მთავარი სილამაზე ის, თუ რომელი ფერის ტუჩსაცხს ირჩევთ, ბევრ რამეს მეტყველებს თქვენზე

ის, თუ რომელი ფერის ტუჩსაცხს ირჩევთ, ბევრ რამეს მეტყველებს თქვენზე

by Keti

ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაკიაჟის მიღმა ხშირად ბევრი ინფორმაცია იმალება ადამიანზე. როცა მაკიაჟს ვიკეთებთ, თითქოს საკუთარ თავს წარმოვაჩენთ სასურველი ფერების მეშვეობით. სხვადასხვა ჩრდილი და ტონი სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია, მაგალითად, წითელი ხშირად ვნებაზე მიუთითებს, ნარინჯისფერი კი მხიარულებას წარმოადგენს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ცოტა გავერთოთ და გაგიზიაროთ ესა თუ ის ფერის ტუჩსაცხი რას ამბობს მის მტარებელზე.

 

ნარინჯისფერი

შენ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გაქვს, როგორც წესი, თავისუფალ დროს მეგობრების გარემოცვაში ან ახალი ადამიანების გაცნობაში ატარებ. შენ სოციალური პეპელა ხარ ბუნებრივად მხიარული ხასიათით, რომელიც ყოველთვის იქცევს ხალხის ყურადღებას და მათ ძალიან მოსწონთ შენთან კონტაქტი. ადამიანებს კარგი ხუმრობებისა და პოზიტიური ხასიათის გამო მოსწონხარ.

 

წითელი

შენ გაბედული და უშიშარი ხარ ახალი გამოწვევების მიმართ. შენში ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის საკუთარი ოცნებების უწყვეტად მიყოლა და თავდაუზოგავი შრომა მიზნების მისაღწევად. შენ ასევე ძალიან გიყვარს უბრალო, კლასიკური დეტალები, რაც საკულტო წითელი ტუჩსაცხის სიყვარულშიც გამოიხატება.

 

ვარდისფერი

შენ ძალიან მზრუნველი ხარ მეგობრების მიმართ. როცა ვინმეს პრობლემა აქვს, ისინი შენ მოგმართავენ კომფორტისა და გაგებისთვის. შენ ხარ მოსიყვარულე და ემპათიური, ზოგჯერ მეტისმეტად ემოციურიც. ადამიანები სწორედ ამ სენსიტიურობის გამო გაფასებენ.

 

გამჭვირვალე

ცხოვრებაში შენ ტკბები მარტივი მოვლენებით და ცდილობ მაქსიმუმი აკეთო მინიმალურით. ყველაზე მეტად აფასებ გულწრფელობას და ამ თვისებას უცხო ადამიანებთანაც არ ღალატობ. მეგობრებს უყვარხარ მხიარულების გამო და ასევე იმიტომ, რომ ხარ უბრალო ადამიანი, შეგიძლია მარტივად მოდუნდე და ეკუთვნოდე შენს თავს როცა ეს გჭირდება.

 

ყავისფერი

შენთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი დგას. რაც მეტ დროს ატარებ ოჯახთან, მეტად ბედნიერი ხარ. ხარ ტრადიციებისა და გართობის დიდი მოყვვარული, გიყვარს დროის კარგად გატარება და დადებითი მოგონებების შენახვა. ხარ ნოსტალგიის მოყვარული, ამიტომაც შესაძლოა გიყვარდეს ძველი ფილმები, მუსიკა ან მოდა.

 

იისფერი

როცა გეცოდინება, რა გინდა ცხოვრებაში, ვეღარაფერი შეგაჩერებს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ჯიუტი ხარ, მაგრამ შენ უბრალოდ მიზანდასახული ხასიათი გაქვს. ბუნებრივი ლიდერი ხარ და შენი ძლიერი სურვილები ადამიანებს ადვილად არწმუნებს, რომ გამოგყვნენ. გიყვარს შეჯიბრებები და გამარჯვების გარდა არაფერი გაინტერესებს.

 

შავი

არ გადარდებს რას ამბობენ სხვები შენზე. შენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობ და ცდილობ მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყო. შენთვის წესები იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაირღვეს, გიყვარს ჩარჩოებს მიღმა სიარული და მოგწონს ეს საკუთარ თავში. შენ ძლიერი ფილოსოფიური მხარე გაქვს და ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ სვამ რიგ საკითხებს.

 

ეგზოტიკური

შენ ხელოვანი ხარ: ექსტრემალურად კრეატიული და უნიკალური ადამიანი სხვების თვალში. ზოგჯერ შეიძლება სხვა ადამიანებს გაუჭირდეთ შენი გაგება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ შენ საკუთარ დროს უსწრებ. ხარ სწრაფი, მხიარული და ალბათ იდეალისტიც. შესაძლოა, შენი ოცნებები დიდი და გიჟურია, ამიტომაც აუცილებლად შეისრულე ისინი.

ეს მხოლოდ გასართობი სტატიაა – საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ, რა ფერის პომადასაც არ უნდა ვატარებდეთ. და მაინც, თქვენთვის თუ იყო ამ სიიდან რაიმე სიმართლესთან მიახლოებული? გვითხარით კომენტარებში, თუ რა ფერის ტუჩსაცხს ატარებთ თქვენ!