მთავარი სილამაზე როცა 48 წლის გავხდი, სახის კანმა ჩამოწელვა დაიწყო, თუმცა მალე ვიპოვე ეს მეთოდი. ახლა ყველაფერი იდეალურად არის.

როცა 48 წლის გავხდი, სახის კანმა ჩამოწელვა დაიწყო, თუმცა მალე ვიპოვე ეს მეთოდი. ახლა ყველაფერი იდეალურად არის.

by Keti

ცხოვრების თანამედროვე რიტმისა და სხვადასხვა გაჯეტის მუდვიმი გამოყენების აუცილებლობის გამო, ადამიანის მზერა ხშირად მიჯაჭვულია ტელეფონის ან მონიტორის ეკრანს. ამ დროს თავი წინ არის გადახრილი, ხოლო კუნთები კი, ასეთ დროს, სპაზმის მდგომარეობაშია.

კუნთების დაჭიმულობა გრძელდება ძილის დროსაც კი. ამის გამო სახე მომჩვარული ხდება. ლოყის კუნთები ზედა და ქვედა ყბების ზედაპირიდან გადაადგილდება და გადაეჭდობა პირის წრიულ კუნთს. მათში სპაზმების წარმოქმნის გამო, შესაძლოა, ლოყების არამარტო დაშვება, არამედ ჩნდება ცხვირისა და ტუჩის ღრმა ნაოჭები.

კუნთები მიდის თავიდან კისრამდე და შემდეგ დეკოლტემდე. როცა თავის, სახისა და დეკოლტეს კუნთები მჭიდროდ შეკუმშულია, ყოველი მათგანი სახეს დაბლა ქაჩავს. ამის შედეგად სახე ხდება ჩამოკიდული და მასზე ჩნდება ორმაგი ღაბაბი.

ყოველ ჩვენგანს სურს, რომ ჰქონდეს ლამაზი და გლუვი კანი. ძალიან სამწუხაროა, როცა ის უცებ კარგავს ტონუსს და სახის ნაკვთები გადაადგილებას იწყებს. მაგრამ კანის მოქნილობის დაკარგვა და ნაოჭის გაჩენა – ეს განაჩენი არ არის. ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია ძალიან მარტივი მეთოდით. ეს მხოლოდ ერთი მუშტის დახმარებით ხდება.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოიშოროთ ნაოჭები და გაიჭიმოთ სახის ოვალი არცთუ ისე რთული მასაჟის დახმარებით.

როგორ დავჭიმოთ სახის ოვალი სახლის პირობებში

1. გააკეთე მუშტი და მიიტანე სახესთან ისე, რომ საჩვენებელი თითი იყოს ყურის შესავალის გვერდით. მუშტით შეასრულე მოძრაობა ზემოთ და ქვემოთ. სახის თითოეულ მხარეს – 30ჯერ.

2. მუშტი გააჩერე ქვედა ყბის ცოტა მაგრად, თითების ძვლოვანი ნაწილით. გაიკეთე სახის მასაჟი: ხელი ამოძრავე ნიკაპიდან ყურის მიდამომდე. პროცედურა გაიმეორე 30ჯერ თითოეულ მხარეს.

3. მუშტი მიიტანე თვალის ქვემოთ. დააწექი მას და გადააადგილე აქეთ-იქით ტუჩამდე, ასევე 30ჯერ ორივე მხარეს.

4. მუშტი მოათავსე ქვედა ყბის ძვლის ქვემოთ, დააწექი მას და გაატარე ქვევით – ლავიწამდე. კვლავ 30ჯერ თითოეულ მხარეს.

5. მუშტი მოათავსე ლავიწის ჩაღრმავებაში და ამოძრავე აქეთ-იქით 2 წუთის განმავლობაში, ორივე მხარეს.

ამ მასაჟის რეგულარული შესრულება ყოველდღე, მხოლოდ 10 წუთითაც საკმარისია. ის დაგეხმარებათ სახის ლამაზი ოვალის შეძენაში, თან ძალიან მოკლე დროში. მასაჟი უზრუნველყოფს სახის კუნთების გავარჯიშებაში, სპაზმის მოხსნასა და კუნთების თავის ადგილზე დაბრუნებაში. შესაბამისად მოხდება კანის დაჭიმვაც, გაგიკვირდებათ ისე სწრაფად მიიღებთ ცვლილებებს თქვენი სახის ოვალზე.

შეინახეთ ეს სტატია და მოუყევით თქვენს მეგობრებს, თუ როგორ უნდა გაიმაგროთ სახის კუნთები და შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა დიდი ხნის მანძილზე!