მთავარი კულინარია ბერძნული სამზარეულოს 7 გასაოცარი კერძი

ბერძნული სამზარეულოს 7 გასაოცარი კერძი

by guramus

ბერძნული სალათა საბერძნეთის ერთადერთი ნაციონალური კერძი არაა. გაგიგიათ “პესტიციო”, “მელომაკარონა” ან “კეფტედესი”?

წარმოგიდგენთ განუმეორებლად გემრიელ ბერძნულ კერძებს, რონლებიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ.

 

ბერძნული სალათა – Χωριάτικη σαλάτα

ინგრედიენტები:

  • 200 გ პომიდორი
  • 150 გ კიტრი
  • 150 გ ფეტა (ბერძნული ყველი)
  • 50 გ დაჭყლეტილი ხახვუ
  • 25 გ ოხრახუში
  • 60 გ ზეთისხილი
  • 15 გ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი, ორეგანო

მომზადება:

  1. დაჭერით ყველი ფეტა კუბიკებად, წვრილად დაჭერით ოხრახუში.
  2. შემდეგ დაჭერით ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი და ხახვი) და დაუმატეთ ზითისხილი და ზეითუნის ზეთი. აურიეთ.
  3. დაუმატეთ ყველი ფეტა.
  4. მოაყარეთ ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

მწვადი – Σουβλάκι

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 1 თაცი დაჭყლეტილი ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 პომიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ. კ. ორეგანო
  • 1/2 ლიმნის წვენი
  • მარილი, ახლადდაფქული შავი პილპილი

მომზადება:

  1. ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. ხახვი და ბულგარული წიწაკა დიდ კვადრატებად.
  3. ნიორი დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთთან და ორეგანოსთან.
  4. ჯამში მოათავსეთ ხორცი, პილპილი და ხახვი. დაუმატეთ მარინადი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ. დაახურეთ თავზე და მაცივარში 3 საათით შეინახეთ.
  5. შამფურებზე მორიგეობით წამოაცვით ხორცის და ბოსტნეულის ნაჭრები. ხის შამფურები წინასწარ ნახევარი საათით წყალში გააჩერეთ.
  6. გაზქურას დააფარეთ ფოლგა, ზევიდან რკინის თარო და მასზე შამფურები.
  7. 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 30 წუთით მოათავსეთ.

 

გამომცხვარი მაკარონი ხორცით – Παστίτσιο

ინგრედიენტები:

  • 800 გ მაკარონი (სქელი სპაგეტი ან ნებისმიერი სქელი მაკარონი)
  • 800 გ ნებისმიერი ფარში
  • 2 ხახვი
  • 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო
  • 1 ჭიქა ტომატის წვენი

კრემისთვის:

  • 2 ს. კ. ნაღების კარაქი
  • 1/2 ლ რძე
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • 200 გ ნებისმიერი ყველი მაგარი სახეობების
  • დარიჩინი
  • მუსკატის თხილი
  • მარილი, პილპილი

მომზადება:

  1. მოხარშეთ მაკარონი ბოლომდე, დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი.
  2. ტაფაზე შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ფარში და აურიეთ.
  3. 5-7 წუთის შემდეგ დაუმატეთ ღვინო,მარილი, პილპილი, ცოტაოდენი დარიჩინი და მუსკატის თხილი. როგორც კი ღვინო აორთქლდება, დაუმატეთ ტომატის წვენი და აურიეთ. მოამზადეთ, სანამ სირბილე არ დაიკარგება.
  4. კრემისთვის: ქვაბში საშუალო ცეცხლზე დაადნეთ ნაღების კარაქი. შემდეგ მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი, რძე, მარილი და პილპილი კრემოვანი მდგომარეობის მიღებამდე. სულ ბოლოს დაუმატეთ ყველი.
  5. ღრმა გაზქურაში, რომელსაც მცენარეული ზეთი უსვია, ყველა ფენა დააწყვეთ: 1/2 ნაწილი მაკარონი, ფარში, 1/2 ნაწილი მაკარონი, ზევიდან კრემი.
  6. წინასწარ 180-200ºC-ზე აგცხელებულ გაზქურაში მოამზადეთ 30-40 წთ. კრემმა წითელ-ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს.

 

პიტა ქათმით – Κοτόπουλο Γύρος

ინგრედიენტები:

  • 4 ც პიტა
  • 200 გ ქათმის ფილე
  • 200 გ სალათის ფურცელი
  • 30 გ წითელი ხახვი
  • 20 გ ვაშლის ძმარი
  • 50 გ ქინძი
  • 30 გ კამა
  • 1  ნიორი
  • 200 гგ ნატურალური იოგურტი
  • 40 გ სოიოს სოუსი (ან მარილი/პილპილი)

მომზადება:

  1. სოუსისთვის: დაჭყლიტეთ 1 მარცვალი ნიორი, წვრილად დაჭერით კამა, დაუმატეთ ქინძი, იოგურტი, სოიოს სოუსი (ან მარილი/პილპილი). ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში შედგით.
  2. ქათმის ფილე საშუალო ნაჭრებად დაჭერით, დააწყვეთ ტაფაზე, სადაც ზეითუნის ზეთი ასხია, მოასხით სოიოს სოუსი და პაპრიკა. გადმოიღეთ როცა ოქროსფერი იქნება.
  3. წითელი ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და დაამარილეთ ვაშლის ძმარში 5 წუთით.
  4. პიტა მოათავსეთ გაქურაში და წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 3-4 წთ გააჩერეთ.
  5. გამოიღეთ პიტა. ჯერ მოათავსეთ 100 გ სალათის ფურცელი, შემდეგ ხახვი და 1 ს.კ. სოუსი, დაუმატეთ ქათამი, დაასხით 2 ს.კ. სოუსი და დაუმატეთ დარჩენილი სალათი.

 

კოტლეტები საკმაზებით – Κεφτέδες

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის ფარში
  • 150 გ დაჭყლეტილი ხახვი
  • 1-2 კბილიდ აჭყლეტილი ნიორი
  • 100 გ (2 ნაჭერი) გამხმარი პური
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. გამხმარი ორეგანო
  • 4 ს.კ. დაჭყლეტილი ოხრახუში
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • მარილი, პილპილი
  • ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის

მომზადება:

  1. ფარშისთვის: ჩაალბეთ პური წყალში ან რძეში (5-10 წთ). შემდეგ ხელით მოზილეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები, ფქვილის და ზეთის გარდა, კარგად მოზილეთ ფარში.ფარშიან ჯამს დაახურეთ საკვებისთვის განკუთვნილი პარკი და მაცივარში 1-1,5 საათით დატოვეთ. ამის შემდეგ გამოიღეთ და სითხე გადაასხით.
  2. ერთ ხორცის ბურთულაზე აიღეთ 2 ს.კ. ფარში. შეწვამდე ყოველი ბურთულა ფქვილში ამოავლეთ.
  3. ნახევრად ჩაძირეთ კარგად გაცხელებულ ზეთში და შეწვით 10 წუთი ისე, რომ ერთნაირი ყავისფერი შეფერილობა მიიღონ.
  4. მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან გაიწმინდოს.

 

ვაშლის ღვეზელი – Μηλόπιτα

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 1 კგ გასუფთავებული ვაშლის პიურე
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. დაფხშვნილი სუხარი
  • 100 გ დაჭყლეტილი ნიგოზი
  • მარილი
  • დაფქული დარიჩინი
  • 150 გ მარგარინი
  • 100 გ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი

მომზადება:

  1. ცომისთვის: აურიეთ ფქვილი, მარგარინი, წყალი და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  2. ვაშლის პიურეს შეურიეთ შაქარი, ლიმონი, სუხარი, ნიგოზი და დარიჩინი.
  3. გაყავით ცომი ორ ნაწილად: პირველი ნაწილი მრგვალ ფორმაზე დადეთ და ზევიდან ვაშლის პიურე მოათავსეთ. მიღებულ მასას დარჩენილი ცომი დაასხით.
  4. გამოაცხვეთ გაზქურაში 175ºC ტემპერატურაზე 50-60 წუთით.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: