მთავარი ურთიერთობები რატომ ვკარგავთ მეგობრებს ასაკის მატებასთან ერთად?

რატომ ვკარგავთ მეგობრებს ასაკის მატებასთან ერთად?

by guramus

ახალგაზრდობაში მეგობრები მთელი სამყაროა ჩვენთვის, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სამწუხაროდ, ვკარგავთ მეგობრებს ხოლმე. მეგობები კი, ისევე გვჭირდება ზრდასრულობის ეტაპზე, როგორც ახალგაზრდობაში.

რატომ ხდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეგობრები უჩინარდებიან? ეს ნამდვილად ასეა? რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად? სტატიაში შევეცდებით ამ კითხვებს გავცეთ პასუხი.

 

 მეგობრობა თავისუფლებას ნიშნავს. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს.

ურთიერთობათა იერარქიაში მეგობრობაა ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. პარტნიორი, მშობლები, შვილები – ეს ურთიერთობებია ლიდერი ამ სიაში.

თუმცა,

მეგობრობა თავისი ბუნებით უნიკალური ურთიერთობაა, განსხვავებით ოჯახისა და სხვა ფორმალური ურთიერთობისა. ხშირად ისე გადის დღეები, რომ ოჯახის წევრებს არც ვეკონტაქტებით, მეგობარს კი ყოველდღიურად ვეხმიანებით.

 როგორ იცვლება მეგობრობა ასაკის მატებასთან ერთად

ზრდასრულობა ოქროს ხანაა მეგობრობის ფორმირებისთის. ზრდასრულობის ეტაპზე მეგობრობა უფრო კომპლექსური და მნიშვნელოვანი ხდება. ბავშობაში მეგობრები ეს არიან უბრალოდ სხვა ბავშვები, რომელიც ჩვენთან ერთად ატარებნ უმეტეს დროს და ჩვენთან ერთად თამაშობენ.

ზრდასრულობის ეტაპზე უფრო ხდება მეგობრის აზრის გათვალისწინება. იცვლება მეგობრების ნახვის სიხშირეც. ახალგაზრდობაში თუ ყოველდღიურად ვახერხებდით მეგობრის ნახვას ან მასთან დარეკვას, ზრდასრულობაში ეს შეიძლება კვირაში ერთხელ მოხდეს, რადგან ჩნდება სხვა ვალდებულებები. სამსახური ან ოჯახი გვაიძულებს უფრო ნაკლებად ვიყოთ კონტაქტში მეგობართან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეგობრობა ცივდება ან წყდება. პირიქით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდასრულობაში მეგობრობა უფრო მყარი და მნიშვნელოვანი ხდება.

იმისათვის, რომ ზრდასრულობისას მეგობრები არ დავკარგოთ, აუცილებელია ორივე მხარემ გაანალიზოს და გაითავისოს ამ ურთიერთობის მნიშვნელობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეგობარს ჩვენს გარდა სხვა ვალდებულებებიც აქვს და წუწუნით არ უნდა მოვაბეზროთ თავი. უნდა გვახსოვდეს, რომ ზრდასრულობაში მეგობარი ნამდვილი მეგობარია.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: