მთავარი სილამაზე ამ ქალმა 10 კაბის ზომა დაიკლო და ახლა საკუთარ საიდუმლო დიეტას ამხელს

ამ ქალმა 10 კაბის ზომა დაიკლო და ახლა საკუთარ საიდუმლო დიეტას ამხელს

by guramus

როდესაც საქმე წონის დაკლებაზე მიდგება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნაა, რომელიც შედეგსაც მოგცემთ და თქვენთვისაც ადვილი იქნება მისი მიხედვით ცხოვრება. ერთმა ქალმა გადაწყვიტა ასეთი გეგმა შეექმნა და მისი დახმარებით ებრძოლა წონის პრობლემებთან, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა და შესაბამისად, ამის წყალობით 10 კაბის ზომა დაიკლო. ახლა იგი საკუთარი წონის კლების ხრიკებს მსოფლიოს უზიარებს.

ჰანა ლესტერი სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობს მისურის ერთ-ერთ ქალაქში. მისი წონის პრობლემები ყველაზე შესამჩნევნი კოლეჯის წლებში გახდა. სწრაფი კვების ობიექტები ჭამის ყველაზე მარტივი ვარიანტი გახდა, რადგან მან მუშაობა სწორედ სწრაფი კვების რესტორანში დაიწყო და თანაც ძალიან რთული გაკვეთილების განრიგი ჰქონდა. იგი 130 კილოს იწონიდა და მხოლოდ 167 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ გარკვეული ცვლილებებისა და ვარჯიშის დრო იყო.

კოლეჯის შემდეგ სამსახურის დაწყება ძალიან დაეხმარა ლესტერს საკუთარი ცხოვრების შემობრუნებაში მაშინ, როდესაც მან და მისმა თანამშომელმა წონის კლების გამოწვევაში ჩართვა გადაწყვიტეს. ლესტერმა ყველაფერი მარტივად დაიწყო: 2012 წლის იანვრიდან მაისამდე მან 15 კილოს დაკლება დაისახა მიზნად. ამის მისაღწევად გოგონამ ასეთი სპეციალური გეგმა შეიმუშავა:

  • მან სრულიად ამოიღო თავისი მენიუდან სწრაფი კვების ობიექტების საჭმელები და გაზიანი სასმელები
  • იგი სვავდა უფრო მეტ წყალს ყოველდღიურად
  • ვარჯიშის მხრივ მან დაიწყო ყოველდღე უფრო მეტი სიარული

მისდა გასაკვირად, ლესტერმა საკუთარი მიზანი მარტში აისრულა, 2 თვით უფრო ადრე იმ დროზე, ვიდრე ამას მოელოდა. იმის გააზრების შემდეგ, რომ სწორ გზაზე იდგა, მან საკუთარი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წაიყვანა და საბოლოოდ 23 კილო დაიკლო.

როდესაც 23 კილო დაიკლო, ლესტერმა გადაწყვიტა უფრო მეტის გაკეთება:

  • მან დაიწყო კიბის სავარჯიშოს გამოყენება სპორტულ დარბაზში, რითიც საკუთარი სიარულის დრო გაზარდა
  • ლესტერმა ასევე სახლში ჭამა დაიწყო, რითაც იგრძნო რომ უფრო გაუმარტივდა ჯანსაღად კვება.

3 წლის განმავლობაში საერთო ჯამში ლესტერმა 45 კილო დაიკლო.

საბოლოოდ ლესტერს სჯერა, რომ ეს 3 ხრიკი დაეხმარა მას წონის დაკლებაში და ასევე შეიძლება სხვებსაც დაეხმაროს:

  • შეინახეთ მსუქნის სამოსი. ისინი შეგახსენებენ იმას, თუ რამხელა გზა გაიარეთ მიზნისაკენ
  • აღნიშნეთ პატარა გამარჯვევები. პატარა მიღწევები საბოლოო ჯამში ერთმანეთს დაემატება და მცირე წონის კლებები საბოლოოდ იდეალურ შედეგად იქცევა.
  • დაისახეთ რეალური მიზნები. თქვენი გეგმის რაც შეიძლება მარტივ პუნქტებად დაყოფა უფრო გაგიმარტივებთ მისი მიხედვით ცხოვრებას და მის დაცვას.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: