მთავარი ჯანმრთელობა ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, ყოველდღე დალევთ პიტნის ჩაის თაფლით.

ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, ყოველდღე დალევთ პიტნის ჩაის თაფლით.

by Keti

იმის მიუხედავად, რომ შუა ზაფხულია და ფიგურის აღნაგობაზე ადრე უნდა გვეფიქრა, მრავალი ადამიანი აგრძელებს სხვადასხვა საკვირველმოქმედი დიეტის დაცვას, რომლებიც სწრაფ შედეგს გვპირდება. ამ პროცესში კი ცოტა თუ ფიქრობს დიეტაში შემავალი პროდუქტის სარგებლობასა და მავნებლობაზე.

დღეს მოგიყვებით, ნატურალური სასმელის საშუალებით როგორ უნდა მიუახლოვოთ თქვენი სხეული იდეალურს და ამასთან დიდი სარგებლობა გაუწიოთ მას – დაიმშვიდოთ ნერვები, ნორმაში მოიყვანოთ წნევა და დაარეგულიროთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. ეს ყველაფერი კი ერთი და იგივე სასმელის – პიტნის ჩაის სხვადასხვა ვარიაციების წყალობით.

პიტნის ჩაი

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ პიტნის ორთქლის ჩასუნთქვაც კი, ინჰალატორის საშუალებით, ხელს უწყობს წონაში კლებას. რაღა უნდა ვთქვათ პიტნის ჩაიზე, რომელიც აწყნარებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სასუნთქი გზების დაავადებებს, აჯანსაღებს სუნთქვას და ამაღლებს იმუნიტეტს.

პიტნის ჩაი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს ცუდ მიკრობებს ნაწლავებში, აწყნარებს კუჭ-ნაწლავს უხარისხო საკვების მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ამ ჩაის ერთი ჭიქაც კი აქვეითებს მადას.

სასარგებლო პიტნის ჩაის მომზადება მარტივია: ერთ ს. კ. მშრალ პიტნას (ან 2 ახალ ფოთოლს) დაასხი 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვე მინიმუმ 10 წუთი.

სასმელის მოქმედება შეგიძლიათ გააძლიეროთ წონასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. 2 ს. კ. მშრალ პიტნას (ან 10 ახალ ფოთოლს) დაასხი ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დაამატე ერთი ს. კ. მწვანე ჩაი. ინგრედიენტები ერთი წამოადუღე და შემდეგ ასე დატოვე, სანამ ოტახის ტემპერატურამდე გაცივდება.

ყველაზე სასარგებლო პიტნის ჩაი გამოდის ბეგქონდარათი. ამ ორი მცენარის შეხამება ეფექტურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. აიღეთ თითო ს. კ. პიტნა და ბეგქონდარა და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ და დატოვეთ 15 წუთით შეფუთულ მდგომარეობაში. არ დაგავიწყდეთ პიტნიან ჩაიში ერთი კოვზი თაფლის მოთავსება. სასმელის სარგებლიანობა რეალურად ძლიერდება მთელი ორგანიზმისთვის.

პიტნის ეს სასმელები ძალიან სასარგებლოა და საჭიროა მათი რეგულარული ჩართვა რაციონში. უმჯობესია პიტნის ჩაით ჩაანაცვლოთ სხვა სასმელები, მაგალითად, ყავა. თუმცა ასევე უნდა გვახსოვდეს პიტნის ზოგიერთ გვერდით ეფექტზე.

ჰიპოტონიის მქონეებს ისედაც დაქვეითებული წნევა აქვთ და მათ პიტნის ჩაის დალევა ეკრძალებათ. ის ასევე არ არის სასურველი კუჭის მჟავიანობის მომატების დროს. მამაკაცებმა სიფრთხილით უნდა დალიონ პიტნის ჩაი, რადგან ეს მცენარე აქვეითებს მათ რეპროდუქციულ ფუნქციას.

პიტნის უნიკალურობა შეუცვლელია. მიიღეთ ეს არაჩვეულებრივი მცენარე ყოველდღიურად და იყავით ჯანმრთელები!

გაუზიარეთ ინფორმაცია პიტნის სასმელების შესახებ თქვენს მეგობრებსაც!