მთავარი სილამაზე პიტნა სილამაზისთვის: 9 რეცეპტი, რომელიც უკვე საუკუნეებია წარმატებით გამოიყენება შინაურ კოსმეტოლოგიაში

პიტნა სილამაზისთვის: 9 რეცეპტი, რომელიც უკვე საუკუნეებია წარმატებით გამოიყენება შინაურ კოსმეტოლოგიაში

by Keti

დიდი ხანია ცნობილია, რომ პიტნა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის შინაგან და ასევე გარეგან მდგომარეობაზე. ეს მცენარე განსაკუთრებით კარგად სახის კანზე, სხეულზე, თმაზე მოქმედებს. სხვა ნატურალურ საშუალებებთან ერთად პიტნა ანახლებს სახის კანის მდგომარეობას, აქრობს წვრილ ნაოჭებს და დაღლილობის კვალს.

ამ ბალახისგან შეიძლება ყინულის კუბების, ნაყენის, ლოსიონების, ნიღბებისა და ა.შ. მომზადება.

1. ნიღაბი თვალის დაღლილობის წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პიტნის 5 ფოთოლი
  • 3 ჩ.კ. მელისას ფოთოლი

მომზადება

დაასხი ინგრედიენტებს ცხელი წყალი და დადგი 30 წუთი. მიღებული მასა დაადე ბამბის დისკებს და მიიდე თვალებზე 15 წუთით.

2. იდეალური ნიღაბი თმის ყველა ტიპისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1/4 კონა კამა
  • 2 ჩ.კ. მელისას ფოთოლი
  • 2 ჩ.კ. მუხის ქერქი
  • 2 ჭიქა კეფირი (დაბალცხიმიანი)
  • 0,7 ლ მდუღარე წყალი

მომზადება

დაასხი პიტნას, მელისას და მუხის ქერქს მდუღარე წყალი. დატოვე მთელი ღამე. შემდეგ წყალი გადაწურე, მასა გააციე და დაამატე კეფირი. ნიღაბი თმის ძირებში შეიზილე და გაანაწილე თმის მთელ სიგრძეზე. დატოვე ცოტა ხნით. ჩამოიბანე თმა შამპუნით.

3. სახის გამწმენდი ყინული

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. პიტნის მშრალი ფოთოლი
  • 1 ს.კ. დედის და დედინაცვლის ყვითელი ყვავილი
  • 1 ს.კ. ცაცხვის ყვავილი
  • 2 ჭიქა მდუღარე წყალი

მომზადება

შეურიე ბალახეული და დაასხი მდუღარე წყალი. დადგი თავდახურულში, სანამ გაცივდება. ჩაასხი ნაყენი ყინულის ფორმებში და გაყინე. გამოიყენე ეს საშუალება ყოველ დილას.

4. გამაჯანსაღებელი და გამათეთრებელი ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 ჭიქა დაჭრილი კიტრი
  • 1/4 ჭიქა პიტნის ფოთოლი

მომზადება

ათქვიფე კიტრი ბლენდერში, მისი რბილობი ჩადე ქვაბში და დაასხი წყალი. დადგი დაბალ ცეცხლზე, მიიყვანე ადუღებამდე. დაამატე დაჭილი პიტნა და ხარშე 3 წუთი. შემდეგ გააციე და წაისვი კანზე 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანე.

5. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. კოსმეტიკური თეთრი თიხა
  • 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთოლი

მომზადება

დაამატე თიხა პიტნის ფოთლებს, დაასხი წყალი ცხელი მასის მიღებამდე. წაისვი სახეზე 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანე.

6. შვრიისა და პიტნის დამზოგავი სკრაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,25 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 15 გ მშრალი პიტნის ფოთოლი

მომზადება

შეურიე ინგრედიენტები, დააბლენდერე. გამოყენების წინ თბილ წყალში განაზავე.

7. შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2-3 ს.კ. გოგრის რბილობი
  • 4 ს.კ. თაფლი
  • 5-6 ფოთოლი ახალი პიტნა
  • 0,5 ჩ.კ. სახამებელი

მომზადება

დააქუცმაცე პიტნა და დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები. აურიე და წაისვი სახეზე 10-12 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

8. სახის მკვებავი ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 ს.კ. პიტნის ფოთოლი
  • 1 ბანანი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 ს.კ. ალოეს წვენი

მომზადება

დაჭექი პიტნა, შეურიე დანარჩენ ინგრედიენტებს. ცილა ათქვიფე. წაისვი სახეზე 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანე.

9. რბილი და ხავერდისებური ხელების აბაზანა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 50 გ ახალი პიტნის ფოთოლი
  • 2 ჩ.კ. მელისას ფოთოლი
  • 2 ჩ.კ. სალბი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,7 ლ მდუღარე წყალი

მომზადება

დაასხი ბალახეულს მდუღარე წყალი, დადგი ნახევარი საათი, შემდეგ გადაწურე და დაამატე კეფირი. როცა ნაყენი თითქმის გაცივდება, ჩაყავი ხელები მასში 10 წუთით, შემდეგ თბილი წყალი გადაივლე და გაიშრე ჰაერზე, პირსახოცის გარეშე. ბოლოს წაისვი მკვებავი მალამო.

ნატურალური საშუალებები მართლაც შესანიშნავი რამ არის, რადგან ისინი ძალიან კარგად უვლის სხეულს, კანს, თმას…

გაუზიარეთ თავის მოვლის ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: