მთავარი გასართობი 12 საიდუმლო მესიჯი ცნობილ ფილმებში, რომელიც ბევრმა ვერ შეამჩნია

12 საიდუმლო მესიჯი ცნობილ ფილმებში, რომელიც ბევრმა ვერ შეამჩნია

by guramus

ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობანის მაძიებელნი

R2-D2 და C-3PO, რომლებიც დროიდები არიან “ვარსკვლავური ომების” ფილმებიდან, შეგიძლიათ დაინახო ეგვიპტურ იეროგლიფებს შორის უძველესი ტაძრის კედელზე.

 

სიმფსონები

სიმფსონების სამყაროში ყველა პერსონაჟის 4 თითი აქვს თითო ხელზე. თუმცა, ღმერთი და იესო არიან მხოლოდ ის პერსონაჟები, რომლებსაც 5 თითი აქვთ ხელებზე.

 

მებრძოლთა კლუბი

ამ ფილმის ყველა სცენაში თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაინახოთ “სტარბაქსის” ჭიქა.

 

მექანიკური ფორთოხალი

სტენლი კუბრიკმა რიცხვი “2001” შესამჩნევ ადგილას, დაბლითა თაროზე განათავსა მაღაზიის დეკორაციის მოწყობისას, რითაც მაყურებელს მისი ცნობილი ფილმი “2001 წელი: კოსმოსური ოდისეა” შეახსენა.

 

ალადინი

თუკი ამ მულტფილმს დაკვირვებით უყურებთ, შეამჩნევთ რომ ჟასმინის ვეფხვი რაჯაჰი მიკი მაუსის ყურებით ჩნდება იმ სცენაში, რომელშიც იგი ჯაფარის ჯადოს იშორებს.

 

მძიმე დანაშაული

შოუს დასაწყისში, ვოლტი შარვალს იხდის მაშინ, როდესაც ის და ჯესი ნარკოტიკის პირველ პარტიას ამზადებენ უდაბნოში. სერიალის ბოლოსკენ იგი კვლავ ბრუნდება უდაბნოში, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ მის მიერ გახდილი შარვალი, რომელიც ეკრანის დაბლითა მარცხენა კუთხეში ჩანს.

 

Fast five

ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჰანის სრული სახელი ისეა დაწერილი ეკრანზე, რომ კვლავ “ვარსკვლავური ომების” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახელისავით გამოითქვას.

 

სტარ ტრეკი

ცნობილი დროიდი R2-D2 ასევე გარკვევით ჩნდება ამ ფილმის მნიშვნელოვან სცენაშიც.

 

ტრონი (1982)

ეს ფილმი ვოლტ დისნეის სტუდიის მიერ იქნა გამოცემილი. შესაძლოა სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ნამუშევარში შეგიძლიათ ისეთი სცენის ნახვა, სადაც ფონზე მიკი მაუსი ჩანს.

 

ბნელი რაინდის აღზევება

თუკი ამ ფილმის მთავარ ბოროტმოქმედს ყურადღებით დააკვირდებით, ბეინის თავზე შრამს შეამჩნევთ, რომელიც მნიშვნელოვნად ჰგავს რჩდილების ლიგის სიმბოლოს, რაც ამ ფილმში არსებული ყველაზე დიდი საფრთხის მანიშნებელია.

 

მატრიცა 2: გადატვირთვა

მატრიცის ფილმებში მანქანების ნომრების უმრავლესობა არა უბრალო რიცხვებისა და ასოებისგან, არამედ ბიბლიის კონკრეტულ თავებზე მიმანიშნებელი კომბინაციებისგანაა შემდგარი და მათ შინაარსზე მიგვანიშნებს.

 

ფუტურამა

ეს სატელევიზიო შოუ მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა თაობის მაყურებელს შორის. ზოგიერთის აზრით იგი ყველაზე საუკეთესო ანიმაციური სერიალიც კია კლასიკურ შოუებს შორის. ამის გამო ამ შოუში ადვილად ნახავთ სხვადასხვა მინიშნებებს სხვა შოუების შესახებ. ერთ-ერთ სცენაში კი თქვენ შეგიძლიათ ცნობილ თავებს შორის გაარჩიოთ ერიკ კარტმენის თავი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ტელეშოუ “სამხრეთ პარკ”-ის პერსონაჟია.