მთავარი სილამაზე აი, რა იწვევს თმის გაჭაღარავებას და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება

აი, რა იწვევს თმის გაჭაღარავებას და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება

by guramus

რა მიზეზები იწვევს ჭაღარის გაჩენას

  • გენეტიკა — თუკი თქვენი ოჯახის წევრებს ადრეულ ასაკში გაუჩნდათ ჭაღარა თმა, მაშინ დიდი შანსია რომ თქვენც იგივე ბედი გელით
  • თიროიდული პრობლემები
  • B ვიტამინის და რკინის ნაკლებობა სისხლში
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თმის უჯრედებში სისხლის მიწოდების პროცესზე.
  • ბევრი შაქრის, მარილის, ფქვილისა და სოდიუმის შემცველი პროდუქტების მიღება.
  • მოწევა. ეს უშლის ჟანგბადს ყველა უჯრედთან ურთიერთობას

მითები ჭაღარა თმის შესახებ

  • თუკი ერთ ჭაღარა თმის ღერს მოიშორებთ, მის ადგილას 6 ახალი ამოგივათ –  რეალურად თქვენი ჭაღარა თმის რაოდენობა ამ გზით არ გაიზრდება, თანაც პირიქით საერთო თმის რაოდენობა შეგიმცირდებათ, რადგან აღნიშნული თმა თავიდან აღარ ამოვა.ეს ასე ხდება, რადგან გამუდმებული ამოღების შემდეგ თმის უჯრედები წყვეტენ გაზრდის პროცესს და თმაც აღარ ამოდის. თუკი გსურთ, რომ ჭაღარა თმის ზრდა შეაჩეროთ, გადაჭერით იგი ძირში მაკრატლის დახმარებით.
  • იცვლება თუ არა ჭაღარა თმის სტრუქტურა? თქვენი თმა შეიძლება უფრო გათხელდეს. თუმცა, პრობლემების უმრავლესობა დაკავშირებულია თმის გამოშრობასა და გაუხეშებასთან. ეს წარმოადგენს თავის ქალის გლანდების მუშაობის შენელებისგან გამოწვეულ პროცესებს.
  • ჭაღარა თმა ნაცრისფერია. ეს მითია, რადგან რეალურად ჭაღარა თმა უფერულ თმის ღერს ეწოდება, რადგან მასში მელანინის მოქმედება სრულიად შეჩერებულია. როდესაც მელანინი მოქმედებას წყვეტს, თმამ შეიძლება მოყვითალო ფერიც კი მიიღოს და მხოლოდ ოპტიკური ილუზიის ეფექტის წყალობით აღიქვავთ მას ნაცრისფრად.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭაღარა თმას და შევაჩეროთ მისი გაჩენა?

  • შეცვალეთ თქვენი დიეტა და დაუმატეთ მას ბოსტნეული, ხილი და B12 ვიტამინის შემცველი საჭმელი, რაც მოიცავს თევს, კვერცხს, ქათამს და ზოგადად ზღვის პროდუქტებს. ასევე B9 ვიტამინის შემცველი პროდუქტები, რაც გულისხმობს ბრინჯს და საჭიროა ასევე სისხლში რკინის რაოდენობის ჯანსაღ დონეზე შესანარჩუნებლად მიირთვათ თხილეული. დიდი რაოდენობით პროტეინი და ვიტამინები არამარტო თქქვენი თმის სიჯანსაღისთვის იქნება კარგი, არამედ ზოგადად კარგ ფორმასაც შეგინარჩუნებთ.
  • გაიკეთეთ თმის მასაჟი ხშირად — ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმის უჯრედების მიმართულებით და მათ ჯანსაღ გაზრდას შეუწყობს ხელს.
  • მიმართეთ ტრენდულ ვარცხნილობას. მოკლე თმა ყოველთვის კარგად გამოიყურება და თანაც უფრო ადვილი მოსავლელია, ვიდრე გრძელი თმის ღერები. ასეთი სტილის ტარებისას თმის ხარისხის ცვლილებას უფრო მარტივად შეამჩნევთ და მის გასაკონტროლებლად მეტი დრო გექნებათ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: