მთავარი გასართობი ამ 13 ჟესტის გამოვლენით შენი კატა გეუბნება, რომ ძალიან უყვარხარ

ამ 13 ჟესტის გამოვლენით შენი კატა გეუბნება, რომ ძალიან უყვარხარ

by Keti

ცხოვრება უბრალოდ ვერ იქნება ისეთი სახალისო კატების გარეშე. კარგად დაფიქრდით, ბოლოს როდის იყო ის მომენტი, როცა შენი პატარა ბუსუსიანი არსება ბუზებზე ნადირობდა, შენ კი ამის შემხედვარე იღიმოდი? ან ის თუ გახსოვთ, როგორ უეცრად იწყებენ წუწუნს, როცა სახლში ბრუნდებით?

ისინი საყვარელ ცხოველებზე ბევრად მეტს წარმოადგენენ, ისინი ჩვენი ოჯახის ძვირფასი წევრები არიან. და თუ მათ უეცრად კბენა გადაწყვიტეს, მორიგი ხელში აყვანის დროს, არ იდარდოთ ამაზე, ისინი გაბრაზებულები არ არიან. უბრალოდ შესაძლოა, ასეთი რადიკალური გზით გამოხატავენ იმ დაგროვილ სიყვარულს, რომელიც თქვენს მიმართ აქვთ.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, დაგეხმაროთ თქვენი შინაური კატების სიყვარულის გაგებაში. მთავარი ის არის, რომ თქვენც არ დაგავიწყდეთ ხოლმე შინაური ცხოველების მოფერება, რადგან მათ სჭირდებათ, დარწმუნდნენ, რომ თქვენც განიცდით სიყვარულს მათი მისამართით.

1. არ გიფიქრიათ, რომ როცა თქვენს ტუჩებს ან ცხვირს ეხებიან, ზუსტად იციან, როგორ გამოხატონ თავიანთი სიყვარული.

2. მათი თავის ხახუნი თქვენს თავზე, ჩხუბის ნიშანი არ არის, მათ ასე ალერსის გამოხატვა სურთ.

3. თქვენი კატა თვალებს იელმებს ან ხუჭავს, როცა გიყურებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი დიდებულება აბრმავებს მას.

4. როცა ისინი უფასო მასაჟს გიკეთებენ, ეს იმის ნიშანია, რომ უანგარონ უყვარხართ.

5. მათ ძალიან კარგად ესმით, როცა ეუბნებით ,,წამოდი” ან ,,გამომყევი” და ამას მშვენივრად აკეთებენ (თუ ხასიათზე არიან).

6. ისინი ძალიან ჩქარობენ თქვენთან შეხვედრას, როცა ესმით, რომ სახლში დაბრუნდით. დიახ, მართალია, მშივრები არიან, თუმცა ასევე ძალიან მოენატრეთ.

7. კატა ყოველთვის ზრუნავს თქვენზე და არ დაუშვებს, რომ მოგშივდეთ. ამიტომ მოიქეცით ზრდილობიანად და გამოართვით მორთმეული თაგვი, თან მადლობაც გადაუხადეთ.

8. თქვენი კატა მზადაა, რომ თავი მოგაფერებინოთ. მაგრამ, თან გახსოვდეთ, რომ თქვენს გარდა არავის აქვს უფლება ამ ფუმფულა მუცელს შეეხოს. დააფასეთ მისი გულისხმიერება.

9. როცა მას თქვენს ტანსაცმელზე სძინავს, ეს ძალიან საყვარელი სანახავია. და, რა თქმა უნდა, სულერთია რამდენი ხანი დაგჭირდებათ კატის ბეწვის ბოლომდე მოსაშორებლად.

10. მას ისე სძინავს თქვენზე, თითქოს მისი ბალიში იყოთ – და, რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ თქვენ საყვარელი და კარგი ადამიანი ხართ მისთვის.

11. ხელების ლოკვა ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ მას თქვენთვის პირადი ჰიგიენის სწავლება სურს. არამედ ეს იმის ნიშანია, რომ კატას ბოლომდე სურს საკუთარი გრძნობების გამოხატვა.

12. კბენა ალბათ მტკივნეულია, მაგრამ გაუძელით და იყავით ძლიერები. ეს მაშინ ხდება, როცა მათ ზედმეტად დაუგროვდებათ ხოლმე სიყვარულის შეგრძნებები თქვენს მიმართ.

13. ნუ უსაყვედურებთ კატას, თუ ის თქვენს ტექნიკას დაეპატრონა. თქვენს ცხოველს უყვარხართ და უნდა, რომ ბოლოსდაბოლოს ყურადღება მიაქციოთ.

კატებს ხშირად ეგოისტ ცხოველებად თვლიან და ფიქრობენ, რომ მათ მხოლოდ სიყვარულის მიღება სურთ ადამიანისგან და სითბოს გაცემა არ სჩვევიათ. საქმე ისაა, რომ კატებს უბრალოდ სხვანაირი თვითგამოხატვა აქვთ, მაგალითად, ძაღლებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველთვის პირდაპირ განიშნებენ, როცა მოფერება სურთ. კატებს ინდივიდუალური და ირიბი გზები აქვთ სითბოს გამოხატვისთვის. სწორედ ამ საყვარელი ხასიათის გამო გვიყვარდება ისინი, თუ არ ჩავთვლით მათ დამაბრმავებელ და ფუმფულა ვიზუალს.

თქვენ რამდენი სასიყვარულო გამოვლინების ჟესტი შეგიმჩნევიათ თქვენი შინაური ცხოველების ქმედებებში? იქნებ სხვა გზაც არსებობს, რომლითაც კატა სიყვარულს გამოხატავს ადამიანის მიმართ? გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი და თქვენი შინაური მეგობრის ურთიერთობათა სპეციფიკა კომენტარების სექციაში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: