მთავარი ჯანმრთელობა 15 პროდუქტი, რომელსაც შეუძლია სახსრების ტკივილი უკვალოდ გააქროს

15 პროდუქტი, რომელსაც შეუძლია სახსრების ტკივილი უკვალოდ გააქროს

by guramus

სახსრების ტკივილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახლო წარსულის სპორტულ ტრავმასთან, უფრო ხშირად კი სახსრების ანთებასთან – ართრიტთან. თუ თქვენთცის ცნობილია ეს უსიამოვნო შეგრძნება, უკვე თავად იცით როგორი აუტანელია სახსრების ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიეტა, რომელიც განკურნავს ართრიტს, სხვადასხვა ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ზოგიერთი პროდუქტის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია დაავადების სიმპტომების, მათ შორის, ტკივილის შემსუბუქება.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ  ყოველდღიურ რაციონში ართრიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ასევე ძვლების გამაგრების მიზნით.

ხილი და კენკროვანები

ყველასთვის ცნობილია, რომ ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რაც პირველ რიგში რგებს იმუნურ სისტემას და არამხოლოდ.

ყურძენი – ეს ხილი არა მარტო გემრიელია არამად პროანტოციანიდინის შემცველობის წყალობით ამცირებს ტკივილს და ანთებას სახსრებში.

ციტრუსები – ფორთოხალი, გრეიფრუტი და სხვა ციტრუსები დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველობის გამო ებრძვის სახსრების ანთების განვითარებას.

ალუბალი – ეს არაჩვეულებრივი ხილი და განსაკუთრებით მისი მომჟაო წვენი მრავალ ოსტეოართრიტით დაავადებულს ნამდვილ მხსნელად მოევლინა.

ბოსტნეული და პარკოსნები

ბოსტნეული ხილზე  უფრო მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და მისი ცალკეული ორგანოსთვის და ამ მხრივ არც სახსრებია გამონაკლისი.

ისპანახი – ეს მცენარე მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ის შეიცავს კემპფეროლს, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებსა და ტკივილს სახსრებში და აფერხებს ოსტეოართრიტის განვითარებას.

ბროკოლი – ის შეიცავს სულფორაფანს, რომელიც აყუჩებს სახსრების ტკივილს და ამცირებს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს.

ნიორი – ეს მცენარე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჰიპერტონიის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა გამოირჩევა ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით და აფერხებს ოსტეოართრიტის ჩამოყალიბების პროცესს.

სოიო – შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ასევე  ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამსუბუქებს სახსრების ტკივილით მიმდინარე ანთებით პროცესებს. თუმცა ეს ეხება თავად სოიოს და არა მის ნაწარმს.

წითელი ლობიო – ის მდიდარია უჯრედისით და აქვეითებს C  რეაქტიული ცილის დონეს სისხლში. ასევე ლობიო შეიცავს ბევრ ცილას, რკინას, მაგნიუმს და კალიუმს და ამით განამტკიცებს იმუნურ სისტემას.

3. სანელებლები და ჩაი

საკვებისთვის გემოს მიცემის გარდა, სანელებლებს მრავალი სასარგებლო თვისება აქვთ. მეტი სამკურნალო ეფექტისთვის უმჯობესია, ისინი წყალს დააამატოთ და მოამზადოთ ცხელი ან ცივი სასმელი.

ზაფრანა და კურკუმა. ისინი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა და ამცირებს ართრიტის სიმპტომებს. მათში ბევრი ანტიოქსიდანტია.

იმბირი. იმბირის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად სახსრების ტკივილი მნიშვნელოვნად მცირდება, განსაკუთრებით, მუხლის სახსრის.

მწვანე ჩაი. მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, გარდა ამისა შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით გამოირჩევა.

4. სხვა პროდუქტები

იმ პროდუქტების სია, რომლებიც ამცირებს სახსრების ტკივილს, არ შემოისაზღვრება ბოსტნეულითა და ხილით.

თევზი და თევზის ცხიმი. თევზის ცხიმიანი სახეობები, როგორიცაა ორაგული, თინუსი და კალმახი, შეიცავს ბევრ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. ისინი ებრძვის ანთებით პროცესებს და სახსრების ტკივილს. D ვიტამინის დიდი შემცველობა ასევე ამცირებს ართრიტის სიმპტომებს.

მსხვილად დაღერღილი ხორბლის პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ხორბლის პროდუქტები ნაკლებად უნდა მივიღოთ, მსხვილად დაღერღილი ფქვილის ნაწარმი, როგორიცაა ყავისფერი მაკარონი, შვრიის ფაფა ან ყავისფერი ბრინჯი, აქვეითებს C – რეაქტიული ცილის დონეს სისხლში. ეს ცილა კი რევმატოიდული ართრიტის გამომწვევია.

დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. იოგურტი, რძე და ყველი მდიდარია კალციუმითა და D ვიტამინით. ისინი ამაგრებს ძვლებს და იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ოსტეოპოროზისა და ოსტეოართროზის დროს ტკივილის შემცირებას.

კაკალი, ფსტა და ნუში. ეს კაკლეული შეიცავს ბევრ კალციუმს, მაგნიუმს, E ვიტამინს და ლინოლენის მჟავას, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. კაკალი მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებით, რომელსაც შეუძლია შეამციროს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები.

საკვირველია, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარების მიუხედავად ბუნებრივი პროდუქტები კვლავ გვეხმარება რთულ სიტუაციებში.

გთხოვთ, მოგვიყვეთ კომენტარებში, თქვენ რომელი ნატურალური და ეფექტური საშუალებები იცით სახსრებისთვის. ჩვენი რჩევები კი მეგობრებს გაუზიარეთ!