მთავარი ჯანმრთელობა როდესაც 50 წელს გადავცილდი, რაციონში ეს პროდუქტები შევიტანე ჩემი ჯანმრთელობისთვის.

როდესაც 50 წელს გადავცილდი, რაციონში ეს პროდუქტები შევიტანე ჩემი ჯანმრთელობისთვის.

by guramus

ფსიქოლოგების თქმით, 50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება. პოტენციურად, ეს არის ყველაზე ხარისხიანი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, მოიცავს რა დაგროვილ გამოცდილებას და სიბრძნეს.

თუმცა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარი ასაკთან ერთად შეუქცევადად ქვეითდება. იმისათვის რომ წინ აღვუდგეთ დაბერების პროცესს, შევინარჩუნოთ ფორმა და ენერგია, საჭიროა მენიუში ცვლილებების შეტანა. ჯანსაღი პროდუქტების მიღება ყველა ასაკში აუცილებელია, თუმცა არსებობს მათი ისეთი ჩამონათვალიც, რომელთა ჩართვა რაციონში სწორედ 50 წლის შემდეგ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ზოგი პროდუქტი კი, პირიქით, კარგავს თავის დადებით ეფექტს ასაკთან ერთად და შესაძლოა მავნეც კი აღმოჩნდეს.

კვების თავისებურებანი 50 წლის შემდეგ 

თუ ახალგაზრდობაში სწორია გამოთქმა ”ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ” ასაკში ეს შემდეგნაირად იცვლება:”ჩვენ ვართ ის, რასაც შევითვისებთ”. ასაკთან ერთად ცილების ათვისება ორგანიზმის მიერ მცირდება, ამიტომ მათი რაოდენობა რაციონში უნდა გაიზარდოს.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა ცილა არ არის უსაფრთხო. მედიკოსების აზრით, 50 წლის ზემოთ ადამიანებისთვის წითელი ხორცის და ყველის მოხმარება დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ცხოველური ცილების ჭარბი მოხმარება 4 ჯერ ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ წითელი ხორცი და ყველი უნდა შეიცვალოს თევზით, ლობიოთი, ოსპით…

ნახშირწყლების მიღება უმჯობესია უჯრედისით მდიდარი პროდუქტების: ხილისა და ბოსტნეულისგან.

რომელი პროდუქტები მივიღოთ 50 წლის შემდეგ ასაკში

1. პარკოსნები

პარკოსნები მდიდარია უჯრედისით. მათში ბევრი იოდია, ასევე მაგნიუმი, თუთია, ფოლის მჟავა. ისინი აქვეითებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკს.

ოსპსა და ბარდაში არსებული ბოჭკოები ნაწლავებს იცავს კიბოს განვითარებისგან. პარკოსნები, მათში რკინის მაღალი შემცველობის წყალობით, სიბერის პერიოდის ანემიის პროფილაქტიკური საშუალებაცაა.

სასურველია პარკოსნები გამოყენებამდე ჩავალბოთ წყალში გარკვეული რისკების თავიდან ასაცილებლად და ხარშვის დროის შესამცირებლად.

2. შვრიის ფაფა

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, რაც უაღრესად სასარგებლოა ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამასთან ბევრი უჯრედისის შემცველობის წყალობით შვრია აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და გამოაქვს ტოქსინები ნაწლავებიდან, ასუფთავებს რა მათ.

3. ვაშლი

ეს ხილი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, შეიცავს უჯრედისს, C ვიტამინს, კალიუმს და ანტიოქსიდანტ კვარცეტინს, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკური საშუალებაა.

4. თხილეული

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნუშის, ნიგვზის და სხვათა მცირე რაოდენობით ყოველდღიური მიღება აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, ასევე ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს.

5. სტაფილო

სტაფილო ამცირებს სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამით გულის დაავადებების და კიბოს განვითარების რისკს ანელებს. ამასთან, აძლიერებს იმუნიტეტს.

6. კენკრა

ყველანაირი კენკრა ეხმარება თავის ტვინს მუშაობაში. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ააქტიურებს თავის ტვინი ქსოვილებს და ასტიმულირებს მათ.

კენკრაში შემავალი პოლიფენოლები ორგანიზმს ეხმარება დაზიანებულ უჯრედებთან ბრძოლაში, რომლებსაც თავისუფალი რადიკალები იწვევს. ეს კი კიბოს განვითარების პრევენციაა.

7. ფურცლოვანი ბოსტნეული

ისპანახი, კომბოსტო, სალათი ცნობილია იმით, რომ ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ასევე კალციუმს, მაგნიუმს, ანტიოქსიდანტებს და მათი საშუალებით ებრძვიან დნმ-ს ასაკობრივ დაზიანებას, რამაც შესაძლოა კიბოს განვითარება გამოიწვიოს.

8. მწარე შოკოლადი

მუქი შოკოლადი შეიცავს კაკაოს მაქსიმალურ, ხოლო შაქრის მინიმალურ რაოდენობას, ასევე ანტიოქსიდანტებს და მათი საშუალებით ამცირებს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ინსულტის და სიმსივნეების განვითარების რისკს, ასევე ებრძვის წნევას და ”ცუდ” ქოლესტერინს. სასურველია მიირთვათ ის შოკოლადი, რომელიც მინიმუმ 75% კაკაოს შეიცავს.

9. ცხიმიანი თევზი

ორაგული, თინუსი, ქაშაყი და სხვა ცხიმიანი თევზები შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობს სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირებაში, აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას. თევზში შემავალი ფოსფორი, B12, A და D ვიტამინები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვიძლის ფუნქციონირებაში.

10. იოგურტი

რძემჟავა პროდუქტებში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და იმუნიტეტის განმტკიცებას. იოგურტი – ცილის საუკეთესო წყაროა. ის შეიცავს აგრეთვე ბევრ კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლების გამაგრებისთვის ხანდაზმულ ასაკში.

ამდენად 50 წლის ზემოთ ასაკში აუცილებელია საკვებად შევარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებსაც მაქსიმალური სიკეთის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის და ამდენად მომზადებულები შევხვდეთ სიბერეს, რომელსაც ისედაც ბევრი სხვადასხვა პრობლემა სდევს თან.

გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: