მთავარი საკითხავი ორი ახალგაზრდა პოეტის ლექსები, რომლებიც ინტერნტში დიდი პოპულარობით სარგებლობს

ორი ახალგაზრდა პოეტის ლექსები, რომლებიც ინტერნტში დიდი პოპულარობით სარგებლობს

by guramus

“სიყვარულზე შეყვარებული კაცი” და “სიყვარულის მებაღე” მეგობრები არიან. ამ სახელით იცნობებ თანაქალაქელები ახალგაზრდა პოეტებს საბა ხვიჩიასა და დემეტრე ზარქუას. მათი შემოქმედება ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი საერთო აქვთ –  ეს სიყვარულია.დემეტრე და საბა ატარებენ მეგობრებთან ერთად საღამოებს და ცდილობენ საკუთარი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას. მეგობრები ხშირად ამბობენ ჩვენ ყველაზე მდიდრები ვართო. ჩვენი სიმდიდრე ხალხისგან წამოსული სითბო და სიყვარულიაო. სამწუხაროა, რომ საკუთარ ქალაქში იმდენად არ აქცევენ ამ ბიჭებს ყურადღებას ვიდრე სხვა ქალაქებში, მაგრამ ბიჭები მაინც არ ნებდებიან და ცდილობენ საკუთარ ქალაქელებს შეაყვარონ პოეზია.

*შემინდე მამაო*
შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
ყოველდღე უფალი გულიდან გავეცი
ყოველდღე დაცემა მიწასთან მასწორებს.
შემინდე მამაო უღირსი შვილი ვარ
და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს
ოლარ ქვეშ ვიწვები ვდნები და ვტირივარ
ჩემს ცოდვებს,ვერასდროს,ვერასდროს დავფარავ.
მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო
ხანდახან ცრემლებიც თვალიდან მიქრება,
დამღუპავს ის ვერცხლი სულისთვის ამაოდ
ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა.
მამაო ბარაბაც ღირსია შენდობის
მე რა ვქნა,უძღები შვილივით მოველი
აღდგომას საკუთარ მამის თვალებში
აღდგომას მოველი დაცემის შედეგად.
შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
მე რა ვქნა,უძღები შვილივით მოველი
აღდგომას,აღდგომას დაცემის შედეგად.
დემეტრე ზარქუა
* * *
რა დრო დამიდგა
საბედისწერო,
მოხუცი მთვარე
ძაღლივით მიღრენს,
მე ტუსაღი ვარ , ან
უფრო სწორედ ჩემი სულია
გისოსებს მიღმა,
რომ წარმოსახვით
ვატყუებ თვალებს,
რომ იატაკზე ვეჩვევი
ფორთხვას, ვყლაპავ უცნაურ,
უფერულ აბებს და
სული ჩემი საკანში ოხრავს.
დაუშვით ფარდა,
დაუშვით მეთქი!
გადამღერებულს ვერ ვიტან
სცენარს,
მსურს სიკვდილამდე გავიცნო
ღმერთი
და დავეღვარო კალთაში
ცრემლად.
სველმა დღეებმა შეკრეს მარაო,
გაუმშრალობას ვგოდებ ფერმკრთალი,
რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო
სისულელეა ვინც თქვა ღმერთმანი.
ჰო,სულ ესაა რაც უნდა მეთქვა,
თავი გოლგოთამდე ავიყვანე და
ჩემი გულიც იმდენად ფეთქავს,
როგორ შეიძლება არ მიყვარდეთ.
საბა ხვიჩიას ლექსი
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: