მთავარი რჩევები 14 რამ, რაც შენი ნაწილია და რისიც არასდროს არ უნდა შეგრცხვეს

14 რამ, რაც შენი ნაწილია და რისიც არასდროს არ უნდა შეგრცხვეს

by Keti

ჩვენ ზოგჯერ საკუთარ თავს ვადანაშაულებთ იმაში, რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება გვსურს და ვთვლით, რომ ეს სრულყოფილი არ არის. ხანდახან გვრცხვენია და თითქოს რაიმე გვაქვს ასახსნელი, როცა კონკრეტულ პროფესიას ვირჩევთ, როცა განსხვავებულ სტილს ვატარებთ ან თუკი ისეთი თანდაყოლილი დეტალი გვაქვს, რაც შეიძლება ბევრს არ მოეწონოს.

ჩვენი რედაქცია დღეს განიხილავს ყველაზე გავრცელებულ მოვლენებს, რომლებიც ზოგჯერ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს (არადა სულ ტყუილად).

1. თქვენი კარიერული არჩევანი

რამდენადაც უჩვეულო ან დაბალანაზღაურებადია სამსახური, თითქოს უფრო ცუდად ვგრძნობთ თავს კარიერის არჩევის პროცესში. თითქოს სულ ეჭვი გეპარება, რომ უფრო სტაბილურ და მაღალი ანაზღაურების მქონე სამსახურს იპოვი. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდე, აუცილებელია, თავს გრძნობდე კარგად და ხედავდე შენს თავს ამა თუ იმ საქმეში.

2. შეზღუდული შესაძლებლობა ან რაიმე უნარის ნაკლებობა

შესაძლოა შეზღუდულმა შესაძლებლობამ რაღაც მომენტში თავი უხერხულად გაგრძნობინოს. ყველას აქვს თავისი საკუთარი ძალა და სისუსტე, ასე რომ, თუ რაიმე არ გამოგდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში წარუმატებელი ხარ.

3. დროის გამოყოფა საკუთარი თავისთვის

ექსტროვერტულ სამყაროში ხშირად რთულია საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა. მით უმეტეს, თუ დედა ხარ, შეიძლება თავი დამნაშავედაც იგრძნო, როცა პერიოდულად საკუთარ თავთან იმალები, სანამ ბავშვები ,,გიპოვიან”. სიმართლე კი ის არის, რომ ყველა იმსახურებს საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფას ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე.

4. შენი არჩეული მეგობრები და პარტნიორები

შესაძლოა ისეთი მეგობრები ან პარტნიორები გყავდეს, რომლებზეც თვლი, რომ შენთვის საკმარისად კარგები არ არიან. მაგრამ თუ ისინი შენ კარგად გეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ,,კარგი ტიპები” არ იყვნენ, მაინც დასაფასებელია მათი არსებობა, ამიტომ ნუ შეგრცხვებათ მათი.

5. შენი წარმოშობა

თუ საკუთარი წარსულის გრცხვენია, რთულია აწმყოს დაფასება და მომავალში ყურებაც. წარსულის მიღება ისეთი რამ არის, რაც საკუთარი თავის შეყვარებაში გეხმარება. თუ ცუდი ადგილიდან ხარ, ეს შენთვის იმის შემახსენებელი იყოს, რომ ახლა უკეთესად ხარ და მომავალშიც ასე იქნება.

6. საჭმელი, რომელსაც ჭამ

ჯანმრთელობის ფანმა მეგობრებმა შესაძლოა თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ, თუ შენ ხშირად ჭამ რაიმე ,,ცოდვის მატარებელ” გემრიელობას. თუმცა ნუ შეგრცხვება კვების სტილის, შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღო და არა შენმა მეგობრებმა. ჭამით სიამოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დატკბი სინდისის ქენჯნის გარეშე!

7. ურთიერთობის სტატუსი

შესაძლოა მარტო ყოფნა გირჩევნია, ან განქორწინებაზე ფიქრობ. ადამიანები რომც არ გეთანხმებოდნენ, შენ მაინც არ უნდა შეგრცხვეს შენი გადაწყვეტილების. ქორწინებაში ყოფნა კარგად ჟღერს, მაგრამ თუ მარტო ყოფნა გსურს, ასეც უნდა იყოს.

8. იყო განსხვავებული 

რთულია უმცირესობაში ყოფნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსხვავებულობამ დანაშაულის შეგრძნებით უნდა გატაროს. უმრავლესობის სტანდარტებზე მორგებას, სჯობს საკუთარი უნიკალურობა შეინარჩუნო.

9. ის რისი გამომუშავებაც არ შეგიძლია

მატერიალისტურ სამყაროში ხშირად რცხვენიათ იმის, რომ რაღაც მნიშვნელოვანს და ტრენდულს ვერ ყიდულობენ. გახსოვდეს, რომ იარლიყებმა არ უნდა დაგიპყროს. იცხოვრე შენი ღირებულებებით და დატკბი იმით რაც გაქვს. დამატებითი ფულის გამომუშავებას კი შრომა ყოველთვის შეგაძლებინებს.

10. შენი სხეულის სიმაღლე, ზომა და ფორმა

სხეულის პარამეტრების სტანდარტები დღეს რეკლამის ნაწილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი გარეგნული მახასიათებლების უნდა შეგრცხვეს. ჯანმრთელობა გარეგნობაზე მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით თქვენს თავს, რომ ძალიან ლამაზი ხართ, რადგან ეს სიმართლეა.

11. შენი ინტერესები

ჰობს და ინტერესებსაც კი სხვადასხვანაირი სტატუსი აქვს სოციუმში. თუ გიყვარს კითხვა, კლუბში სიარული, სტატუეტების შეგროვება, ქსოვა ან ნებისმიერი სხვა რამ, უნდა იამაყო ამით. ეს არავის ვნებს, ამიტომ იყავი თავისუფალი შენს ინტერესებში!

12. ემოციურობა

ზრდასრულად ყოფნა, ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი ემოციები არ უნდა გამოამჟღავნო. ეს არასწორი შეხედულებაა. ჩვენ არ ვართ რობოტები და გვაქვს უფლება გამოვხატოთ ემოციები. მიეცით ცრემლებს წამოსვლის უფლება, როცა გული გტკივათ ან როცა კინოს უყურებთ. არ არის საჭირო შეგრცხვეთ ამის, ეს მისაღები თვითგამოხატვაა.

13. ჩაცმის სტილი

სოციუმს ხშირად თავისი იდეები აქვს, თუ როგორ უნდა გვეცვას. ნუ შეუერთდებით იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი ჩაცმულობის კრიტიკა მოსწონს, მთავარია თქვენ იყოთ კომფორტულად. შენი ტანსაცმელი შენი არჩევანია, ასე რომ, ჩაიცვი ის თავდაჯერებულად.

14. მუცლის მოშლა ან დაორსულების სირთულე

ამაზე ნაკლებად საუბრობენ. მუცლის მოშლა და ორსულობის სირთულე იშვიათი პრობლემა არ არის. ქალები კი ამაში ხშირად საკუთარ თავებს ადანაშაულებენ. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არ არის ჩვენი ბრალი. ეს პრობლემა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით განიხილება და არავის აქვს უფლება ამის გამო განგსაჯოთ. ნურც თქვენ შეგრცხვებათ!

თქვენ რომელი მოვლენის გამო გიგრძვნიათ თავი ცუდად? იქნებ სხვა დეტალებიც არის, რის გამოც ადამიანები თვითგვემას ეწევიან? გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: