მთავარი ადამიანები კვლევის მიხედვით, ზოგ ადამიანს თავისი ცხოველი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვა ადამიანები

კვლევის მიხედვით, ზოგ ადამიანს თავისი ცხოველი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვა ადამიანები

by Keti

დარწმუნებულები ვართ, რომ იცნობთ ან გსმენიათ ისეთ პიროვნებებზე, რომლებსაც თავიანთი ძაღლები ან კატები უფრო უყვართ, ვიდრე სხვა ადამიანები, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის ასეთი შემაცბუნებელი პარადოქსის მიზეზი? ჩრდილო აღმოსავლური უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოინდომეს, რომ ამ საკითხს უფრო ღრმად გასცნობოდნენ და გაერკვიათ მიზეზი, თუ რატომ უყვართ ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი ცხოველები სხვა ორფეხა არსებებზე ძლიერად.

ჩვენმა რედაქციამ მოკლედ მოუყარა თავი მკვლევარების სათქმელს, რასაც დღეს გაგიზიარებთ და თქვენც უკეთ გაიგებთ, რატომაც გიყვართ ცხოველები ასე ძალიან.

როგორ გამოიყურება კვლევა?

კვლევა, რომელიც ჟურნალში – ,,საზოგადოება და ცხოველები” გამოქვეყნდა, ჩატარდა მკვლევარების – ჯეკ ლევინისა და არნოლდ არლუკის მიერ. მათ სურდათ გაეგოთ, თუ რა მიზეზით ზრუნავენ ადამიანები ცხოველებზე მთელი ძალისხმევით და ამ ზრუნვაში რატომ ავიწყდებათ სხვა ადამიანები. ექსპერიმენტი ფოკუსირებული იყოს ტესტირებაზე, სადაც ადამიანები ცხოველის მიმართ ცუდი მოპყრობის შემდეგ უფრო მძიმედ გრძნობდნენ თავს, ვიდრე, როცა ადამიანებს ექცეოდნენ ცუდად.

მეთოდი, რომელიც მათ გამოიყენეს

ამ ფენომენის უკეთ გასარკვევად, გამოიკითხა 240 სტუდენტი, რათა მათი ემპათიის მაჩვენებელი გამოევლინათ ორ შემთხვევაში: პირველში, მოზრდილი ადამიანი ან ბავშვი ბეისბოლის ბიტით სცემეს, მეორეში კი ლეკვი ან ზრდასრული ძაღლი აწვალეს. ორივე სცენარი ეფუძნებოდა ყალბ სიახლეს. ისინი, ვინც ბავშვის ცემის ან ლეკვისა თუ მოზრდილი ძაღლის წვალების ამბავი წაიკითხა, ბევრად უფრო აღშფოთებული და გულაჩუყებული იყვნენ, ვიდრე იმ ამბის წაკითხვის შემდეგ, სადაც ზრდასრულ ადამიანს სცემდნენ.

რატომ აფასებენ ადამიანები შინაირ ცხოველებს ადამიანებზე მეტად

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანები ცხოველების ტანჯვას უფრო განიცდიან, ვიდრე ადამიანების ტკივილს. რეაქცია მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა წვალების მსხვერპლი ზრდასრული ადამიანის ნაცვლად ბავშვია. ეს შესაძლოა იმიტომ იყოს ასე, რომ ბევრი ადამიანი, ასაკის მიუხედავად, ძაღლებს უფრო მოწყვლად არსებებად მიიჩნევს, მაშინ როცა ზრდასრულ ადამიანებს თითქოს თავდაცვის უკეთესი მექანიზმი აქვთ ჩართული. ასევე მიზეზი ისიცაა, რომ ადამიანები ძაღლებს ყოველთვის ბავშვებად ან ოჯახის წევრებად აღიქვამენ.

კვლევის შედეგი

ხსენებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მსხვერპლის ასაკი, ადამიანის წვალების შემთხვევაში, საკვანძო ფაქტორია და პატარა ასაკის პიროვნებების მიმართ უფრო ემპათიურები ვხდებით. ხოლო ძაღლების წვალების შემთხვევაში, ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს და ბევრ ადამიანს ისინი ერთნაირად უყვარს, მიუხედავად იმისა, ლეკვი იქნება ის თუ დიდი ძაღლი. როგორც მკვლევარებმა ივარაუდეს, ეს განპირობებულია მსხვერპლის დაუცველობით – ანუ მას ვისაც ჩაგრავენ, თუ ნაკლებად შეუძლია თავის დაცვა, ის უფრო მეტად გვეცოდება.

ცხადია, რომ ბევრ ადამიანს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს შინაურ ცხოველებთან და მათ შორის გაცილებით უფრო მტკიცე კავშირიც შეინიშნება, ვიდრე ადამიანთაშორის ურთიერთობებში, თუმცა მაინც ვერ განვაზოგადებთ იმას, რომ დისტრესი და ემპათია ყოველთვის პირველი რეაქცია იქნება ცხოველების წვალების შესახებ ინფორმაციის გაგების დროს. მოსაზრებები შინაური თუ გარეული ცხოველების მიმართ განსხვავებულია ადამიანებს შორის და არ არის გამორიცხული, კვლევათა შედეგებმა ბევრი წინააღმდეგობრივი მოცემულობა გამოავლინოს.

რას ფიქრობთ თქვენ ამ კვლევის შესახებ? არჩევანი რომ გქონდეთ, ვის გადაარჩენდით, ადამიანს თუ ცხოველს? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: