მთავარი ჯანმრთელობა ვიწყებთ ნაწლავების გენერალური დასუფთავებას: აიღეთ სკრაბი და მიყევით ამ რეცეპტს.

ვიწყებთ ნაწლავების გენერალური დასუფთავებას: აიღეთ სკრაბი და მიყევით ამ რეცეპტს.

by guramus

არ არსებობს ზუსტი წესი, რომელიც გვეტყვის თუ რამდენჯერ უნდა დაიცალოს ადამიანმა ნაწლავები დღის განმავლობაში. ნორმის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი-სამი დეფეკაცია მთელი დღის მანძილზე.

ზოგი გასტროენტეროლოგი თვლის, რომ კუჭში გასვლა უნდა მოხდეს ყოველი კვებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. თუმცა, საკითხი, რაშიც სპეციალისტები ერთ აზრზე არიან არის ის, რომ სჯობს კუჭში გასვლა ხშირად, ვიდრე იშვიათად.

დაცობილი ნაწლავი იწვევს სოკოვანი დაავადების განვითარებას და აგრეთვე პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას, ეს კი თავის მხრივ სისხლის მოწამვლის საწინდარი ხდება ხოლმე. შედეგად ავადდება ორგანიზმში არსებული ყველა უჯრედი და სუსტდება ყველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება.

პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარეობს, ასევე აისახება კანის ზოგად მდგომარეობაზეც. იწყება კანის მოდუნება, ჩნდება სიმშრალე, აქერცვლა და აკნეც კი. ეს ყველაფერი ხშირად ნაწლავების არარეგულარული დაცლის მძიმე შედეგებია.

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სწორად

ჩვენს ძალებშია ის, რომ დავეხმაროთ ნაწლავებს საათივით მუშაობის პროცესში. ამისთვის აუცილებელია რაციონში უხეში უჯრედისის რაოდენობის მაქსიმალური ზრდა. დაამატეთ მენიუში რაც შეიძლება მეტი უმი ბოსტნეული, ხილი და ქატო.

ამავე დროს, უარი უნდა თქვათ ცომეულ პროდუქტზე და უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პურზე. გარდა ამისა რაციონიდან ამოიღეთ რძისა და სახამებლის შემცველი პროდუქტები.

ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ, ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავი სასმელის რეცეპტს, რომელიც როგორც ცოცხი, ისე გაასუფთავებს თქვენს ნაწლავებს და გაასწორებს მის ზედაპირზე არსებულ ყველა ხაოს.

ნაწლავების გამწმენდი საშუალება

სასმელის ინგრედიენტები

  • 3 ს. კ. სელის თესლი
  • ნახევარი ჩ. კ. შვრიის ბურღული (და არა სწრაფი მომზადების ფანტელი)
  • 10 ცალი მარწყვი (მარწყვის გარდა შეიძლება შავი მოცხარის ან ჟოლოს ერთი მუჭი)
  • ერთი ვაშლი ან მსხალი
  • 3 ან 4 ისპანახის ფურცელი
  • 150 მლ წყალი

მომზადება და მიღება

1. საღამოს პერიოდში ( ანუ დალევამდე წინა დღით) შვრიის ბურღულს დაასხი 100 მლ წყალი და შედგი ის მაცივარში. დარჩენილ სითხეში (50 მლ წყალი) ჩაალბე სელის თესლი.

2. დილით გაფუებული სელი და შვრია გადაიტანე ბლენდერში და დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები. შემდეგ ათქვიფე ბლენდერში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებ.

3. მომზადების შემდეგ მალევევე დალიე ეს კოქტეილი. ნარევის ნარჩენები თუ გსურს, სახეზე წაისვი და დაიტოვე 10-15 წუთის მანძილზე. საუზმე მიიღე კოქტეილის დალევიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ.

4. კოქტეილი გამოიყენე ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. მართლაც გაგაკვირვებს ის მეტამორფოზა, რომელსაც განიცდის არამხოლოდ შენი კანი, არამედ მთლიანი ფიგურა. სახე გახდება უფრო ახალგაზრდა და უფრო სუფთა, ხოლო ტანი კი შესამჩნევად გათხელდება.

ნაწლავის სკრაბში შემავალი ყველა პროდუქტი ცალკე მისაღებადაც ძალიან ეფექტურია, თუმცა ერთობლივ კომბინაციაში მათ კიდევ უფრო ძლიერი მოქმედება აქვთ.

ეს კოქტეილი ნაწლავს არამხოლოდ მექანიკურად ასუფთავებს, არამედ ბოლომდე გამოდევნის მისგან ყველა არასაჭირო და მავნე ნივთიერებასაც. უჯრედისის 70% ზე მეტი საკვებს აძლევს სასარგებლო ბაქტერიებს, რის შედეგადაც ხდება მათი გამრავლება და შესაბამისად, მიკროფლორის თვალსაჩინო გაჯანსაღება.

ზოგჯერ ცოტა ხნით საჭირო ხდება, რომ ნაწლავი საკვებისგან დავასვენოთ. მხოლოდ ერთი დღით შიმშილის შედეგადაც კი შეიძლება დარეგულირდეს ნივთიერებათა ცვლა და დაიწყოს ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და წონაში კლების პროცესი.

გისურვებთ სიმსუბუქეს თქვენს სხეულსა და აზრებში!

გამოიყენეთ ეს სასარგებლო რჩევები პრაქტიკაში და გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!