მთავარი აგრონომია 10 სუპერ მცენარე, რომელიც თქვენი სახლიდან მწერებს გააქრობს, ქიმიურ ნივთიერებებზე უკეთესი ეფექტი აქვს!

10 სუპერ მცენარე, რომელიც თქვენი სახლიდან მწერებს გააქრობს, ქიმიურ ნივთიერებებზე უკეთესი ეფექტი აქვს!

by guramus

როგორ დავიცვათ ბაღი, სახლი და ეზო მწერებისგან? პარაზიტების მკვლელობასთან ერთად, ეს მცენარეები სახლში ბუნებრივ ჰარმონიას შემოიტანენ. გამაღიზიანებელი მავნებლები ქალაქშიც და ქალაქგარეთაც გვაწუხებენ. მათ სხვადასხვა სახის სპრეის და ქიმიურ პროდუქტებს ვასხავთ, რათა მოვიშოროთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მცენარე ამ დავალებას უკეთ უმკლავდება, ზიანის მოტანის გარეშე.

საუკეთესო მცენარეები მწერებთან საბრძოლველად

ნემსიწვერა კოღოებისთვის ნომერ პირველი მტერია. ის ისეთივე ეფექტურია, როგორც ელექტრო სანთლები. ამასთან, ეს ღია ფერის ყვავილები სახლს უფრო ლამაზს და სურნელოვანს ხდიან.

ბაზილიკი საბერძნეთში რესტორნებსა და სასტუმროებში ძალიან ცნობილი მცენარეა. მათი მეშვეობით სტუმრებს შემაწუხებელი პარაზიტებისგან იცავენ. ბაზილიკის სურნელი მწერებისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. ფანჯარასთან პატარა მცენარის დადებაც კი საკმარისია თავიდან აირიდოთ პარაზიტების შემოსევა.

კალენდულა მარტივია გაზარდოთ ბაღსა და ტერასაზე. ის ძალიან ეფექტურია არამხოლოდ კოღოების, არამედ ნებისმიერი მავნებლის წინააღმდეგ. მას ასევე სასარგებლო გავლენა აქვს კანსა და მუცელზე და მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.

ნასტურტიუმი (Nasturtium) ესეც ძალიან ძლიერი მცენარეა კოღოებისგან თავის დასაღწევად. ამასთან, მცენარეს ულამაზესი ყვავილი აქვს, რომელიც თქვენს სახლს და ეზოს დაამშვენებს.

ლავანდა ცნობილია თავისი თვისებებით და ხშირად იყენებენ სპრეის შემადგენლობაში. მისი სურნელი მწერებისთვის ძალიან არასასურველია. ლავანდა მშვენივრად იზრდება აივანზეც.

პრასი მწერების საწინააღმდეგო პროდუქტების ხშირი ინგრედიენტია. ის მარტივად იზრდება ქოთანში, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დიდიხანი ყვავის.

კატაპიტნა ქიმიურ პროდუქტებზე 10-ჯერ უფრო ეფექტურია. მას მინმალური მოვლა სჭირდება, მაგრამ ქარს უნდა მაორიდოთ.

საუკეთესო მცენარეები ტარაკნების წინააღმდეგ

ქიმიური საშუალებებით შეიძლება სახლში ინფექციის გავრცელებას შეუწყოთ ხელი, ამიტომაც მიმართეთ მცენარეებს. რეკომენდაციას ვუწევთ ნიორს, როზმარის, დაფნას, კატაპიტნას…კარებებთან და ფანჯრებთან.

საუკეთესო მცენარეები ჩრჩილების და ჭიების წინააღმდეგ

მნიშვნელოვანია ამ დროს ინტერიერი ხშირად გაწმინდოთ. ტანსაცმელი, განსაკუთრებით ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, რეგულარულად გარეცხეთ. ლავანდას მარცვლები და ტოტები შინა ინტერიერს საუკეთესოდ დაიცავს, სანტოლინასაც იგივე ეფექტი აქვს, მაშინ ნიორი და დარიჩინი კი მათ გაჩენას შეაფერხებს.

საუკეთესო მცენარეები ბზიკების და კრაზანების წინააღმდეგ

ეს მწერებიც სენსიტიურები არიან სურნელების მიმართ. აბზინდა ის მცენარეა, რომელიც მათგან დაგიცავთ. დარგეთ აივანსა თუ ეზოში და არსასიამოვნო სტუმრები აღარ გაჩნდებიან.

ასევე, ეფექტური მცენარეები პიტნა, ქონდარი, ლიმონის ვერბენა, ინდური წითელი მიხაკი. აირჩიეთ რომელიმე და დაიცავით სახლი, ან გამოიყენეთ მათი სურნელი სამზარეულოში.

მცენარეები თუ ქიმიკატები? რას ამჯობინებთ სახლის დაცვისას?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: