მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

იმისთვის, რომ კარგად დასვენება მოვასწროთ, მოგზაურობისთვის პოპულარულ ადგილებს ვირჩევთ. რატომღაც ვფიქრობთ, რომ სადაც ბევრი ტურისტია, იქ კარგია. ეს ყოველთვის მართალი არაა. მსოფლიოში ბევრი სამოთხის მსგავსი ადგილია, რომელიც პოპულარობით ჯერ არ სარგებლობს. წარმოგიდგენთ 15 ჯადოსნურ ადგილს, სადაც ადამიანებისგან დაისვენებთ და სიმშვიდით დატკბებით.

ხოსე იგნასიო, ურუგვაი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

აქ სულ რაღაც 300 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ზამთარში, იქაურ ზაფხულში, ქალაქი პოპულარული ლათინოამერიკელის, შაკირას მსგავსი ვარსკვლავებით ივსება. აქ მდიდრუსი სასტუმროები და რესტორნებია. იდეალური ადგილი იქნება მათთვის, ვისაც განმარტოება სურს.

კოჰ რონგი, კამბოჯა

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

თუ ცივილიზაციიდან მოშორებით გსურთ დასვენება, ამ კუნძულს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. არანაირი ხმაური და მანქანები! გარშემო მხოლოდ სიმშვიდე და ხელშეუხებელი ბუნებაა. მას ხუმრობით ასეც უწოდებენ: “ტაილანდი 20 წლის წინ”.

ბანგლადეში

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

ეს არაჩვეულებრივი ადგილი მრავალფეროვანი კულტურით და მდიდრული ისტორიით იწონებს თავს. ტურიზმი ქვეყანაში განვითარებული არაა, თუმცა აქ ბევრი ღირსშესანიშნაობაა: მაჰარაჯას სასახლე, მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე გრძელი სანაპირო.

სოფია, ბულგარეთი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

სოფია სხვა ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით ძალიან დაბალფასიანი ტურისტული ქალაქია. ბულგარეთის დედაქალაქი მდიდრული ისტორიული არქიტექტურით გამოირჩევა, რომელიც სულს შეგიკრავთ. ექსპერტების პროგნოზებით, სოფია დადხანს არ დარჩება ჩრდილში და მალე მისი ქუჩები ტურისტებით გაივსება.

ამბერგრის კაიე, ბელიზი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

ამ კუნძულს მდიდარი ისტორია აქვს. სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდნენ მაიას ტომები დასხვები. დღეს დაივერებს იზიდავთ, აქ ბელიზის ბარიერული რიფია.

მიანმა

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

მიანმა ანუ ბირმა აზიის პატარა სახელმწიფოა. 2010 წელს აქ 300 000 ვიზიტორი იყო, 3 წლის შემდეგ კი უკვე 2 მილიონი. ტურიზმი ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება აქ განმარტოება მოასწროთ. გაისეირნეთ ნავით მდინარეზე და დატკბით მზის ჩასვლის ხედით ბუდისტური არქიტექტურის ფონზე.

როატანი, ჰონდურასი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

საკრუიზო ლაინერებმა როატანის სანაპიროებისკენ სვლა 2005 წელს დაიწყეს. პოპულარობას დაივინგის მოყვარულებში მიაღწია. აქ შეგიძლიათ ასევე დაკავდეთ თევზაობით და ისიამოვნოთ კაიონს კოჩინოს არქიპელაგით.

აპულია, იტალია

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

აქ დასვენება სხვადასხვა სახის ემოციის გამოწვევას გპირდებათ: ზურმუხტისფერი ზღვა, წითელი მიწა, ოქროსფერი მზის ჩასვლა და სტუმართმოყვარე მაცხოვრებლები. სანაპირო დასვენებასთან ერთად მოინახულებთ ბარის ტაძარს, სანტა-კროჩეს ბაზილიკას, არქეოლოგიურ მუზეუმს და სხვა.

ზამბია და ზიმბაბვე

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

ისეთი შესანიშნავი ადგილი, როგორიც ვიქტორიას ჩანჩქერია, ყველამ იცის. მაგრამ, მასთან ახლოს ნაციონალური პარკია განთავსებული, რომელზეც ცოტას სმენია. უზარმაზარ ფართობზე, 14600 კილომეტრზე, მოინახულებთ ტბას, მცენარეთა იშვიათ სახეობებს და აფრიკულ გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს. ხვანგის სიამაყე სპილოებია, აქ ისინი 30 ათასზე მეტნი არიან.

პუსანი, სამხრეთ კორეა

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

სანამ ტუსიტები სეულში მიედინებიან, მეორე კორეული ქალაქი პუსანი ყურადღების მიღმა რჩება. მას კორეის საზაფხულო დედაქალაქს უწოდებენ, რადგანაც აქ ბევრი სანაპიროა. ამასთან, ქალაქი გამოირჩევა სამხატვრო მუზეუმებით, თევზის ბაზარით და ღია ხედებით.

მანილა, ფილიპინები

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

მანილა ფილიპინებში სიდიდით მეორე ადგილზეა. აქ გემრიელი და იაფი საკვებია. სადილი სულ რაღაც 18 $ დაგიჯდებათ, როცა დიდ ქალაქში იგივეს 90%-ად მოგართმევენ. ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობაა: ძველი ტაძრები, ლამაზი სასახლეები, მონასტერები და მუზეუმები.

ფუკუოკი, ვიეტნამი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

ეს უბრალოდ სამოთხეა! კუნძული თეთრი ქვიშით და კრისტალივით სუფთა წყლით გამოირჩევა. აქვეა ჯუნგლებიც. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგით, ცურვით, ფერმების მონახულებით. ფუკუოკზე დასვენება ბუნებასთან განმარტოების შეგრძნებას მოგანიჭებთ.

იორკი, დიდი ბრიტანეთი

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

იორკი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძველი ქალაქია. აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება ნამდვილ ინგლისურ ქალაქში იყოს: პაბები, ჩაის, ყავის სახლები. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა კათედრალური ტაძარია.

კაეპი, კამბოჯა

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

1908 წლიდან მოყოლებული, კაეპი ფრანგული ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ის გამოირჩეოდა ფანტასტიკური რესტორნებით და ვილებით. თუმცა, რამდენიმე წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ნანგრევები დარჩა. მიუხედავად ამისა, ეხლაც მშვენიერი დასასვენებელი ადგილია.

სალინას-გრანდესი, არგენტინა

მსოფლიოს 15 ადგილი, რომელსაც იქამდე უნდა ვესტუმროთ, სანამ ტურისტებით გაივსო

ეს მარილიანი უდაბლო 250 კმ სიგრძისაა, ფართობით კი 100 კილომეტრია. როცა წვიმა მოდის, ჩაღრმავებები წყლით ივსება და გიგანტურ სარკეს ემსგავსება. აქ გადის სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მაგრამ რთულად ხელმისაწვდომი ტრანსპორტის გამო ტურისტებს შორის პოპულარობით არ სარგებლობს.

Loading...

  კომენტარები