მთავარი ჯანმრთელობა ეს ჯანმრთელობის ხრიკები ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ეს ჯანმრთელობის ხრიკები ცხოვრებას გაგიმარტივებთ

by guramus

ღამით ტუალეტში ცალთვალ დახუჭული გადით

ღამით დაძინების შემდეგ ტუალეტში გასასვლელად გაღვიძებამ თქვენი ძილის რეჟიმზე შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც შუქს ანთებთ თქვენი ტვინი თვლის, რომ უკვე დილაა და ამიტომ ძილის რეჟიმს თიშავს. სწორედ ამიტომ, ერთი თვალის დახუჭულ მდგომარეობაში დატოვება ამცირებს ტვინის მიმართულებით გაგზავნილ სიგნალებს და საწოლში დაბრუნების შემდეგ უფრო მარტივად შეძლებთ დაძინებას.

თქვენი ყურის მოქაჩვას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება შეუძლია

ყურის მოქაჩვას მართლაც შეიძლებოა ჰქონდეს დადებითი ეფექტი თქვენს ჯანმრთელობაზე. რეფლექსოლოგიის მიხედვით ყური სავსეა ზეწოლის წერტილებით, რომლებსაც მრავალი პრობლემის შემსუბუქება შეუძლიათ, თავის ტკივილით დაწყებული და მომნელებელი სისტემის მუშაობით დამთავრებული.

თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ სხვადასხვა მცირე ტკივილები შემდეგ მონაკვეთებზე მოქაჩვით, რომელიც კონკრეტული სხეულის ზონებს ეხმაურება:

1. ზურგი და მხრები

2. ორგანოები

3. სახსრები

4. პირის ღრუ და ყელი

5. მომნელებელი სისტემა

6. თავი დაგული

დაიძინეთ გრილ ოთახში

გრილ ოთახში ძილი თქვენი საერთო ძილის ხარისხზე დადებითად მოქმედებს. ეს გეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში და ასევე ორგანიზმს უმცირებს დიაბეტის რისკს, რადგან ეხმარება მას მეტი კალორიების წვაში. ასევე გრილ ტემპერატურაში ძილი ორგანიზმს მელატონინის ჰორმონის გამოყოფაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვნად ებრძვის დაბერების პროცესებს.

დაახველეთ, რათა ექიმის ნემსის ჩხვლეტის ტკივილი გაიყუჩოთ

ბევრ ადამიანს არ შეუძლია მარტივად ნემსის ჩხვლეტის ატანა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უამრავი დაავადებისგან იცავს მათ. თუმცა, არსებობს ჩხვლეტის ტკივილის შემამსუბუქებელი მარტივი გზა და ეს დახველებაა. ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დახველება ჩხვლეტის მომენტში ტკივილის სენსაციას ამცირებს. ეს სავარაუდოდ იმის შედეგია, რომ დახველება სისხლის წნევას ზრდის და შედეგად ტკივილის აღქმის დონეს ამცირებს.

არ გამოიხეხოთ თქვენი კბილები ჭამის შემდეგ

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საჭმლის მირთმევის შემდეგ კბილების მაშინვე გამოხეხვა საუკეთესო გზაა კბილებიდან ყველა არასასურველი ნარჩენის მოსაშორებლად და პირის გასასუფთავებლად, თუმცა ასე არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვჭამთ და ვსვავთ, მჟავებს შეიცავს.

მაგალითად პამიდორი ლიმონი, ფორთოხლის წვენი და ა.შ სწორედ ამ ტიპისაა და მათი მირთმევის შემდეგ მაშინვე კბილების გამოხეხვა ამ მჟავების მოქმედების პროცესს აჩქარებს, რასაც კბილის ზედაპირის უფრო მეტად დაზიანება შეუძლია. სასურველია მოიცადოთ 30 წუთი თქვენი ვახშმის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხეხოთ კბილები.