ყველამ ვიცით, რომ სტაფილო ვიტამინი A-ს და რეთინოლის შემცველობით რეკორდსმენია. ისინი საჭიროა ნორმალური მხედველობისა და ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. მაგრამ, სტაფილო არამხოლოდ საკვებ პროდუქტადაა სასარგებლო, არამედ კოსმეტიკურ საშუალებადაც. საქმე იმაშია, რომ რეთინოლი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაბერებას აფერხებს და კანის მდგომარეობაზე აგებს პასუხს.
სტაფილოს ნიღბები ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა სასარგებლო. ისინი იშვიათად იწვევენ ალერგიას, არ ტოვებენ ლაქებს და გამოსაყენებლად მარტივები არიან. ეს ნიღბები რეგულარული გამოყენებისას აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს და კვებავს კანს. ამაში დარწმუნდებით, თუ საღამოს ნახევარ საათიან რელაქსაციას მოიწყობთ.
ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 2 ს. კ. შვრიის ფანტელები
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
გამოყენება
- გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე და მარლის მეშვეობით სირბილე წვენისგან გამოყავით. შვრიის ფანტელები დაჭყლიტეთ და მიღებულ ფხვნილს 2 ს.კ. სტაფილოს წვენი დაუმატეთ.
- შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, არაჟანი და 1 კოვზი არარაფინირებული ზეითუნის ზეთი. ნაღები სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გვირილას ნაყენის მეშვეობით ჩამოიბანეთ. დაიდეთ ყოველდღიური კრემი.
ნიღაბი კანის დაჭიმვისთვის
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ს.კ. გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
გამოყენება
წვრილ სახეხზე 2 ს.კ. სტაფილოს პიურე მოამზადეთ და ამდენივე თაფლი დაუმატეთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ და ყოველდღიური კრემი წაისვით.
ნიღაბი კანის აქერცვლის წინააღმდეგ
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
გამოყენება
მოამზადეთ სტაფილოს პიურე წვრილი სახეხის მეშვეობით. კვერცხის გული და არაჟანი (სასურველია სახლის) აურიეთ და ათქვიფეთ. კომპონენტები შეურიეთ და ნიღაბი სახეზე დაიდეთ. გაიჩერეთ 15 წთ, შემდეგ გვირილას ნაყენით გამოიბანეთ. წაისვით კრემი.
ნიღაბი კანის ანთებისთვის
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 1 კარტოფილი
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
მომზადება
- წვრილი სახეხის მეშვეობით სტაფილოს პიურე მოამზადეთ. ასევე მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე ერთი საშუალო კარტოფილისგან. ს.კ. სტაფილო და 2 ს.კ. კარტოფილი აურიეთ, დაუმატეთ მასას კვერცხის გული.
- ნიღაბი სახეზე 15 წუთით დაიდეთ. შემდეგ გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ და ყოველდღიური კრემი წაისვით.
რუჯის შესანარჩუნებელი ნიღაბი
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 0,5 ჩ.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ნაღები
- 1 ს.კ. გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
გამოყენება
- ერთი საშუალო სტაფილო საგულდაგულოდ გარეცხეთ და კუბიკებად დაჭერით, დაჭყლიტეთ ბლენდერში. დაუმატეთ შაქარი და ცხიმიანი ნაღები. ათქვიფეთ მასა და შემდეგ სახეზე დაიდეთ.
- გაიჩერეთ 20 წთ. ამ დროის მანძილზე მოამზადეთ ნახარში გვირილას ყვავილებით, გააცივეთ და მისით ნიღაბი ჩამოიბანეთ. დაიდეთ ყოველდღიური კრემი.
ინგრედიენტების ორჯერ გაზრდით შეგიძლიათ ნიღაბი დეკოლტეს ზონაზეც წაისვათ. რა თქმა უნდა, პრობლემური კანის შემთხვევაში არანაკლებ როლს თამაშობს სწორი კვებაც. ბუნებრივი სილამაზის და სახის ფერის შესანარჩუნებლად, ყოველდღიურ რაციონში სტაფილოს კერძები ჩართეთ.