მთავარი სილამაზე კარგი გემოვნებისა და სტილის ნიშნები

კარგი გემოვნებისა და სტილის ნიშნები

by Keti

ჯერ კიდევ დიდებული კოკო შანელი ამბობდა, რომ ,,მოდა გადის, სტილი კი რჩება”. მოდა ეს აჩემება კი არ არის, არამედ არის ის, როცა ქვედაბოლო კარგად გაზის ან შარვალი ვიზუალურად გვიგრძელებს ფეხებს.

ბევრს ადრეული ასაკიდან შეუძლია ადვილად შეახამოს ტანსაცმელი და აქსესუარები, სხვები კი სტილისტების მომსახურებით სარგებლობენ ან ბევრს კითხულობენ მოდაზე, ათვალიერებენ გლამურულ ჟურნალებს, ესწრებიან მოდის ჩვენებებს და ა.შ. ასევე ზოგი აკოპირებს ცნობილი მსახიობებისა და მომღერლების სტილს.

კარგი გემოვნების ადამიანებს ყველა ამჩნევს. ისიც კი, ვისაც ცუდი გემოვნება აქვს. მათ სურთ, რომ მიბაძონ კარგი გემოვნების მქონე ადამიანებს, იყვნენ მათ საახლობლო წრეში, რადგან თავადაც სურთ, რომ ,,დაავადდნენ” სტილის გრძნობით, სილამაზის აღქმითა და შექმნის უნარით.

სტილის შეგრძნება

იმისათვის, რომ გავიგოთ – აქვთ თუ არა ადამიანებს ასეთი შეგრძნებები საკუთარი თავის მიმართ, ჩვენ შემოგთავაზებთ იმ 9 ნიშნის სიას, რომლებიც გამოხატავს, თუ რამდენად ფლობ თანდაყოლილ გემოვნებას. ზოგისთვის ეს სინჯებისა და შეცდომების გზაა, სხვებისთვის კი ის, რაც დაბადებიდან მოგეცათ.

1. შენ შეგიძლია აქტუალური შტრიხების გათვალისწინება, მაგრამ ასევე შეგიძლია იმის შერჩევა, რაც ნამდვილად გიხდება.

2. მუდმივად გეუბნებიან კომპლიმენტებს, განსაკუთრებით, ქალები. თუ შენი მისამართით გესმის რეგულარული გულწრფელი კომპლიმენტები და შექება სხვადასხვა ადამიანისგან, ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო გემოვნება გაქვს.

3. ზომიერების გრძნობა ყველაფერში – აი, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ხელმძღვანელობთ, როცა ირჩევ მოდურ მორთულობას საღამოსთვის ან საქმიან შეხვედრაზე დასასწრებად.

4. შესაძლოა, არასოდეს წაგიკითხავს იოჰანეს იტენის წიგნი ან ლეატრის აისმენის ცნობარი ფერთა შეხამების წესებზე, თუმცა ინტუიტიურად იცი, როგორ შეუსაბამო ჰარმონიულად სხვადასხვა ფერადი აქსესუარი შენს იმიჯს და მორთულობას. შენთვის ცნება ,,ფერების ჰარმონია” აბსტრაქცია კი არ არის, არამედ ცხოვრების ნორმა.

5. რამდენად ხშირად გთხოვენ, გაუმხილოთ, თქვენი საყვარელი მკერავის, სტილისტის ან მანიკიურის ოსტატის სახელი? თუ ეს ხშირად ხდება, შეგიძლია თამამად ჩათვალო ეს ფაქტი შენი შესანიშნავი გემოვნების კომპლიმენტად. ადამიანებს სურთ, რომ გამოიყურებოდნენ თქვენსავით მოდურად და ელეგანტურად.

6. ლამაზი თუ მოხერხებული? ერთიც და მეორეც. მოდურია კომფორტული ნივთების მოხდენილად ტარება – ეს არის სწორედ ის, რაც რთულად ისწავლება.

7. შენ გაქვს შენი იმიჯის შენეული ხედვა და ტაქტიკურად შეგიძლია მისი დაცვა, არანაირი ხრიკი გამყიდველების, კონსულტანტების ან სტილისტების მხრიდან აზრს ვერ შეგიცვლის.

8. შენ შეგიძლია ფაქტურის, ქსოვილისა და პრინტის შეთანხმება. სტილის თანდაყოლილი შეგრძნების მქონე ადამიანებისთვის არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ სელის ქსოვილი მხოლოდ ბამბასთან ერთად არის კარგი, ხოლო აბრეშუმი შესაძლოა ყველაფრის ფუძე იყოს. შენ ამას უბრალოდ გრძნობ და შენი ინტუიცია არასდროს გიღალატებს ამ საკითხში.

9. შეგიძლია იამაყო შენი გემოვნებით, თუ ახლობლები, მეგობრები და კოლეგები გთხოვენ, იყოთ მათი სტილისტის როლში და მათთან ერთად მოიაროთ მაღაზიები, შეარჩევინოთ ნამდვილად მოდური ტანსაცმელი. დარწმუნებული იყავი, რომ ცუდი გემოვნების მქონე ადამიანს ამას არ სთხოვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ წარმოადგენ სტილის მაგალითსა და მიბაძვის ობიექტს.

ელეგანტურობა წარმავალ მოდურ ტენდენციებზე მაღლა დგას. მისი საფუძველი – ეს არის გემოვნებისა და სტილის მუდმივი შეგრძნება, ზომიერება და ხარისხზე ორიენტორებულობა.

იყიდე ნივთები არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გქონდეს, არამედ იმისთვის, რომ შენთვის გქონდეს და ხაზი გაუსვას შენს გარეგნულ ღირსებას! მაგალითად, გრძნობ, რომ მუქი ბორდოსფერი გაშინებს ან გაღიზიანებს? მაშინ კატეგორიული უარი თქვი მასზე. გამჭვირვალე და მოკლე ტანსაცმელიც არ მეტყველებს კარგ გემოვნებაზე.

თვლი თუ არა საკუთარ თავს კარგი გემოვნების მქონედ? გაგვიზიარე შენი აზრები კომენტარებში! არ დაგავიწყდეს სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!