მთავარი სილამაზე როცა საქმე ჩემს სილამაზეს ეხება, ვიღებ საჭმელ სოდას და ვიწყებ

როცა საქმე ჩემს სილამაზეს ეხება, ვიღებ საჭმელ სოდას და ვიწყებ

by guramus

გაითეთრეთ კბილები

საცხობი სოდას და ნახშირის მიქსი შეიძლება მთავარ ინგრედიენტებათ იქნებს გამოყენებული სახლში დამზადებული კბილის პასტის გასაკეთებლათ, რომელიც ნათელ და სუფთა ღიმილს გაჩუქებთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ საცხობი სოდა
  • 6 ს/კ ქოქოსის ზეთი
  • 4 ს/კ ბენტონიტის თიხა
  • 2 ს/სკ აქტიური ნახშირი
  • ეთერზეთების რამდენიმე წვეთი

აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები კბილის პასტის შესაქმნელად. ასევე შეგიძლიათ აურიოთ საცხობი სოდა, პიტნის ზეთი და წყალი პირში გამოსავლები სითხის დასამზადებლად.

დაამზადეთ დეზოდორანტი სახლში

საცხობი სოდა სამზარეულოში ყველაზე ხშირად ცუდი სუნის მოსაშორებლად გამოიყენება. ეს იმიტომაა ასე, რომ მას შეუძლია მჟავებისა და მათი ბაზების ნეიტრალირება, რაც მას იდეალურ საშუალებად აქცევს თქვენი სახლში დამზადებული დეზოდორანტისთვის.

დაგჭირდებათ:

  • 1/8 ს/კ საცხობი სოდა
  • 1 ს/კ წყალი
  • ქოქოსის ზეთი

მოურიეთ და შექმენით პასტა, რომლის შენახვაც მაცივარში შეგიძლიათ. მისი გამოყენებით თქვენ თავს დაიცვავთ ცუდი სუნისგან იღლების არეში. ასევე შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური სურნელის მატარებელი ნარევიც, სხვადასხვა სახის სურნელოვანი ზეთების დამატებით.

მოიშორეთ შავი წერტილები

ადვილად შექმენით სახლის პირობებში სახის ნიღაბი ამ მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით და მოიშორეთ შავი წერტილები ერთხელ და სამუდამოდ.

დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ ჟელატინის პუდრა
  • 1 ს/კ რძე
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 ს/კ საცხობი სოდა

გააცხელეთ ეს მიქსი 4 წამით რამდენჯერმე, სანამ იგი თბილი არ გახდება და არა ცხელი. გასინჯეთ ჯერ ხელის კანზე და თუ მისი ტემპერატურა ნორმალურია, წაისვით შავ წერტილებზე. დაიტოვეთ გასაშრობათ ნახევარი საათით და შემდეგ ფრთხილად აიძრეთ. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე და წაისვით კანის დამატენიანებელი.

მოუარეთ მზისგან მიღებულ დამწვრობასა და კანის გამონაყარს

მნიშვნელობა არ აქვს იმას, გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ დასვენება გსურთ თუ მზისგან მოყენებული ზიანისა და დამწვრობის ტკივილის შემსუბუქება, ეს საშუალება ორივე შემთხვევაში იდეალურად გამოგადგებათ. ეს მართლაც საუკეთესო გზაა ქიმიური პროდუქტების თავიდან ასაცილებლად, რადგან მათი კანზე წასმა არც ისე ურისკო ქმედებაა.

სწორედ ამიტომ, დროა ისიამოვნოთ თბილი აბაზანით საცხობ სოდასთან ერთად, რომელიც დაგირბილებთ და გაგინაზებთ კანს, თანაც ასევე მის ანთებასაც შეამცირებს. ეს მართლაც ყველაზე უფრო ეფექტური და მარტივი საშუალებაა ნატურალურ პროდუქტებს შორის.

დაგჭირდებათ:

  • წყალი
  • 1 ს/კ საცხობი სოდა

აავსეთ აბაზანა თბილი წყალით და დაუმატეთ მას საცხობი სოდა. ასევე შეგიძლიათ ჩაუმატოთ წყალში სასურველი სურნელოვანი ზეთები უფრო მარტივი განტვირთვისათვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: