მთავარი სილამაზე იდეალური კვების რეჟიმი წონის შენარჩუნებისთვის

იდეალური კვების რეჟიმი წონის შენარჩუნებისთვის

by guramus

ზოგიერთი ადამიანი გახდომას ცდილობს, ზოგი მომატებას. როცა მიზანი მიღწეულია, მთავარი დავალება საკუთარი იდეალური წონის შენარჩუნებაა. ამისათვის დისციპლინირებულად და ზომიერად უნდა მიუდგეთ კვების რაციონს. ასევე, მოძრავი ცხოვრების წესს მისდიოთ. სპეციალისტებმა სპეციალური კვების რეჟიმი შეინარჩუნეს, რომელიც ორგანიზმს დაანაყრებს და ენერგიით აავსებს.

სწორი კვების რეჟიმი

საუზმე (7:00–9:00)

გაღვიძების შემდეგ დალიეთ 2 ჭიქა სუფთა წყალი. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ წყალს 1 ჩ. კ. ლიმნის წვენი დაუმატოთ.

20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ეს უნდა იყოს შვრიის ფაფა წყალზე დაჭყლეტილი ნიგვზით. კვების დროს დალევა არ შეიძლება.

საუზმის შემდეგ 2 საათის მანძილზე არაფერი დალიოთ ან მიირთვათ.

ლანჩი (10:00–11:00)

დალიეთ 2 ჭიქა წყალი, შეგიძლიათ ორივე ერთად არ დალიოთ.

მეორე ჭიქის დალევიდან 20 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, სასურველია მწვაბე, უცხიმო ხაჭო ან იოგურტი.

ლანჩის შემდეგ 1 საათის მანძილზე არ დალიოთ წყალი და არრაფერი მიირთვათ 2 საათის მანძილზე.

სადილი (12:00–13:00)

დალიეთ 2 ჭიქა წყალი. დაიცადეთ 20 წთ.

მთავარია არაფერი შემწვარი… შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ რთული ნახშირწყლების მირთმევის. მაგალითად, პასტა, წიწიბურა სოიოს სოუსით, ქათამი ან ინდაური ბრინჯით. შეგიძლიათ მიირთვათ სალათი ან გამომცხვარი ბოსტნეული.

სადილის შემდეგ ნუ მიირთმევთ ან დალევთ 2 საათის მანძილზე.

წახემსება (14:00–15:00)

დალიეთ 2 ჭიქა წყალი და დაიცადეთ 20 წუთი.

იდეალური მეორე წახემსება გამომცხვარი ვაშლია დარიჩინით, ქიშმიშით, თხილით და თაფლით. გემრიელია და თან სასარგებლო.

არანაირი სასმელი ან საკვები 2 საათის მანძილზე.

ვახშამი (17:00–18:00)

დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი, დაელოდეთ 20 წუთი. ვახშქმზე შეგიძლიათ მიირთვათ რაიმე ცილის. თუ ძალიან მშიერი არ ხართ, ეს შეიძლება იყოს ხაჭო ან კვერცხის ომლეტი. რამე უფრო სერიოზული თუ გსურთ, მოამზადეთ ქათამი ან ინდაური ბოსტნეულით ორთქლზე.

ვახშმიდან 1 საათის შემდეგ იდეალური დროა დაკავდეთ სპორტით.

ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა კეფირი.

მთქვარია, არ გადააჭარბოთ კვებას ღამით, დქიცვათ ინტერვალები საჭმლის და წყლის მიღებებს შორის, ნაკლებად დაუმატოთ მარილი კერძებს და უარი თქვათ შემწვარზე. ასეთი რაციონი უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას.