მთავარი სილამაზე აი, რეცეპტები სახლში მოსამზადებელი ნიღბებისთვის. ისეთი ინგრედიენტებია, სულ მაქვს ხოლმე.

აი, რეცეპტები სახლში მოსამზადებელი ნიღბებისთვის. ისეთი ინგრედიენტებია, სულ მაქვს ხოლმე.

by Keti

გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ქალისთვის იქმნება იმის საჭიროება, რომ მეტი დრო დაუთმოს სახის კანის მოვლას. ნაყიდი საშუალებები საკმაოდ ძვირია, თუმცა ყოველთვის არსებობს ალტერნატიული ვარიანტები.

დღეს გთავაზობთ ავოკადოსგან მომზადებული ნიღბების 10 რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. შეიძინეთ ავოკადო და დაიწყეთ გალამაზება დღევანდელი დღიდან.

ავოკადო + გარგარი

ინგრედიენტები

  • ნახევარი ავოკადო
  • ერთი გარგარი

გამოყენება

ნაყოფები ათქვიფეთ ბლენდერით, შეურიეთ და შემდეგ წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნატურალური მჟავების წყალობით და აგრეთვე A, C, E ვიტამინების შემცველობის ხარჯზე ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის შესანიშნავი ვარიანტია. მას თავად ვიქტორია ბექჰემი იყენებს. ეს ფაქტი  ნიღბის ეფექტურობის ერთ-ერთი დამადასტურებელი მოწმობაა.

ავოკადოს + შვრია

ინგრედიენტები

  • ერთი ს. კ. შვრიის ფანტელი
  • ერთი ს. კ. ავოკადოს პიურე

გამოყენება

შეურიეთ ორივე პროდუქტი და აქციეთ ერთგვაროვან მასად. წაისვით ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ავოკადოსა და შვრიის ნარევი კანის აღდგენასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ.

ავოკადო + ბანანი + კვერცხი

ინგრედიენტები

  • ერთი კვერცხი
  • ნახევარი ავოკადო
  • ნახევარი ბანანი

გამოყენება

ბანანი და ავოკადო ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით ჩანგლით ან ათქვიფეთ ბლენდერში. შეურიეთ ისინი უმ კვერცხს, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებდეთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ მალამოს წყალობით აკნესა და გამონაყარის გაჩენის ალბათობა ძალიან მცირდება. ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა კი უმჯობესდება.

ავოკადო + თაფლი

ინგრედიენტები

  • ორი ს. კ. ავოკადოს პიურე
  • ერთი ჩ. კ. თაფლი

გამოყენება

შეურიეთ პროდუქტები და მიღებული ნარევი წაისვით სახეზე, დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ავოკადო და თაფლი კარგად ატენიანებს კანს, ამიტომ ძალიან მოუხდება მშრალი კანის ტიპს.

ავოკადო + იოგურტი

ინგრედიენტები

  • ერთი ჩ. კ. იოგურტის პიურე
  • ორი ს. კ. ავოკადო

გამოყენება

შეურიეთ ავოკადოს პიურე იოგურტს, ათქვიფეთ კარგად. წაისვით ნარევი სახეზე, დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბიც დამატენიანებელია, მაგრამ მას ასევე აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი იოგურტში რძემჟავას შემცველობის წყალობით.

ავოკადო + თაფლი + იოგურტი

ინგრედიენტები

  • ერთი ჩ. კ. იოგურტი
  • 2 ს. კ. ავოკადო
  • ნახევარი ჩ. კ. თაფლი

გამოყენება

შეურიეთ ყველა პროდუქტი, წაისვით ნარევი სახეზე, დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი უხდება მშრალი ტიპის მქონე ადამიანებს, რადგან კარგად ატენიანებს და იცავს კანს ცუდი გარემო ფაქტორებისგან, განსაკუთრებით, ცხელი ამინდების დროს.

ავოკადო + თაფლი + ფორთოხალი

ინგრედიენტები

  • 2 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი
  • ერთი ჩ.კ. თაფლი
  • 2 ს. კ. ავოკადო
  • ორი წვეთი გვირილას ზეთი

გამოყენება

შეურიეთ ყველა პროდუქტი, წაისვით ნარევი სახეზე, დაიტოვეთ 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ფორთოხალი და ავოკადო მოგაცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს, თაფლი კი კარგად დაატენანებს კანს.

ავოკადო + ლიმონი + კვერცხის ცილა

ინგრედიენტები

  • ერთი კვერცხის ცილა
  • ნახევარი ავოკადო
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი

გამოყენება

ავოკადო ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით, შეურიეთ მას კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ნარევი სახეზე, დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ მალამოს ხშირი გამოყენება საშუალებას მოგცემთ, რომ აკონტროლოთ სახის კანის ბუნებრივი ცხიმიანობა და შეინარჩუნოთ მისი სინაზე და სირბილე.

ავოკადო

დაჭერით ავოკადო პატარა თხელ ნაჭრებად და დაილაგეთ ისინი შავი წერტილების ზონაში 15-20 წუთის მანძილზე. თავად ხილი საუკეთესო საშუალებაა დახშული ფორების გასათავისუფლებლად. ის კანს აძლევს ღია და ჯანსაღ იერს.

ავოკადო + თაფლი + ლიმონი

ინგრედიენტები

  • ნახევარი ჩ.კ. თაფლი
  • ორი ს. კ. ავოკადო
  • ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი

გამოყენება

ჩაჭყლიტეთ ავოკადო პიურეს სახით და შეურიეთ ის ლიმონსა და თაფლს. მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე, დაიტოვეთ ის 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით კანზე დამატენიანებელი მალამო. თაფლი და ლიმონი აღიავებს სახის კანს, ავოკადო კი ინტენსიურად დაატენიანებს მას.

არ დაგავიწყდეთ, რომ სახის კანის მოვლის ნებისმიერი შინაური საშუალების გამოყენების დროს უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ალერგია ამა თუ იმ კომპონენტზე.

შეინახეთ ეს საინტერესო სტატია თქვენთვის და აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: