მთავარი ჯანმრთელობა რატომ უნდა შევცვალოთ ყველა სასმელი წყლით?

რატომ უნდა შევცვალოთ ყველა სასმელი წყლით?

by Keti

ბოლო წლებში დიეტოლოგები და კვების სხვა სპეციალისტები მოგვიწოდებენ, რომ ვსვათ ბევრი წყალი. გასაგებია, რომ წყალი კლავს წყურვილს და უჯრედებს ავსებს ტენით. ბევრია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენი წყალი უნდა დალიოთ ნორმალური ცხოველქმედებისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუკი ყველა სასმელს წყლით შევცვლით? მართლა ასე სასარგებლოა ეს ფაქტი, როგორც ამბობენ?

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო გამოკვლევის შედეგებს. ადამიანმა ერთი თვის მანძილზე ყველა სასმელი წყლით შეცვალა – არანაირი ყავა, ჩაი და წვენი არ დატოვა რაციონში, მხოლოდ სუფთა წყალი.

წყლის სმის შედეგები

1. აჩქარებს მეტაბოლიზმს

მხოლოდ 0,5 ლ წყალი დილით, უზმოზე მეტაბოლიზმს 24%ით აჩქარებს. ბუნებრივია, რომ დალევის შემდეგ არ უნდა მიირთვათ ნახევარი საათი. წყალი ეხმარება ნივთიერებათა ცვლას მთელი დღის განმავლობაში და ამით იზრდება ენერგიის დონე.

2. უფრო სწრაფად ხდება წონაში კლება

თუ გშია, დალიე წყალი. რეალურად, საკმარისია, რომ ყველა სასმელი წყლით შეცვალოთ 10 დღის განმავლობაში. ამ დროს იმდენ კალორიას დაიკლებთ, რამდენსაც იმავე პერიოდით ყოველდღიური დილის სირბილის შემთხვევაში (კვება უნდა დარჩეს ბალანსირებული).

3. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

ცნობილია, რომ ტვინის 80% წყლისგან შედგება, ისევე, როგორც მთელი ორგანიზმის. წყლის ბალანსის შენარჩუნების შემთხვევაში, ტვინი იღებს საწვავს, რომელიც ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ეს კი დადებითად მოქმედებს გონების კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე.

4. თრგუნავს მადას

წყალი თრგუნავს მადას და ამიტომ უფრო ნაკლებს შეჭამთ. ხოლო ნაკლებს როცა ჭამ, უკეთესად ფამოიყურები.

5. გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები

წყალს ბუნებრივი სახით გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. ამით თავიდან გვაცილებს ნაადრევ სიბერეს და ასევე ნაწლავის, შარდის ბუშტისა და თირკმლების დაავადებებს.

6. გულს ეხმარება უკეთ მუშაობაში

დღეში 5 ჭიქა წყალი ამცირებს გულის შეტევების რისკს 41%ით. გარდა ამისა, როცა ორგანიზმი გაუწყლოებულია, სისხლი სქელდება და იზრდება თრომბების წარმოქმნის რისკი. ამიტომ წყალი ყავისა და წვენის ნაცვლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

7. კანს ხდის უფრო ჯანმრთელს

წყლის დიდი რაოდენობით სმის შემთხვევაში, კანის უჯრედები ბუნებრივად ტენიანდება. დატენიანებული კანის დროს კი აღარ შეგაწუხებთ სიმშრალე, ცხიმიანობა, აქერცვლა, შავი წერტილები იგივე – კომედონი და ა.შ.

წყალთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა ერთი საკითხი: ჭამამდე უნდა მივიღოთ ის თუ ჭამის შემდეგ?

წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც მას ადამიანის ორგანიზმისთვის გააჩნია, კვლევები მრავალი წელია ტარდება. თუმცა აქამდე მეცნიერებმა ვერ განსაზღვრეს, როდის არის სასარგებლო მისი დალევა: ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ.

ჩვენ მოგიყვანთ არგუმენტებს, თქვენ კი გადაწყვიტეთ.

წყალი ჭამის დროს

ჭყალი საკვების მიღების წინ

1. ჭამამდე წყლის მიღება ორგანიზმს დანაყრებაში ეხმარება და კვების პროცესში მოხმარებული კალორიების შემცირებაში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კუჭს წყლით შეავსებთ, ნაკლებ საჭმელს შეჭამთ. ხოლო ჭამის დროს სუფთა წყლის მიღება სხვა ცივი სასმელების ნაცვლად, საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ სასურველი ფიგურა.

2. ჭამის წინ 1 ჭიქა წყლის დალევა ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, ნორმაში მოჰყავს ლიმფური სისტემა და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ასევე ეფექტურად წმენდს კუჭსა და ნაწლავებს.

3. წყალი ორგანიზმს ტენით აჯერებს. ძილის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი გაუწყლოებულია, ამიტომ აუცილებელია საუზმის წინ წყლის დალევა. გარდა ამისა, ყველა კვების წინ 1 ჭიქა წყალი დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და მთელი დღე ენერგიით აგავსებთ.

წყალი საკვების მიღების შემდეგ

წყალი საჭმლის მონელებას ეხმარება. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელების გადამუშავებას. თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ წყალი სწორედ რომ ეხმარება ამ პროცესს. გარდა ამისა, ჭამის შემდეგ წყლის მიღება ორგანიზმს საშუალებას აძლევს, სწრაფად შეითვისოს სასარგებლო ნივთიერებები.

წყალი – სიცოცხლის წყაროა. ის აუცილებელია მცენარეებისა და ცხოველებისთვის. სწორედ წყალი გვეხმარება იმაში, რომ ბუნებრივი გზით შევინარჩუნოთ ნორმალური წყლის ბალანსი. გარდა ამისა, თუ წყლით შეცვლით ყველა სასმელს, არცთუ ისე ცოტა თანხასაც დაზოგავთ. ყავა, ლუდი, გაზიანი სასმელები, წვენები და სხვადასხვა კოქტეილი საკმაოდ ძვირი ღირს. ზაფხული საუკეთესო საბაბია ბევრი წყლის დასალევად, თუნდაც ის არ გიყვარდეთ.

მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ რამდენ წყალს სვამთ დღეში. ხოლო ეს სასარგებლო რჩევები მეგობრებს გაუზიარეთ სოციალურ ქსელებში!