მთავარი კულინარია მანანის ბურღული და ბრინჯი: 2 განსხვავებული პროდუქტისგან მომზადებული პუდინგის რეცეპტი

მანანის ბურღული და ბრინჯი: 2 განსხვავებული პროდუქტისგან მომზადებული პუდინგის რეცეპტი

by guramus

ცივი პუდინგი სასიამოვნო საუზმეცაა და დესერტიც. მის მომზადებას არც დიდი დრო სჭირდება და არც ძვირადღირებული პროდუქტები. ბაცშვებსაც ძალიან მოსწონთ და თუ ცალკე რაიმე ინგრედიენტს უხალისოდ ჭამენ, მაგალითად, მანის, ბრინჯს, ხაჭოს… პუდინგის სახით ამ და სხვა სასარგებლო პროდუქტებს სიამოვნებით მიირთმევენ.

დღეს გთავაზობთ პუდინგის ორ საინტერესო ვარიანტს, რომლებიც თქვენც ძალიან მოგეწონებათ და თქვენს სტუმრებსაც, ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მანის პუდინგი

მანისგან მომზადებული ცივი პუდინგი გემოთი ნაღების ნამცხვარს წააგავს. გამოცხობას არ საჭიროებს და ფორმას ინარჩუნებს მაცივრის გარეშეც. არანაირ კვერცხს და ცხიმს არ შეიცავს, მსუბუქი და სასიამოვნოა. ვერც უფროსი და ვერც ბავშვი ვერ მიხვდება, რომ მასში მანანის ბურღულია.

მანანის ბურღული ყველაზე შესაფერისია პუდინგებისთვის. კენკრა, შოკოლადი და ნიგოზი არა მარტო ალამაზებს მას, არამედ განუმეორებელ გემოსაც ანიჭებს.

ინგრედიენტები 4 პორციისთვის

  • 500 მლ რძე
  • 100 გ ნაღების შოკოლადი
  • 25 გ კარაქი
  • 4,5 ს. კ.მანი
  • 50 გ შაქარი
  • 100 გ  რომელიმე კენკრა
  • 4 ს. კ. შოკოლადის ფანტელი
  • 1 ს. კ. ნებისმიერი თხილეული
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. წამოადუღე რძე შაქართან და მარილთან ერთად. დაამატე კარაქი და შოკოლადი.
  2. წვრილი ნაკადით ჩააყარე მანანის ბურღული. ხარშე 2-3 წუთი, თან ინტენსიურად ურიე. გადმოდგი ცეცხლიდან.

3. საპორციო ფორმებს გამოავლე წყალი და მათში ჩაასხი  შოკოლადისა და მანის მასა.

4. შედგი მაცივარში 2 საათით.

5. სუფრაზე მიტანის წინ პუდინგი მორთე ნიგვზით, კენკრით და შოკოლადის ფანტელით. გემრიელად მიირთვით!

ბრინჯის პუდინგი

ბრინჯისა და ხაჭოს ნაზი საუზმე საუკეთესოდ დაწყებული დღის იდეაა. ეს ფაქტობრივად არის კლასიკური პუდინგი, ოღონდ არ სჭირდება კვერცხი და გამოცხობა. მოამზადე ინგრედიენტები, ათქვიფე ისინი სქელი ფაფის სახით და მიიტანე სუფრასთან.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სწორედ ის რეცეპტია, რომელსაც შენ ეძებდი. გემრიელ, არომატულ და ნაზ ბრინჯის საუზმეს ბავშვები ერთ დაჯდომაზე მიირთმევენ, მათ თხოვნაც კი არ დასჭირდებათ. მეუღლეც აღტაცებული იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადო ბრინჯი ხაჭოთი გემრიელი და სასარგებლო კერძის მისაღებად. ამ პუდინგის მოსამზადებლად შეგიძლია გამოიყენო ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტები. ძალიან ნოყიერი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 60 გ ბრინჯი
  • 100 გ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 10 გ კარაქი
  • 50 გ ქიშმიში
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • 30 გ თაფლი
  • ცოტა ოდენობის ვანილი

მომზადება

1. მოხარშე ბრინჯი, სანამ ბოლომდე მომზადდება. რძე ქვაბში გააცხელე, დაამატე მას თაფლი, კარაქი და ხაჭო.

2. მიღებულ ნარევში მოათავსე მოხარშული ბრინჯი და ვანილი. ათქვიფე მასა ბლენდერით, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

3. შოკოლადი წვრილ სახეხზე გახეხე, ქიშმიში კი გარეცხე და დაასხი მას მდუღარე წყალი. დატოვე 10 წუთით.

4. ჩამბალი ქიშმიში დაამატე ბრინჯისა და ხაჭოს ნარევს. კარგად აურიე.

5. მზა მასა მოათავსე პატარა ფიალებში, მოაყარე გახეხილი შოკოლადი და სუფრასთან მიიტანე ცხელი. გემრიელად მიირთვი!

პუდინგი არის ბრიტანელების ყველაზე საყვარელი ნუგბარი. მათ ძალიან მოსწონთ პურის ცნობილი შავი პუდინგი და რა თქმა უნდა, ბრინჯის უგემრიელესი შედევრი. ამ უკანასკნელის ჩვენეული რეცეპტი, მართალია კლასიკური არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ზედმეტი შრომა არ სჭირდება. ბავშვები ასეთი დესერტისგან აღტაცებაში მოვლენ. ეს ეხება მანის პუდინგსაც.

სახლში მომზადებული პუდინგის სიმსუბუქე და ნოყიერება ყველას მალევე აუწევს გუნება-განწყობას. ჩვენ შეგვიყვარდა ეს რეცეპტი პირველი დანახვისთანავე, რადგან მარტივი და გემრიელია.

თქვენ თუ ამზადებთ რომელიმე სახის პუდინგს? რომელს? გაგვიზიარეთ თქვენი კულინარული შედევრების ფოტოები სტატიის კომენტარებში! ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტები კი მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: