელი ამოვა, კბილის პასტაში შემავალი სოდა კი გაათეთრებს ემალს. უბრალოდ რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ კბილის პასტის შესაფუთი და ჩადეთ უნიტაზის ავზში.

6. სპრეი, რომელიც უთოსავით კარგად ასწორებს ტანსაცმელს

შეურიეთ 1 ს.კ. თმის კონდიციონერი, 1 ს.კ. ძმარი და 2 ჭიქა წყალი. მიასხით მასა ტანსაცმელს, გააუთოვეთ ის ხელებით და დაელოდეთ გაშრობას.

7. კატის ქვიშა არასასიამოვნო სუნს აქრობს

ჩაყარეთ ცოტა ქვიშა ნაგვის ურნაში ან პირდაპირ ქვიშაში ჩადეთ ის, რასაც გინდათ, რომ მოშორდეს არასასიამოვნო სუნი – ფეხსაცმლიდან დაწყებული ხალიჩით დამთავრებული. კატის ქვიშა ჩაყარეთ პლასტიკურ ცელოფანში და მასში კი ჩადეთ შესაბამისი ნივთი. დატოვეთ რამდენიმე დღე.

8. ხაფანგი ხილის მოყვარული ბუზებისთვის

სახლში, სადაც ხილია, მწერებიც იქვე არიან. ეს მეთოდი მათ დამარცხებაში დაგეხმარებათ: ჩადეთ ხილი ჭიქაში, დააფარეთ საკვები ცელოფანი და დატოვეთ ნახვრეტი. ბუზები იქ შევლენ, თუმცა უკან გამოსვლას ვეღარ შეძლებენ.

9. ლურსმნის კვალის დაფარვა საპნით

თუ ნახვრეტი თეთრ ზედაპირზეა, აიღეთ თეთრი მყარი საპნის ნატეხი, დაადეთ ის წერტილს. ლურსმნის კვალი შეუმჩნეველი დარჩება.

10. რეზინის მოჭერა შეზღუდავს თხევადი საპნის რაოდენობას

მოუჭირეთ რეზინი თხევადი საპნის ჭურჭლის ხელს და მისი გადმოსული რაოდენობა მცირე იქნება, თუმცა დასაბანად კვლავ საკმარისი.

11. თმის სპრეი და რეზინის ხელთათმანი ავეჯიდან თმას მოაშორებს

შეასხით თმის სპრეი რეზინის ხელთათმანს და შეეხეთ ავეჯს, ხალიჩას, ტანსაცმელს – ყველაფერს, სადაც ცხოველის თმა გროვდება.

12. ჭურჭლის ღრუბლები ბოსტნეულს უფრო დიდხანს შეინახავს

თუ ჭურჭლის ღრუბლებს ხილისა და ბოსტნეულის სექციაში მოათავსებთ, ის განდევნის ზედმეტ ტენს და სუნს საკვებისგან, რაც უფრო დიდხანს შეინახავს მას.

13. ალკა-ზელტცერი აშორებს ლაქებს ჭიქიდან

ჩადეთ შუშხუნა ტაბლეტი ჭიქაში, რომელშიც თბილი წყალი ესხმევა, მოიცადეთ რამდენიმე წუთი და გარეცხეთ ჭიქა.

14. შეინახეთ სოუსები კვერცხის ქაღალდში

ეს არაჩვეულებრივი მეთოდია მათთვის, ვისაც სძულს მცირე რაოდენობის სოუსების შენჯღრევა. თუ სოუსების ბოთლს უკუღმა შეინახავთ კვერცხის ქაღალდში, მისი ნჯღრევა აღარ მოგიწევთ.

15. ზუმფარის ქაღალადი ტანსაცმელს ზედმეტ ბეწვს აშორებს

ეს სწრაფი მეთოდია, ტანსაცმელი რომ ახალივით გამოიყურებოდეს: ზუმფარის ქაღალადი შეიცავს სპეციალურ მოწყობილობას, რაც ბუსუსების მოშორებაში გვეხმარება.

თქვენ თუ იყენებთ ლაიფჰაკებს ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ ,,ძველი მეთოდები” გირჩევნიათ და არ ენდობით ინტერნეტის ფანდებს? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრები!