მთავარი ჯანმრთელობა ნუ შეუშინდებით ასაკს, უბრალოდ დაჯექით და ეს მოძრაობები გააკეთეთ

ნუ შეუშინდებით ასაკს, უბრალოდ დაჯექით და ეს მოძრაობები გააკეთეთ

by Keti

მასაჟი – ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ არამხოლოდ მოვდუნდეთ, არამედ მრავალი უსიამოვნო შეგრძნებისგან განვთავისუფლდეთ.

სწრაფი მასაჟი

თვითმასაჟის მეთოდი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან ის მრავალ შემთხვევაში წარმოადგენს პირველად დახმარებას – მაგალითად, თავის ტკივილის დროს.

რა თქმა უნდა, ზურგის სწრაფ მასაჟს დახმარების გარეშე ვერ გაიკეთებ, მაგრამ მასაჟის ის ტიპი, რომელზეც ჩვენ დღეს მოგიყვებით, შეგიძლიათ თავისუფლად განახორციელოთ სხვისი დახმარების გარეშე.

ეს მასაჟი წარმოადგენს მთავარ ლაიფჰაკს თავის ტკივილის წინააღმდეგ, იგი  ჯერ კიდევ იმ დროს ტარდებოდა, როცა სიტყვა ,,ლაიფჰაკის” მნიშვნელობა არავინ იცოდა.

ყველა ადამიანისთვის ცნობილია, რომ ჩვენს ტერფებზე მრავალი ნერვული დაბოლოება და წერტილია, რომლებიც პასუხს აგებს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე. ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით შესაძლოა, რომ სწრაფად დაამარცხოთ თავის ტკივილი.

ფეხის თითების მასაჟი

  1. ფეხის თითების დამასაჟების დროს, ზეწოლა მოახდინე ხელის დიდი თითით.
  2. ტერფის თითების მასაჟი საჭიროა გაგრძელდეს დიდხანს, ნელა და რბილად.
  3. ზეწოლა უნდა მოხდეს ყველა მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა მიექცეს თითის ბოლოს ფრჩხილის ფირფიტას.
  4. გულმოდგინედ გამოიკვლიე ფეხის თითები, იპოვე მასზე ტკივილის წერტილები და აკურატულად დაიზილე ისინი, სანამ ტკივილი არ გაქრება.
  5. მალე იგრძნობ, რომ თავის ტკივილი უკან იხევს, მაგრამ ჯერ არ უნდა შეჩერდე. განაგრძე ფეხის თითების მასაჟი.

ეცადე, რომ დაიმახსოვრო ეს მეთოდი და გამოიყენო ის მაშინაც, როცა თავის ტკივილი თანდათან მატებას იწყებს.

ასევე ეფექტურ მეთოდად ითვლება თავის სწრაფი მასაჟი. ის არამხოლოდ ადუნებს ორგანიზმსს, არამედ ასევე ახდენს თმის ზრდის სტიმულირებას.

რეკომენდებულია, რომ ყოველდღე გაიკეთოთ სხვადასხვა სახის მასაჟი. მაგალითად, კისრის მასაჟი – რადგან ის არის საუკეთესო მეთოდი მეორე ღაბაბის წარმოქმნის წინააღმდეგ.

კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს იაპონური მასაჟიც. ეს ნაცია ჯერ კიდევ ძალიან ბევრ საიდუმლოს მალავს.

გთავაზობთ თვითმასაჟის რამდენიმე ზოგად წესს, რომლებიც დაგეხმარებათ მეთოდების სწრაფად ათვისებაში:

1.  დაჯექი იატაკზე ან დივანზე. მიეყრდენი მას ზურგით. ფეხები გქონდეს ნახევრად მოხრილი და მსუბუქად განზე გაწეული. დაიზილე და დაიმასაჟე ფეხის თითები, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსარი, აქილევსის მყესი, დაიზილე მუხლი, წვივი. მუხლის ქვეშ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთო მასაჟი.

2. დაჯექი დივანზე და მიეყრდენი ზურგს, ერთი ფეხი მოხარე, დადე დივანზე, მეორე კი ჩამოუშვი. გაიკეთე მასაჟი ბარძაყის წინა და შიგნითა ზედაპირზე.

3. დაწექი გვერდზე და დაიწყე ბარძაყის გარეთა ზედაპირის დაზელვა.

4. დადექი სწორად, წონა ერთ ფეხზე გადაიტანე და დაიმასაჟე მეორე დუნდულის კუნთები. გამოიყენე ყველა შესაძლო მასაჟური მოძრაობა მორიგეობით. შეცვალე მდებარეობა და დაიმასაჟე მეორე დუნდულა.

5. დადექი სწორად, ფეხები დადგი ერთად. ხელი გასწიე უკან და დაიწყე წელის დაზელვა. ამ დროს ზურგის კუნთებიც მოდუნდება.

6. ნეკნთაშუა კუნთები და მკერდის კუნთები ასევე საჭიროებს მასაჟს. რაც შეეხება მუცელს, საკმარისია მისი წრიული დაზელვა საათის ისრის მიმართულებით. გააკეთე ეს მასაჟები მწოლიარე მდგომარეობაში.

7. იჯექი და ასე დაიზილე თითები, ხელისგულები, მტევნები, მაჯის სახსრები. დაიმასაჟე წინამხრის, მხრის, კეფის კუნთები.

მასაჟის კეთებისას აუცილებლად გამოიყენე ზეთი, დაიცავი ჰიგიენის წესები: პროცედურის წინ დაიბანე მთელი სხეული და გაიშრე. თუ კანზე რაიმე პრობლემა გაქვს, იმ ადგილას მასაჟს ნუ გაიკეთებ.

სამწუხაროდ, ზურგის კუნთების მასაჟი სახლის პირობებში ვერ კეთდება, მაგრამ არსებობს გამოსავალი: მასაჟორი და ჯაგრისი. ან შეცვალეთ მასაჟი ვარჯიშებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას! გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!