მთავარი ასტროლოგია რა გელოდებათ ზამთარში? – დეკემბრის პროგნოზი ტაროს კარტების მიხედვით ანჟელა პერლისგან

რა გელოდებათ ზამთარში? – დეკემბრის პროგნოზი ტაროს კარტების მიხედვით ანჟელა პერლისგან

by guramus

ტაროს კარტები ადამიანს ეხმარება მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაიგოს. თითოეულ კარტს თავისი განსაკუთრებული ფილოსოფიური და ეზოთერული დედააზრი აქვს. ამჯერად წარმოგიდგენთ 2019 წლის დეკემბრის პროგნოზს ცნობილი ტაროლოგის და ასტროლოგის, ანჟელა პერლის მიერ.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში ენერგეტიკა მშვიდი არაა, შეიძლება სიურპრიზებს ჰქონდეს ადგილი. ვიღაცას გამართლება სასიყვარულო სფეროში ელის, ვიღაცას კარიერაში…

რა შეიძლება გავაკეთოთ ზამთარში?

ვერძი

დეკემბერი ცეცხლოვანი ვერძებისთვის გამარჯვების და წარმატების მომტანი იქნება. იგრძნობთ მხარდაჭერას არამხოლოდ სიტყვებით არამედ საქმით და ფინანსებით. გელით სასიამოვნო მოგზაურობები. შესაძლებელია ცვლილებები ოჯახში, ვიღაც ახალი შემოვა თქვენს ცხოვრებაში და დიდიხნით დარჩება. გექნებათ ბევრი შემოთავაზება ახლობელი ადამიანებიდან და არ ღირს უარის თქმა. მაშინაც კი, თუ იდეა არ მოგწონთ. დაფიქრდით კიდევ ერთხელ. იცოდეთ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

კურო

ბევრი საქმე, მივლინება და ურთიერთობა გელით. აქტიური ცხოვრების წესი სასარგებლოდ წაგადგებათ. ენერგია ყველაფერზე გეყოფათ. ფული იქიდან შემოგივათ, საიდანაც არ ელით. მარტოხელა კურო მთელ ძალისხმევას და დროს გაიღებს საყვარელი ადამიანის ძიებაში. თუ ზღვაში შეხვალთ, თქვენი ოცნება ასრულდება. რჩეული არამხოლოდ სიმპატიური, არამედ საინტერესო მოსაუბრე იქნება.

ტყუპები

ზამთრის პირველი თვე – აქტიური მოქმედებებისთვის საუკეთესო დრო არაა, მაგრამ ნამდვილად კარგი პერიოდია საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის მოემზადოთ. დააკვირდით, იურთიერთეთ, იკითხეთ, მოამზადეთ ნიადაგი მომავლისთვის. მალე ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ ჯერ უნდა მოემზადოთ. იზრუნეთ ბავშვებზე, საყვარელ ადამიანებზე, სწორედ ახლა გიდგათ მშვენიერი პარტნიორული ურთიერთობის ეპოპეა. თუ თქვენი გულები ერთმანეთისთვის სცემს, ესეიგი თქვენი კავშირი დალოცილია. უკეთესის ძებნა არ ღირს.

კირჩხიბი

“ვენერა” — სიყვარულის კარტი საყვარელ ადამიანთან შეხვედრას გიქადით. შესაძლებელია ხელი გთხოვონ ან ორსულობის შესახებ შეიტყოთ. მარტოხელა კირჩხიბები სწორედ ამ პერიოდში შეხვდებიან სიყვარულს, დაოჯახებულები კი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გახდავლენ. დადებითი შედეგის მომტანი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად გამგზავრება. დეკემბერი თქვენთვის ფინანსურ საკითხშიც წარმატებული იქნება.

ლომი

თვის დასაწყისში ბევრი სიტუაცია იქნება, რომელიც არჩევანის გაკეთებას დაგაძალებთ. მიმართავთ გაანალიზებას და გაგებას, თუ რომელ გზაზე სიარული განაგრძოთ. შესაძლებელია ბავშვობის ადგილს ეწვიოთ ან ძვირფასი ადამიანი გაიცნოთ.  შესაძლოა ურთიერთობა ყოფილ სიყვარულთან განაახლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც სასიამოვნოს იგრძნობთ წარსულიდან – შეხვედრის, ინფორმაციის ან ზარის სახით. ფინანსურ პლანზე ყველაფერი სტაბილურად იქნება.

ქალწული

დეკემბერში კარგად წამუშავება მოგიწევთ, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოთ დამსახურებული დასვენება. ასევე, კარგი იქნება თუ  დაწყებულ საქმეებს დაასრულებთ. სავსებით შესაძლებელია მოგიმატონ ანაზღაურება ან მუშაობის გრაფიკი უფრო კომფორტული გაგიხადონ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერს მოასწრებთ და კარგ შედეგამდე მიხვალთ. თვის მეორე ნახევარი სიმსუბუქეს და კარგ ხასიათს მოგანიჭებთ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.

სასწორი

სასწორების ცხოვრებაში ცვლილებების დროა. დადებითად განხორციელდება ეს თუ უარყოფითად, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენს ფიქრებსა და ქმედებებზე. კარტი “მაგია” გვატყობინებს, რომ ყველაფერი თქვენს ძალებშია. ყველანაირი რესურსი გაქვთ: ფინანსები, ჯანმრთელობა, დრო, აქტიური ქმედების სურვილი, რომლებიც გამარჯვებამდე მიგიყვანთ. გადადგით ნაბიჯი ოცნებისკენ!

მორიელი

ახლა საუკეთესო დროა ოჯახური კავშირი გაამყაროთ. მოინახულეთ ახლობლები, მათ ეს ძალიან ესიამოვნებათ. თქვენ კი დიდი პოზიტივით დაიტვირთებით. მოკლედ, შესაძლოა ახლობელი თქვენკენ უკვე მოემართება – დაფიქრდით როგორ დახვდეთ, რათა კმაყოფილი დატოვოთ. ბევრი შესაძლებლობა გექნებათ, რათა საკუთარი ოცნებები და სურვილები განახორციელოთ. დიდი შანსია შეხვდეთ მეორე ნახევარს ან მომგებიანი წინადადება მიიღოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს შეუძლიათ მიიღონ წინადადება, რომელიც დააფიქრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამსახურს ან მივლინებაში დაპატიჟებას, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით. ნებისმიერი ცვლილება ოდნავ ამოგაგდებთ სტაბილურობის ზონიდან, მაგრამ, სწორედ ამ დროს ვიზრდებით. ყურადღება გაამახვილეთ ნიშნებზე, თუ აუცილებელია, ითხოვეთ დახმარება, ეს ნამდვილად არ შეგიშლით ხელს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი დასტაბილირდება. წვრილმანი საკითხების გამო ნერვიულობა არ მოგიწევთ. ყველაფერი დალაგდება.

თხის რქა

ყველა ჩაფიქრებული სურვილი და გეგმა აგიხდებათ. ძვირფასო თხის რქებო, დეკემბერი ნამდვილად თქვენი თვეა! ბევრი იდეა, ძალა და ენერგია გექნებათ, ყველაფერი უკეთესობისკენ დალაგდება. მხარდამჭერები გვერდით გყავთ, ვარსკვლავებიც თქვენ გვერდით არიან. ყველაფერი რომ უკეთ აგიხდეთ, შეწყვიტეთ ნერვიულობა და დაიცავით საკუთარი აზრი. დაგმეთ შიში და იმოქმედეთ. იღბალი თქვენ მხარესაა!

მერწყული

კარტი “იმპერატორი” თავდაჯერებულობას შეგმატებთ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდება და ჰარმონიული გახდება. არ შეგეშინდეთ იმ სურვილის რომ მეტი დროის მარტო გატარება გირჩევნიათ და ეს განცდა არ დააიგნოროთ. ცოტახნით საკუთარ თავში ჩაკეტვა ახლა საჭიროა, რათა ძალები აღიდგინოთ და რაღაც მნიშვნელოვანი გაიგოთ. ჯანმრთელობა არ დაგაღალატებთ!

თევზები

ზამთრის შუაგულში თევზებს ბედნიერება და წარმატება მოევლინებათ. შემოქმედებითი თევზები შთაგონებით შეუდგებიან პროექტების რეალიზებას და აღიარებას მალევე მოიპოვებენ. არ შეგრცხვეთ მხარდაჭერისთვის მიმართოთ გავლენიან ადამიანებს. შესაძლებელია სამსახურში მომგებიანი წინადადება გაგიკეთონ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ სამჯერ დაფიქრდით და არჩევანი მერე გააკეთეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: