ქათმის კვერცხი ყველა დიასახლისის საყიდლების სიაშია. ეს პროდუქტი მუდამ მაცივარშია. მაგრამ, ერთეულებმა თუ იციან ქათმის კვერცხის სამზარეულოს მიღმა გამოყენება. მაგალითად, წყალი, რომელშიც ისინი იხარშება ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის.
ასევე, კვერცხის გული შეუცვლელი კომპონენტია სახის ნიღბებისთვის. ასეთი კოსმეტიკური საშუალება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ საკუთარი ხელებით.
კოსმეტიკური საშუალებები კვერცხის გულით კანს ატონიზირებს და სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. ამ შემთხვევაში ეს კომპონენტები ერწყმის თაფლს და სხვადასხვა სახეობის ზეთებს. ასევე, კვერცხის გული ეპიდერმისის სრულყოფილებისთვისაც გამოიყენება. ებრძვის გამონაყარს, კანის გაღიზიანებას, ქავილს.
კვერცხის გულის ნიღბების რეგულარული გამოყენება სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს. ნიღბები დააცხრობენ ანთებას და სახის სიწითლეს. ასევე მათ ლიფტინგ ეფექტი აქვთ. სახე მსგავსი ნიღბის მიღების შემდეგ უფრო დაჭიმული, ჯანსაღი და გლუვია.
დამატენიანებელი ნიღაბი
2 ჩაის კოვზი თბილი თაფლი ათქვიფეთ 1 კვერცხის გულთან ქაფის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი. ეს იდელური საშუალება სახის კანს გაღიზიანებისგან დაიცავს. გამოყენეთ ყოველდღე ლოკალურად ან მთელ სახეზე.
ნიღაბი გამონაყარისა და გაღიზიანებისთვის
2 ჩაის კოვზი ახლადდაწურული ალოეს წვენი აურიეთ 1 ჩ.კ. ნატურალურ თაფლთან. დაუმატეთ კვერცხის ცილა და აურიეთ. ეს ეფექტური ნიღაბი დაეხმარება როგორც თინეიჯერს, ისე ზრდასრულ ქალს.
გამათეთრებელი ნიღაბი
2 ჩ.კ. თაფლი ათქვიფეთ კვერცხის გულთან ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ ახლადდაწურული ლიმნის წვენი ან 1 ჩ.კ. ცედრა. ასეთი ნიღაბი პიგმენტაციისგან სამუდამოდ გიხსნით. გამოიყენება ჭორფლების ამოსაყვანადაც გაზაფხულზე.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
აურიეთ კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი და ბანანის პიურე. შეგიძლიათ ცოტა ხნით მაცივარში გააჩეროთ, სანამ წაისმევთ. ასეთ ნიღაბი ნებისმიერი სახის ნაოჭებს ებრძვის. თუ რეგულარულად მიღებთ და არც ჯასნაღ კვებას დაივიწყებთ, შედეგით გაოცდებით.
ამ ნიღბების რეგულარული გამოყენება კანს ზაფხულში ულტრაიისფერი სხივებისგან და ზამთარში ცივი ქარისგან დაიცავს. ისინი წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერ კანის ტიპს დაეხმარებიან. გადაწყვეტენ კანის პრობლემების უმრვლესობას. რაც მთავარია, მხოლოდ კაპიკები დაგიჯდებათ.