მთავარი რჩევები სინთეტიკა მავნებელია: აი, როგორ ავარჩიოთ გონივრულად ქალის თეთრეული

სინთეტიკა მავნებელია: აი, როგორ ავარჩიოთ გონივრულად ქალის თეთრეული

by guramus

ქალის და მამაკაცის თეთრეულის არჩევანი ახლა ძალიან ფართოა. მორიი ნივთის ყიდვისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ქსოვილს და აარჩიოთ ზომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მის დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.

გვინდა მოგიყვეთ რამდენიმე ფაქტი ქალის თეთრეულზე, რომელიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებისას და თქვენს ჯანმრთელობას არ დააზიანებს. მნიშვნელობა ყველაფერს ენიჭება: მოდელს ქსოვილს, ზომას და ფერს.

ექიმები გვირჩევენ თავისუფალი ფორმის პიჟამოში გვეძინოს ან საერთოდ თეთრეულის გარეშე. ღამით ადამიანი ოფლიანდება, თეთრეული კი მავნე ბაქტერიების წარმოშობას უწყობს ხელს. სოკო რბილ ადგილებში ჩნდება, თეთრეულის არქონა კი ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

ვიწრო ან მოტმასნილი თეთრეული არამხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ზომა აგერიათ. თავს კომფორტულადაც რომ გრძნობდეთ, ის სხეულზე ზოლებს დატოვებს და ამითაც მიხვდებით, რომ შეუფერებელ ზომას ირჩევთ. მჭიდრო თეთრეულის შემთხვევაში შარდოვანი გზების ინფექციის გავრცელების რისკი არსებობს.

ანტიბაქტერიული თეთრეული უნიკალური მოფიქრებაა, რომელიც კომფორტს გვიქმნის და არასასურველ სუნს მალავს. ეფექტს ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი იონები განსაზღვრავენ. თუმცა, გინეკოლოგები მათ არ ემხრობიან და ფიქრობენ, რომ მათი მეშვეობით ჰორმონალური ფონის დარღვევა ან ალერგიაა მოსალოდნელი.

მაკორექტირებელი თეთრეული გვეხმარება როცა გვსურს გამოვიყურებოდეთ შეუდარებლად მხოლოდ რამდენიმე საათით. მაგრამ, უფრო მეტ უხერხულობას ქმნის: არაა კომფორტული ტუალეტში სიარული, შეიძლება სისხლის მიმოქცევა გაგიუარესდეთ.

თეთრეულის გარეცხვა სხვა ნივთებთან ერთად არ შეიძლება. უნივერსლური ფხვნილით გარეცხვაც ვერ დაგიცავთ ბაქტერიებისგან. სჯობს თეთრეული ცალკე, 40 გრადუსზე გარეცხოთ. ბაქტერიებისგან თავის ასარიდებლად გააშრეთ მზეზე ან დააუთოვეთ.

სტრინგები არც ისე საზარელია, როგორც მათზე ფიქრობენ. თითქოს ისინი ანთების წარმოქმნას უწყობენ ხელს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, შეადარეს იმ ქალების მიკროფლორა, რომლებიც სტრინგებს იყენებდნენ და მათი, ვინც ჩვეულებრივ საცვალს. მათ აბსოლიტურად ერთნაირი მიკროფლორა აღმოაჩნდათ.

სავარჯიშო თეთრეული სპეციალური მასალისგან იკერება. ის იცავს ორგანიზმს სოკოსგან და ანთებისგან. თუ არ გსურთ ფული სპეციალურ თეთრეულზე დახარჯოთ, აუცილებლად გამოიცვალეთ ყოველი ვარჯიშის შემდეგ.

თეთრეული 1 წლის შემდეგ ძველდება. მათზე უამრავი მიკრობი გროვდება. ამიტტომაც, საჭიროა მოისროლოთ ისინი დანანების გარეშე. მაშინაც კი, თუ საყვარელი ტრუსები მშვენივრად გამოიყურება, დაფიქრდით თქვენს ჯანმრთელობაზე და შეიძინეთ ახლები.

ნათელი, მყვირალა ფერი თეთრეული იღებება საშიში ქიმიკატების მიერ. ტოქსიკური საშუალებები, რომლებიც საღებავშია, შეუძლიათ კიბოს პროვოცირება მოახდინონ. გარემოსთვის მსგავსი თეთრეულის წარმოება მავნებელია. აირჩიეთ მშვიდი ფერები.

სინთეტიკური თეთრეული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. გარეცხვის შემდეგ არ იწელება და ელასტიურია.

ტრუსები და ბიუსჰალტერი დამატებითი მოცულობით მშვენივრად ავსებენ იმას, რაც ბუნებამ დაინანა. უბრალოდ, ასეთი თეთრეული ყოველდღე არ უნდა ატაროთ. მათში მანე ნივთიერებებია, რასაც სოკოვან დაავადებებამდე მივყავართ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: