მთავარი კულინარია 10 ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია

10 ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია

by guramus

საკვები დანამატები, რომლებსაც ერთ ქვეყანაში საშიშად მიიჩნევენ, სხვაგან აკრძალული ყოველთვის არაა. ამიტომაც, მაღაზიების თაროებზე შესაძლოა მავნე პროდუქტს შეხვდეთ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, თუ მილიონობით ადამიანის რაციონის შემადგენელი ჩვეულებრივი პროდუქტი არც ისე სუფთაა სინამდვილეში.

წარმოგიდგენთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს.

1. ქათამი

ევროპასა და ბრიტანეთში 1997 წელს ქათმის გაყიდვა აკრძალეს, რომელიც ქლორით იყო გადამუშავებული. ამგვარ გადამუშავებას მიმართავენ იმიტომ, რომ ხორცის ბაქტერიებით დაბინძურება გამორიცხონ. პრაქტიკაში ქლორის მიღებას საშიშად თვლიან, რადგანაც მისი შემცველობა ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო გახდეს. 2010 წელს მსგავსი აკრძალვა შემოიღეს რუსეთშიც.

2. მარცვლეულის ბატონი

მთელ მსოფლიოში ფაფები, მარცვლეული და სხვა მსგავსი ნაწარმი აღქმულია როგორც სწორი კვების პროდუქტები, სავსე ვიტამინებით და მინერალებით. დანიაში კი მსგავსი პროდუქტები აკრძალულია, რადგანაც მათი კვლევებით ისინი ძალიან მაღალ, ტოქსიკური დოზიღ სასარგებლო დანამატებს შეიძენენ, რომლებიც რეგულარული გამოყენებისას ბავშვების ღვიძლსა და თირკმელს აზიანებენ.

3. სოიოს სოუსი

მსოფლიოში სოიოს პროდუქტთა 82 % გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არაა, მაგრამ ტრანსგენული სოიოს იმპორტი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია. ასევე სოიოს სოუსი შეიძლება შეიცავდეს ეტილკარბამატს, საშიშ კანცეროგენს.

4. ხორცი

ღორის ხორცი ხშირად რაკტოპამინის გამოყენებით იწარმოება. ეს ჰორმონი ცხოველებს უფლებას აძლევს სწრაფად მოიმატონ წონა. ადამიანი, რომელიც მსგავს ხორც მოიხმარს, ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა აღენიშნება. რაკტოპამინით მომზადებული ხორცი 160  ქვეყანაშია აკრძალული.

5. ჩიფსი

კარტოფილი ფრი და ჩიპსი ცხიმის სინთეტიკური შემცვლელის, ოლესტრას შემადგენლობით აკრძალულია კანადასა და ევროპაში. ეს საკვები დანამატი ორგანიზმს კუჭის რობლემებს უქმნის და არ აძლევს საშუალებას სასარგებლო ნივთიერებები გადაამუშაოს. მას ხშირად იყენებენ იმ ჩიფსების დასამზადებლად, რომლებსაც შეფუთვაზე «light» აწერიათ. ასევე გაამახვილეთ ყურადღება კრეკერების, მარგარინების, ნაყინების და სხვა პროდუქტების შემადგენლობაზე.

6. ვაშლი

აშშ-ს სამინისტროს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაშლის 80%-ში დიფენილამინია (DPA), რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ ხილი თვეობით შეინახონ და მსოფლიოში მისი ექსორტირება მოახდინონ. ევროპაში DPA საშიშ ნივთიერებად ითვლება, რომელსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია, ამიტომაც 2012 წლიდან ის აკრძალულია.

7. ხილის ჟელე

ხილის ჟელე პატარა ყუთებში ევროპული კომისიის აზრით, სასიკვდილოდ საშიშია ბავშვებისთვის. მსგავსი ჟელე შეიცავს ბოჭკოს (konjac), რომელიც შესაძლოა ბავშვს კისერში გაეჩხიროს. ის აკრძალული ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.

8. პური

პური, რომელიც შეიცავს აზოდიკარბონამიდს, (ADA, E927), აკრძალლულია ევროპასა და ავსტრალიაში. ADA გამოიყენება გამოცხობისას იმიტომ, რომ პურს თეთრი ფერი მიეცეს და ახალივით დიდხანს შენარჩუნდეს. ეს საკვები დანამატი იწვევს ალერგიას და ასთმას.

9. სწრაფი მომზადების კარტოფილის პიურე

მის დასამზადებლად ხშირად იყენებენ ბუტილგიდროქსიანიზოლს (ВНА, Е320). აშშ-ს ანდაცვის ინსტიტუტმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარა, რომელთა მიხედვითაც ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კანცეროგენად მიიჩნიეს. მას შეიძლება შეიცავდეს გაყინული პროდუქტები და მაიონეზოც. ნივთიერება აკრძალულია იაპონიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

10. მარგარინი

საკვებში მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის დარღვევა, მაღალი სისხლის წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. სპეციფიკური ცხიმის შემცვლელი პროდუქტები აკრალულია კანადაში, დანიასა და შვეიცარიაში.

ბონუსი

ფუა-გრა, ანუ ბატის ღვიძლი დელიკატესად ითვლება და მთელ მსოფლიოში იმპორტირდება. მაგრამ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში, ისრაელში, ამერიკის შტატებში, ავსტრალიასა და არგენტინაში მსგავსი კერძის დამზადება იკრძალება. ამ შემთხვევაში საქმე საშიშ დანამატებში არაა. ქვეყნები ცხოველთან არაჰუმანურ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ. ჩიტს გალიაში კეტავენ და მილის მეშვეობით იქამდე კვებავენ, სანამ მათი ღვიძლია ნორმაზე 7-10 ჯერ მეტად არ გაიზრდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: