მთავარი ჯანმრთელობა მედიცინის ექსპერტები ხსნიან რატომაა წვენის დიეტა საშიში და საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი

მედიცინის ექსპერტები ხსნიან რატომაა წვენის დიეტა საშიში და საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი

by guramus

ადამიანების კვების მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ და ცდილობენ წონა სხვადასხვა გზებით დაიკლონ. ზოგიერთი დიეტა იმიტომ ხდება პოპულარული, რომ მას ბევრი ცნობილი ადამიანი იცავს. ერთ-ერთი ასეთი დიეტა მხოლოდ ხილის და ბოსტნეულის ახლადდაწურულ წვენებს მოიცავს.

ამ დიეტის ბევრი ვერსია არსებობს. ზოგიერთი ადამიანი დღის განმავლობაში რომელიმე საკვებს წვენით ანაცვლებს, ზოგი კი მთლიანად წვენის რაციონზე გადადის. მაგრამ კარგია კი ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის?

სამედიცინო ექსპერტების აზრი

წვენი თქვენნი სხეულისთვის მართლაც დეტოქსის ფუნქციას ასრულებს? ზუსტად არა. ემა ბრაუნი, კვების ექსპერტი, გვიმტკიცებს, რომ როცა ჩვენი სხეული სწორად მუშაობს, ნებისმიერი მავნე ტოქსინის მოშორება თავადაც შეუძლია.

წვენებს არამხოლოდ 0 ეფექტი აქვთ სხეულის დეტოქსიკაციაზე, ისინი ბუნებრივ გამწმენ პროცესებს აფერხებენ. ბრაუნი გვიხსნის:

რადგანაც წვენის დიეტა ძალიან შეზღუდულია, ისინი ჩვენი დიეტებიდან ბოჭკოვან და ცილოვან საკვებს აქრობენ, ორივე კი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნატურალური პრეცესების წარმართვისთვის. ცილა გვჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ბოჭკო კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებისთვის. მათი რაციონიდან ამოღებით, ორგანიზმი შეიძლება დაირღვეს.

წვენები ჩვენს კბილებსაც აზიანებენ. ექიმი სამერ პატელი გვეუბნება, რომ წვენებში შემავალი მჟავა სერიოზულ ზიანს აყენებს კბილის მინანქარს.

დიეტას საშიში ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და გამოიწვიოს საავადმყოფოში გადატვანის აუცილებლობა. ერნესტა სტრიპეკაიტე, ექსპერტი გვიხსნის:

მსგავსი დიეტით წმენდისას პატარა ბაქტერია (Sibo) იზრდება, რომელიც კუჭის აშლილობას იწვევს. ტოქსინები შესაძლოა სისხლძარღვებშიც გავრცელდნენ.

გჭირდებათ ის კი ნამდვილად?

ყველა ექსპერტი აცხადებს, რომ წვენის დიეტა არასაჭიროა. მაგრამ, მაინც თუ გსურთ წონაში დაკლება, მაშინ ჯანსაღ კვებას და რეგულარულ ვარჯიშს უნდა მიმართოთ.

დარწმუნდით, რომ არ მიირთმევთ 22:00 საათის შემდეგ, რადგანაც თქვენი სხეული საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს შეაფერხებს.