მთავარი კულინარია აი, როგორ ავარჩიოთ მწიფე ნესვი

აი, როგორ ავარჩიოთ მწიფე ნესვი

by guramus

“ტკბილი, როგორც თაფლი, გლუვი, როგორც გოგონა” – ეს სიტყვები საბჭოთა ფილმებიდანაა პოპულარული და ნესვის ლაკონურ განსაზღვრებად ითვლება.

აღმოსავლეთში ნესვს გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად თვლიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის თვალებს ბრწყინვალეს ხდის, თმებს აბრეშუმისებრს, მამაკაცებს გამძლეებს, ქალებს უფრო ახალგაზრდებს.

მაგრამ, ხანდახან მათ არჩევში ვცდებით…

ხანდახან ის მწვანეა ან უბრალოდ არატკბილი. წარმოგიდგენთ საიდუმლოებებს, რომლებიც დაგეხმარებიან გემრიელი და არომატული ნესვი აარჩიოთ.

როგორ ავირჩიოთ ნესვი

გარეგნული იერი
ნესვი შავი ლაქების, ღრმა ბზარების და ფოსოების გარეშე უნდა იყოს. სჯობს უკვე გაჭრილი ნესვი არ აიღოთ,რ ადგანაც შესაძლოა საშიში მიკროორგანიზმები მასში მოხვედრილიყვნენ.

სასურველია საშუალო ზომისას თუ აიღებთ. პატარები დიდი ალბათობით მწვანეები იქნებიან, ძალიან დიდები კი შესაძლოა ზრდის სპეციალური სტიმულატორებით გაზარდეს.

თუ ნესვებზე უფრო ფართოდ ვისაუბრებთ, მათი ქერქი ღია ყვითელი შეფერილობის უნდა იყოს. მწვანეები დაუმწიფებლები იქნება, ძალიან ნათელი ყვითლები კი დიდი რაოდენობით ნიტრატების შემცველი.

სახლის პირობებში მის მდგომარეობას გაჭრით და დათვალიერებით შეაფასებთ. ნიტრატებით სავსეს შემთხვევაში ღეროსთან, ბოლოებში არსებული რბილობის ფერი განსხვავდება შუა ნაწილისგან. ამან უნდა შეგაშინოთ.

თუ რბილობში შეიმჩნევა გრძივი ძარღვები ან მარცვლები ცაირიელი, ნაცრისფერი ფერისაა, ესეც ქიმიურ გადამუშავებას მიუთითებს.

ქერქი
ზევიდან ნესვზე ნარინჯისფერი ძარღვებია შესამჩნევი. თუ ისინი მწვანე ფერისაა, ნესვი ჯერ არ დამწიფებულა, შეგიძლიათ ჩაჭყლიტოთ ის ფრჩხილით.

მწიფე ნესვს რბილი ქერქი აქვს, რომელიც ადვილად იჭყლიტება და მწვანე ფენას ხსნის. ზოგიერთი ჯიშის შემთხვევაში ის შეიძლება მტკიცე იყოს. მწიფე ნესვში მაგარ კურკებს აღმოაჩენს, დაუმწიფებელში მარცვლები რბილი იქნება.

სუნი
ნესვის სიმწიფის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მისი სურნელია. ძლიერი და ტკბილი არომატი ანანასის და მსხლის ნოტებს შეიცავს. დაუმწიფებელს უფრო ბალახის სუნი აქვს.

დასუნეთ ის უკნიდან და წინიდან. თუ ერთნაირ სასიამოვნო სუნს იგრძნობთ, თამამად შეიძინეთ.

ხმა
საზამთროსგან განსხვავებით, რომლის სიმწიფესაც ხმით მივხვდებით, დაუმწიფებლის შემთხვევაში დაკაკუნებისას ხმა ყრუ უნდა იყოს. თუ ჟღერადია, მაშნ მისი შგნეული მწვანე იქნება.

კუდის და ცხვირი
ეს არის ის შემთხვევა, როცა ზომას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ნუ აყვებით გავრცელებულ მითებს.

ცხვირს მაინც შეეხეთ. ის რბილი და ოდნავ ელასტიური უნდა იყოს. თუ ძალიან მაგარია, მაშინ ნესვი მწიფე არაა. თუ ძალიან რბილია და ელასტიური არაა, მაშინ დიდხანს ინახებოდა ან გადამწიფდა.ასევე ღირს ყურადღება გაამახვილოთ მის კუდზე. ის მშრალი უნდა იყოს. თუ მწვანე და მსუქანია, მაშინ ადრე დაკრიფეს.

ახლა როცა წესები იცით, უფრო ოსტატურად აარჩევთ ამ ხილს დახლებზე.

ყველა ნესვი დაბალკალორიულია და ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია, მაგრამ ფრთხილად იყავით. სხვა პროდუქტებთან შეხამებისას შეიძლება არასასიამოვნო სიმპტომების მიზეზი გახდეს. გამოიწვიოს გაზები და კუჭში დისკომფორტი.

დიეტოლოგები რეკომენდაციას გვიწევენ ნესვი სხვა პროდუქტებთან ერთად არა, მხოლოდ განცალკევებით მივირთვათ. არ ღირს მისი მირთმევის შემდეგ დალიოთ რძე, წყალი ან ალკოჰოლი. ინტერვალი საკვებებს შორის 2 საათს უნდა შეადგენდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: