მთავარი კულინარია რეცეპტი: აი, როგორ შევინახოთ საზამთრო მინის ქილებში.

რეცეპტი: აი, როგორ შევინახოთ საზამთრო მინის ქილებში.

by guramus

საზამთრო კენკრაა თუ ხილი? სანამ მეცნიერები ამ საკითხში გაერკვევიან, გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და მოვამზდოთ მრავალფეროვანი კერძები ამ კაშკაშა ბახჩეულისგან.

ცივი საზამთრო უგემრიელესია ზაფხულის ცხელ დღეებში. თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგჯერ არცთუ გემრიელი ნაყოფი შეგვხვდება. არ იჩქაროთ მისი გადაგდება. ასეთი საზამთროსგან სხვადასხვა გემრიელი კეძის მომზადება შეიძლება.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი და სასიამოვნო გემოს მქონე  ნუგბარის რეცეპტებს, რომლებიც საზამთროს სხვადასხვა ნაწილისგან მზადდება.

საზამთროს მურაბა შავი პილპილით

ამ მურაბისთვის დაუმწიფებელი, მოვარდისფრო რბილობის მქონე საზამთროც გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • 900 გ საზამთროს რბილობი თესლის გარეშე
  • 100 გ კაკლის მთლიანი ლებანი
  • 700 გ შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. შავი პილპილი

მომზადება

1. საზამთრო გაფცქვენი და ამოაცალე კურკები. რბილობი დაჭერი კუბებად, დააყარე შაქარი და დადგი 2 საათით.

2. შემდეგ რბილობი გადაიტანე სქელძირიან ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე. რომ ადუღდება, დაამატე პილპილი და ნიგოზი.

3. ხარშე დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი. არ დააფარო სახურავი, სიროფი უნდა ამოშრეს და გასქელდეს.

4. მზა მურაბა ჩაასხი გასტერილებულ ქილებში და მოხუფე. შეინახე გრილ ადგილას.

საზამთროს სალათი ფეტათი

ინგრედიენტები

  • 500 გ საზამთროს რბილობი
  • 150 გ რბილი ყველი
  • 15 ცალი უკურკო ზეთისხილი
  • 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • კამა, როზმარინი, ბაზილიკი, მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. საზამთრო და ყველი დაჭერი კუბებად.
  2. ზეთისხილი გაჭერი შუაზე. დაჭერი მწვანილიც. აურიე ერთმანეთში ყველაფერი. დაამატე ზეთი და მარილი.

საზამთროს სალათი კიტრით

ინგრედიენტები

  • 500 გ საზამთრო
  • 4 ცალი კიტრი
  • 200 გ ბრინზა ყველი
  •  რამდენიმე ღერო პიტნა
  • 5 ღერო ბაზილიკი
  • ერთი ლიმონი
  • ნახევარი წითელი ხახვი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერი საზამთრო, კიტრი და ბრინზა კუბებად, ხახვი – ნახევარრგოლებად. შეურიე მათ პიტნისა და ბაზილიკის ფოთლები. სალათას მოასხი ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენისა და თაფლის ნარევის სოუსი. მოაყარე მარილი და პილპილი გემოვნებით.

დამარინადებული საზამთრო მოლდავურად

შეარჩიეთ 1-3 კგ წონის საზამთრო.

ინგრედიენტები 8 სამლიტრიან ქილაზე

  • 20 კგ არამსხვილი საზამთრო
  • 2 კონა ნიახური
  • 80 მარცვალი შავი პილპილი
  • 16 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 16 ცალი მიხაკი
  • 0,5 ჭიქა მარილი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • 500 მლ 70%იანი ძმრის ესენცია
  • 10 ლ წყალი

მომზადება

1. გარეცხე საზამთრო კარგად.

2. ყოველი ქილის ძირში ჩააწყე 2-2 კონა ნიახური და 2 ცალი მიხაკი. დაჭერი საზამთრო მეოთხედებად ან ნახევარრგოლებად. შუაგული ამოაჭერი. ყოველი ნაჭრის სისქე 2-3 სმ უნდა იყოს. ჩაალაგე ქილაში მჭიდროდ.

3. მარინადისთვის 10 ლ წყალი დადგი ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატე დაფნის ფოთოლი, მარცვლოვანი პილპილი, შაქარი, მარილი და ძმრის ესენცია. წამოადუღე და გამორთე.

4. ჩაასხი ქილებში მარინადი. დაახურე ლითონის ხუფები და შედგი ცივ აერღუმელში სტერილიზაციისთვის. შემდეგ ჩართე ღუმელი 180 გრადუსზე.

5. გაასტერილე სამლიტრიანი ქილები ადუღებიდან 25 წუთის განმავლობაში, ერთლიტრიანები კი – 10 წუთის.

6. შემდეგ გამოიღე ქილები და მოხუფე სტერილური ხუფებით. გადააბრუნე ქილები და შეფუთე პლედით. დატოვე 24 საათით.

ცუკტები საზამთროს ქერქისგან

ინგრედიენტები

  • 1,2 კგ საზამთროს ქერქი
  • 800 გ შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ლიმონი
  • 100 გ შაქრის პუდრა

მომზადება

  1. საზამთროს ქერქი კუბებად დაჭერი და ჩაუშვი შაქრის სეროფში, რომელიც მომზადებულია 1 ლ წყლისა და 700 გ შაქრისგან.
  2. ხარშე ოთხ ეტაპად – წამოადუღე და გააციე. ქერქი უნდა გახდეს გამჭვირვალე.
  3. გადაწურე ბადეზე, რათა სეროფი მოშორდეს. შემდეგ ქერქები ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანე და დატოვე 2-3 საათით ბოლომდე გასაშრობად.
  4. საბოლოოდ ცუკატები გამოაშრე ღუმელში 35-40 გრადუს ტემპერატურაზე 12-24 საათის განმავლობაში.

5. გამომშრალი ცუკატები ამოავლე შაქრის პუდრაში და შეინახე ჰერმეტულ ჭურჭელში.

საზამთროს ნაყინი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 8 ჭიქა საზამთროს რბილობი (კურკის გარეშე)
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი

მომზადება

ჩაასხი ქვაბში წყალი და ჩაყარე შაქარი. წამოადუღე, დაუწიე ცეცხლს და ადუღე, სანამ შაქარი სულ არ გაიხსნება. საზამთროს რბილობი და ლიმონის წვენი ათქვიფე ბლენდერში. ჩაყარე გაციებულ სეროფში და კვლავ ათქვიფე. გადაასხი საზამთროს სიროფი სანაყინე ფორმებში და შედგი საყინულეში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გემრიელი კერძები არამხოლოდ თვალს გაგიხარებთ, არამედ კუჭსაც. ახლა უკვე იცით, თუ როგორ გააკვირვოთ ახლობლები უჩვეულო ნუგბარით. აუცილებლად სინჯეთ ამ ახალი რეცეპტების მიხედვით რაიმეს მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი კულინარული მიღწევები კომენტარებში!

სტატია თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: