მთავარი ჯანმრთელობა 9 პროდუქტი, რომლებიც წვავს ცხიმს ორგანიზმში

9 პროდუქტი, რომლებიც წვავს ცხიმს ორგანიზმში

by guramus

წონაში კლება ყველას სურს – ზოგს ორიოდ კილოგრამის მოშორება უნდა, რათა უფრო ტანადი გამოჩნდეს, სხვა კი – წლებია მინიმუმ  ათი კგ- სთან დამშვიდობებაზე ოცნებობს. გაზაფხულ- ზაფხულის სეზონზე მსურველთა რიცხვი იმატებს. თუმცა რეალურად ძალიან ცოტა იჩენს ძალისხმევას ამ ოცნების ასახდენად. ეს გასაგებიცაა, რადგან ადამიანური სისუსტე ყველას გვაქვს. მაგრამ ერთი რაღაც ყველა წონაში კლების მსურველმა უნდა იცოდეს.

არსებობს რიგი პროდუქტებისა, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში ცხიმის წვის დაჩქარება ფიზიკურ ვარჯიშებზე არანაკლებ. ჩვენ შემოგთავაზებთ სწორედ ამ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას

1. შვრიის ფანტელი

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბურღულეულია. ეს საოცარი მარცვლეული ორგანიზმს ავსებს ვიტამინებითა და საკვები ბოჭკოებით. შვრიის ფანტელი მუშაობს, როგორც მძლავრი ცხიმისდამწვავი საშუალება. ამასთან, ის ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და ათავისუფლებს მას ჭარბი ქოლესტერინისგან. შვრია ამცირებს მოხმარებული კალორიების რაოდენობას. ამიტომ ის საუკეთესო საუზმეა.

2.სოკო

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალი დონე წონაში კლებას ხელს უშლის. ამიტომ საჭიროა მისი კორექცია. სოკო მდიდარია ამ ვიტამინით. ამიტომ შეგიძლიათ სოკო დაამატოთ სხვადასხვა კერძში: სუფებში, სალათებში, ბუტერბროდებში, ან ცალკე მიირთვით შემწვარი სახით.

3. საზამთრო

გახდომის მსურველთათვის საზამთრო ნამდვილი აღმოჩენაა. სამწუხაროა, რომ ის სეზონური ხილია. საზამთრო არა მხოლოდ კვებავს ორგანიზმს, არამედ, სითხითაც ამარაგებს მას. დადგენილია, რომ საზამთრო საუკეთესოდ ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისა და შლაკებისგან. ეს კი წონაში კლების იდეალური ვარიანტია. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს სეზონი თქვენი მიზნისთვის.

4. ჟოლო

ეს არის აღმოჩენა ტკბილის მოყვარულთათვის. თუ მოგინდა  ყელის ჩაკოკლოზინება, სჯობს მიირთვა რამდენიმე ჟოლო, ვიდრე შოკოლადი. ჟოლო ნებისმიერი სახით შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელიც ეფექტურად წვავს ცხიმს, განსაკუთრებით, მუცლის მიდამოში.

5. მწვანე ბოსტნეული

ეს პროდუქტები სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საწყობია. ისინი შეიცავს კალორიების მინიმალურ და უჯრედისის მაქსიმალურ რაოდენობას. მწვანე ბოსტნეული უნდა მიირთვათ ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში. მათგან მომზადებული სმუზები – ცხიმის დასაწვავი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

6. კვერცხი

მორიგი პროდუქტია, რომელიც დიეტურ რაციონში უნდა იყოს აუცილებლად. კვერცხი ბევრ ცილას შეიცავს, ეს კი ხელს უწყობს მალე დანაყრებას. კვერცხი ეხმარება მუცლის ცხიმის დნობას. კვლევის მიხედვით, ის ადამიანები, ვინც ორი კვერცხით საუზმობდნენ, 65% ით მეტ წონას კარგავდნენ და 34% ით მეტი მოცულობას მათთან შედარებით, ვინც საუზმობდა ფუნთუშითა და სხვა ცომეულით.

7. ნუში

კაკლეული ის არის, რაც საჭიროა წონაში კლებისთვის. განსაკუთრებით, ნუში შეიცავს მონონაჯერ და პოლინაჯერ ცხიმებს, რომლებიც დაგიცავთ გადაძღომისგან. ერთი მუჭა ნუში დაგიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას და აღარ გექნებათ რაიმე მავნეს ჭამის სურვილი. ასევე ის შეიცავს ბევრ მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას.

8. ცხიმიანი თევზი

თევზი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის. ყველაფერთან ერთად ის ხელს უწყობს ცხიმის წვას. სკუმბრია, ორაგული და თინუსი ძალიან მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის. ასევე ცხიმიანი თევზი შეიცავს ცხიმის დამწველ კომპონენტებს.

9. ლიმონიანი წყალი

მწარე და მჟავე პროდუქტები ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. სწორედ ეს არის საჭირო წონაში კლებისთვის. სხეული შთანთქავს მეტ საკვებ ნივთიერებას, რაც წონას ეხმარება, დარჩეს ნორმაში. გამოიმუშავეთ ჩვევა, დილიდან დალიოთ ლიმონიანი წყალი და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი სხეული.

ახლა უკვე იცით, რომელი პროდუქტები გეხმარებათ ცხიმის წვაში. მთავარია ისინი რაციონში ჩაამატოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წონაში კლება დიდი შრომაა, თუმცა ის არ უნდა გადაიქცეს ცხოვრების მთავარ ოცნებად, არ ღირს ამაზე მთელი ცხოვრების დახარჯვა. სასურველი წონა შეგიძლიათ რამდენიმე თვეში მოიპოვოთ, შემდეგ კი შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი!

თქვენ რა დაგეხმარათ გახდომაში? გაქვთ თუ არა თქვენი საიდუმლოებები? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: