მთავარი ასტროლოგია 2019 წლის აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ანჟელა პერლისგან

2019 წლის აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ანჟელა პერლისგან

by guramus

ანჟელა პერლი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგია სლავური ფესვებით. ამ სფეროში უკვე 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ანჟელას მხრებზეა პროგნოზები, რომლებიც მართლაც ხდება და ბევრ ადამიანს ეხმარება.

 

ვერძი

აგვისტოში ვერძებს ქმედებათა ანალიზის ჩატარება მოუწევთ. ეს ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. როგორც იქნა, შესაძლებელი გახდება მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები და ცხოვრების სრულებით სხვადასხვა სფეროს შეხედოთ. თვის დასაწყისში მარტო ყოფნის სურვილი გაგიტაცებთ, ამ დროს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თვის შუა რიცხვები ვერძს ბევრ ბედნიერებას და სასიამოვნო მოგონებებს მოუტანს. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი გამოჩნდება, ეს შეიძლება იყოს როგორც ქალი ან კაცი, ასევე იდეა, რომელიც კარგ შედეგებს მოგიტანთ. სასურველია ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ამით მტკიცედ გეცოდინებათ, რომ ჯანმრთელობა მწყობრში გაქვთ!

კურო

ეს მშვენიერი დროა ბოლომდე მიიყვანოთ ქორწინება ან ნიშნობა. თუ სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი კარგად გაქვთ, მაშინ ეს თვე გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისთვის და ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძებნისთვის წარმატებული იქნება. თვის შუა რიცხვებში კარგი ფინანსური შემოსავალი გელით. ასევე, აგვისტოში შეიძლება ორსულობა ან ბავშვის დაბადება მოხდეს. დასახული მიზნების რეალიზება ძალიან მსუბუქად და იოლად მოხდება. ამიტომაც, ძვირფასო კუროებო, ეს აგვისტო ყველა სფეროში წარმატებული იქნება და ფინანსებსაც მოგიტანთ!

 

ტყუპები

მოულოდნელად მომხდარი კრიზისული სიტუაცია  შესაძლოა სასარგებლოდ გამოგადგეთ და რაღაცის განახლება გამოიწვიოს. აგვისტორში რომანტიკული ტყუპები დიდი ხნის წინ დაგეგმილ საქმეებს დაასრულებენ. იმისთვის, რომ ახალი სახლი ააგოთ, ძველი უნდა დაანგრიოთ, გაასუფთაოთ ტერიტორია და მხოლოდ მაშინ შეძლებთ ფუნდამენტის დაგებას. ტყუპებს ეს კარდინალური ცვლილებები სასიცოცხლოდ სჭირდებათ და ეს აგვისტოში ნამდვილად მოხდება. თვის ბოლოს ყველაფერი დალაგდება და სტაბილურობისა და კომფორტის შეგრძნებას მოგანიჭებთ. გაგიჩნდებათ ძალა, სურვილი და მოქმედების შესაძლებლობა. ენერგია ყველაფერზე გეყოფათ! ამ ყველაფრის შემდეგ, ცხოვრების ბატონ-პატრონი გახდებით.

 

კირჩხიბი

თვის დასაწყისი პროფესიონალურ ტალღაზე დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. ეცადეთ განცხადებების დროს  აჩვენოთ საკუთარი ერუდიცია და კვალიფიკაცია. თვის ბოლოს უკვე შეძლებთ კარიერულ კიბეზე ნაბიჯების გადადგმას. პირად ცხოვრებაში შეიძლება მოვლენათა გაუარესებას ჰქონდეს ადგილი, რაც გაუგებრობასთან იქნება კავშირში. ეცადეთ მოუსმინოთ პარტნიორს, მიუდგეთ გაგებით და მაშინ ვერანაირი კამათი მოგერევათ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

 

ლომი

აგვისტოს პირველ ნახევარში მეფური ლომები შეძლებენ გაიგონ ბევრი იმაზე, რაც ადრე საიდუმლოდ ინახებოდა. ნუ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას გონებით, უბრალოდ დააწყვეთ კარტები მაგიდაზე და ნუ გააბავთ ბინძურ თამაშს მათთან, ვინც პროფესიონალი არაა. საკმარისი ძალა და ფინანსები აღმოგაჩნდებათ, რათა ნებისმიერ იდეას გაუმკლავდეთ და ახალი ბიზნესი დაიწყოთ. მაგრამ, საქმეში თავით გადაშვება არ ღირს: სჯობს მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს და მეორე ნახევარს.

ქალწული

ზაფხულის უკანასკნელი თვე ქალწულებს წარმატებას და კარიერულ კიბეზე წინსვლას პირდება. შეძლებთ ყურადღების ცენტრში მოექცეთ და ადამიანებსაც აიყოლიებთ. თამამად გაემართეთ წინ, წარმატება თქვენს მხარესაა! შესაძლებელია მოგზაურობები დაგემთხვათ, რომლებიც შესანიშნავ ხასიათზე დაგაყენებთ. დაგტვირთავთ ენერგიით და ახალი სიმაღლეებისკენ სწრაფვას შთაგაგონებთ. წინ წახვალთ სურვილებს რეალიზების კუთხითაც. რთული გზა მალე დამთავრდება: წინ მხოლოდ და მხოლოდ კარგი რამეები გელით!

 

სასწორი

აგვისტო კარგ შემოსავალს და ფინანსურ წარმატებას გპირდებათ. ასევე შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერა ახლობლებმა გამოგიცხადონ. ეს იქნება სახლის გადმოფორმება, საოჯახო ბიზნესში ჩართვა თუ მემკვიდრეობის მიღება. ისინი, ვინც სამსახურს ეძებენ, ამ პერიოდში მას აუცილებლად იპოვნიან. ისინი ვინც მუშაობენ კი დაწინაურებას უნდა ელოდონ. არ შეგეშინდეთ იოცნებოთ, რადგანაც აგვისტოში ყველაფერი რასაც ჩაიფიქრებთ, სუცილებლად ახდება. სასარგებლო იქნება მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად.

 

მორიელი

შეიქმნება სიტუაცია, რომელიც გაჩვენებთ ბზარს ცხოვრების იმ სფეროში, რომელშიც ცვლილებების შეტანის დროა. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა ან სამსახური, რომელიც ცუდ განწყობას ან ჯანმრთელობის გაუარესებას მოგიტანთ. ეს ცვლილებების პერიოდი ძალიან გჭირდებათ. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი გამოგივათ! კარგად მოიფიქრეთ, აწონ-დაწონეთ და შიშებს ნუ მოუსმენთ. თამამად გაემართეთ სიახლისკენ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გექნებათ.

 

მშვილდოსანი

ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მოგზაურობები და შემოსავლის ახალი წყაროები. წარმატება პრაქტიკულად ყველაფერში თანმდევად გეყოლებათ. ძლიერი დაღლილობის გამო დეპრესიაში რომ არ ჩავარდეთ, გააკეთეთ პაუზა და სადმე გაემგზავრეთ. თუ წასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, რამდენიმე დღე უბრალოდ სიწყნარეში და სიმშვიდეში გაატარეთ. კარგი გადატვირთვა არავის უშლის ხელს.

თხის რქა

დაიწყება პერიოდი, როცა მთავარზე უნდა კონცენტრირდეთ. სამუშაო ფრონტზე იფიქრეთ შემოსავლებზე, ეს თქვენი ერთადერთი მიზანი უნდა გახდეს. მოძრაობის პროცესში პროგრესი და დაკმაყოფილება გელით. პირად ცხოვრებაში ზაფხულის ბოლო თქვე საკმარისად საინტერესო პერიოდი იქნება, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ონცეპტუალური საკითხები მატერიალურ დონეზე გადაწყდება. შეიქმნება სიტუაცია, რომელიც სასაცილოც კი შეიძლება გახდეს.

მერწყული

კომუნიკაბელურ მერწყულებს დიდი ცვლილებები ელით. რაღაც არასაჭირო დასრულდება და შეხორცდება, რათა რაღაც ახალი და შვენიერი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. უთხარით “არა” ტოქსიკურ ურთიერთობებს ან ალკოჰოლსა და ნიკოტინზე დამოკიდებულებას. ახლა ამისთვის საუკეთესო დროა! მერწყულები საკუთარ ცხოვრებას კომფორტის და ფინანსური კეთილდღეობის მიმართულებით სასიკეთოდ შეცვლიან. იმისთვის, რომ ჯანმრთელობამ არ გიმტყუნოთ, არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი ძილი და ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოფისის ცხოვრებას ეწევით. ცურვა, პილატესი და იოგა – აი ეს დაეხმარება თქვენს ზურგს სწორი, ჯანმრთელი და მშვენიერი იყოს.

 

თევზები

თევზებმა აგვისტოში სამსახურში არ უნდა გარისკონ. საქმეებმა შესაძლოა სექტემბერში პრობლემა შექმნან. უბრალოდ, წყნარად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. პროფესიონალურ სფეროში ამ ეტაპზე მეტ მიღწევას ნუ ელით. პირიქით, შეიძლება უკანაც წახვიდეთ. მაგრამ, ეს დახევა მომავალში სწრაფი ტემპით წინსვლას განაპირობებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ზაფხულის ბოლოს გამძაფრდება. კამათის მიზეზი ბანალური ეჭვიანობა იქნება. ეცადეთ იპოვნოთ ბალანსი და ჰარმონია თქვენს შიგნით და მაშინ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გამოვა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: