მთავარი საკითხავი თუ სახლში ამ მცენარეს გაზრდით, არასოდეს შეგაწუხებენ თაგვები, ობობები და ტარაკნები

თუ სახლში ამ მცენარეს გაზრდით, არასოდეს შეგაწუხებენ თაგვები, ობობები და ტარაკნები

by guramus

ბევრ ადამიანს მწერების მიმართ პანიკური შიში აქვს და სახლში მათი ყოველი გამოძრავება სიცოცხლეს უმწარებს. არც თაგვები და ობობები არიან მეტად სასურველი ბინადრები. ძალიან ბევრი ქიმიური საშუალება არსებობს, რომელიც მსგავს არსებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, მაგრამ ღირს კი მავნე ქიმიკატების გამოყენება, როცა ბუნებრივ მცენარეს უკეთესი ეფექტი აქვს? – რა თქმა უნდა, არა!

არ გეგონოთ, რომ რაიმე ეგზოტიკურ ან ძნელად საშოვნელ მცენარეზე გვაქვს ლაპარაკი. სულაც არა, სტატია ჩვეულებრივ პიტნაზეა, რომელსაც ჩაისთვის ვიყენებთ. მისი მძაფრი სუნი (ადამიანებისთვის სასიამოვნო) აფრთხობს ზემოთ ნახსენებ არასასურველ სტუმრებს სახლში და გაქცევისკენ უბიძგებს.

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, მოიძიეთ დიდი რაოდენობით პიტნა და დაალაგეთ სახლში, ყოველ კუთხე-კუნჭულში და საძაგელი ბინადრები სამუდამოდ გადაიკარგებიან თქვენი ტერიტორიებიდან.