მთავარი ჯანმრთელობა საწოლიდან ადგომა რომ გეზარებათ, ეს შესაძლოა ინტელექტუალობის ნიშანი იყოს (ასე რომ, გათიშე მაღვიძარა სინდისის ქენჯნის გარეშე)

საწოლიდან ადგომა რომ გეზარებათ, ეს შესაძლოა ინტელექტუალობის ნიშანი იყოს (ასე რომ, გათიშე მაღვიძარა სინდისის ქენჯნის გარეშე)

by Keti

ძილის ცდუნებამ შესაძლოა ტყუილი გვათქმევინოს, ვითომ ავად ვართ და საწოლში კვლავ დიდხანს დავრჩეთ. უმეტესობა ვებრძვით დილის ძილიანობას, რადგან სიზარმაცეს კარგი არაფერი მოაქვს, მით უმეტეს, მაშინ, როცა უქმე დღე არ არის და მთელი მსოფლიო მზადაა მუშაობის დასაწყებად. თუმცა არსებობს ერთი კარგი რამ, რაც დილის ადამიანებს ახასიათებთ… მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ინტელექტის მანიშნებელია.

დილით ადრე ადგომა რომ არ გვინდა, ეს შესაძლოა დაპირისპირება იყოს ჩვენს წარმომავლობასთან

ბრიტანულმა კვლევამ, რომელსაც ერქვა ,,რატომ არიან ღამის ბუები უფრო ინტელიგენტები”, მოგვითხრო ჩვენს წარმომავლობაზე. მკვლევარების – სატოში კანაზავასა და კაია პერინას თქმით, ადრეული ადამიანები ადრე წვებოდნენ დასაძინებლად და დილითაც ადრე იღვიძებდნენ მათი დღის რეჟიმის გამო. ახლა კი ის ადამიანები, რომლებსაც არ სურთ იმავენაირი სტილით დაიწყონ დღე, უფრო ახლოს არიან თანამედროვე ცხოვრებასთან. ეს კი თავისთავად ინტელექტუალობის ნიშანია. ბოლოსდაბოლოს მაღვიძარებიც ხომ ახალი გამოგონების შედეგია.

გარდა ამისა, ადრე არადგომის სურვილი თავისებური ინიციატივაა ახლებური ცხოვრების მიმართ. თუ გულწრფელად გვინდა, რომ ვუსმენდეთ ჩვენს სხეულს და გვსურს, არ ვემორჩილებოდეთ მაღვიძარას ყვირილს, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის ნიშანია. ეს იმ მიზეზით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთ ადამიანს სურს თავისი საკუთარი ვნებების პოვნა და საკუთარი გადაწყვეტილებებით ცხოვრება.

ასევე, ძილის დანაკლისის პრობლემის გადაჭრა მეტი ძილის სურვილით, მეტყველებს ჩვენს ბაზისურ ლოგიკურობაზე, მიზეზ-შედეგობრივი ეფექტის აღქმასა და საპასუხო რეაქციის არსებობაზე.

ერთი კვლევის თანახმად, ღამის ბუები დილის ადამიანებზე უფრო ბედნიერები არიან

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კვლევამ შეისწავლა1229 კაცისა და ქალის ძილის ჩვევები, მათი სოციოეკონომიკური მდგომარეობების გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც შუაღამეს წვებოდნენ დასაძინებლად და დილის 8 საათის შემდეგ იღვიძებდნენ, ანუ იგივე ,,ღამის ბუები”, ჰქონდათ მაღალი საშემოსავლო მაჩვენებელი და მეტად კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით, როცა ისინი დილის ადამიანებს შეადარეს, ანუ იგივე ,,დილის ჩიტებს.”

სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია უბრალოდ ჩავეშვათ ძილში და ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანები, რომლებიც საწოლში 12 საათს ან მეტს ატარებენ, რაც დღის ნახევარია, ასევე ნაადრევი სიკვდილის რისკის წინაშე დგანან. შედარებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც 8 საათი სძინავთ – ჯანმრთელობის კუთხით მათ უფრო უმართლებთ.

საბოლოოდ, ძილი არის ზედმეტად მნიშვნელოვანი რამ, რასაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ძილის პროცესი ძალიანაც არ უნდა გაგვიტკბეს, მაგრამ არც ძალიან ცოტა არ უნდა იყოს ის. კარგი ძილის მოპოვებას გენიოსობა არ სჭირდება – ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, დიდხანს ძილი უკეთესია თუ დილის ადამიანად ყოფნა? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!