მთავარი ურთიერთობები რატომ არიან ჭკვიანი ადამიანები სარკასტულები?

რატომ არიან ჭკვიანი ადამიანები სარკასტულები?

by guramus

ამბობენ, რომ სარკაზმი ადამიანებისთვის გულის ტკენის საშუალებაა. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც სარკაზმი უყვართ, ჭკვიანები და მჭერმეტყველები არიან. გთავაზობთ 5 მიზეზს იმის დასამტკიცებლად, რომ სარკაზმი კარგია.

1.  სარკაზმი გვეხმარება დავინახოთ რეალური ადამიანი

თუ დავუჯერებთ ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორებს, ადამიანის შეცნობა დაკავშირებულია სარკაზმთან. კვლევებმა აჩვენა, რომ სარკასტული ადამიანის მოტყუება თითქმის შეუძლებელია. მას აქვს უნარი მყისვე ამოიცნოს ტყუილი და გამხილოთ ამაში.

2. სარკაზმი მაღალი ინტელექტის ნიშანია

ჩვენი ტვინს სჭირდება გაცლებით სწრაფად და ნაყოფიერად იმუშაოს რათა სარკაზმის შინაარსი გაანალიზოს. ეს ნიშნავს, რომ სარკასტულ ადამიანებს ექსტრემალურად სწრაფი აზროვნება აქვთ

3. სარკასტულ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ პრობლემის მოგვარება

როდესაც გონება სწრაფად და კარგად მუშაობს, მას შეუძლია პრობლემის მოგვარების გზების სწრაფად მოფიქრებაც.

4. სარკაზმი მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისთვის

ნეიროფსიქოლოგები გვიმტკიცებენ, რომ სარკაზმი ამცირებს ტვინის დაავადების რისკს.

5. სარკასტული ადამიანი ეხმარება მეგობრებსა და ახლობლებს გახდნენ უფრო ჭკვიანები

სარკასტული ადამიანი, თავისი სარკაზმით ეხმარება გარშემომყოფებს განავითარონ სწრაფი და ლოგიკური აზროვნება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: